„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ ,,ხორუმის“ დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2009 წლის 8 დეკემბრის N40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 27/04/2023
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/05/2023
სარეგისტრაციო კოდი 040030000.32.057.016375
4
27/04/2023
ვებგვერდი, 02/05/2023
040030000.32.057.016375
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ ,,ხორუმის“ დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2009 წლის 8 დეკემბრის N40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
 
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №4

2023 წლის 27 აპრილი

ქ. ბათუმი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ ,,ხორუმის“ დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2009 წლის 8 დეკემბრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ” აჭარის ავტო­ნომიური რესპუბლიკის კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად:

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ ,,ხორუმის“ დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ" აჭარის ავტონო­მიური რესპუბლიკის მთავრობის 2009 წლის 8 დეკემბრის №40 დადგენილებაში (გაზეთი „აჭარა" პროექტი №142 (23.207), 12.12.09) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2009 წლის 8 დეკემბრის №40 დად­გენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის  ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ ,,ხორუმის“ დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ";

ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2009 წლის 8 დეკემბრის №40 დადგე­ნილებასა და დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აჭარის ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ ,,ხორუმის“ ნაცვლად მიეთითოს ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აჭარის  ხალხური ცეკვის სახელმწი­ფო აკადემიური ანსამბლი ,,ხორუმი“.

2. დადგენილება ამოქმედდეს ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლი­ლების შეტანის ამოქმედებისთანავე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეთორნიკე რიჟვაძე