დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საგადახდო მომსახურების განხორციელებისას მომხმარებლისთვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 6 იანვრის №1/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 78/04 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
მიღების თარიღი | 01/05/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/05/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 220020010.18.011.016685 |
|
„საგადახდო მომსახურების განხორციელებისას მომხმარებლისთვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 6 იანვრის №1/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„საგადახდო მომსახურების განხორციელებისას მომხმარებლისთვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 6 იანვრის №1/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 08/01/2016; ს/კ: 220020010.18.011.016185) დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) მცირემოცულობიანი საგადახდო ინსტრუმენტი - საგადახდო ინსტრუმენტი, მათ შორის, ელექტრონული ფულის ინსტრუმენტი, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგი პირობებიდან ერთ-ერთს: ზ.ა) მისი საშუალებით შესაძლებელია მხოლოდ ისეთი ცალკეული გადახდის ოპერაციის განხორციელება, რომლის ოდენობა არ აღემატება 70 ლარს ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში, ხოლო თუ ამ ინსტრუმენტით გადახდის ოპერაციის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ საქართველოში, მაშინ ოპერაციის თანხა არ უნდა აღემატებოდეს 140 ლარს ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში; ზ.ბ) მისი საშუალებით განხორციელებული გადახდის ოპერაციების ჯამური ოდენობა დღეში არ აღემატება 350 ლარს ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში, ხოლო თუ ამ ინსტრუმენტით გადახდის ოპერაციის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ საქართველოში, მაშინ ოპერაციების ჯამური ოდენობა დღეში არ აღემატება 1500 ლარს ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში; ზ.გ) მასზე დროის ნებისმიერ მომენტში შეუძლებელია შენახულ იქნეს ელექტრონული ფული, რომლის ოდენობა აღემატება 1500 ლარს ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში;“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები