,,საქარველოს ცენტრალური სარჩევნო კომისისი თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის არჩევის წესის შესახებ”

  • Word
,,საქარველოს ცენტრალური სარჩევნო კომისისი თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის არჩევის წესის შესახებ”
დოკუმენტის ნომერი 47/2004
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 19/04/2004
დოკუმენტის ტიპი ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 41, 21/04/2004
სარეგისტრაციო კოდი 010.090.000.13.007.006.465
  • Word
47/2004
19/04/2004
სსმ, 41, 21/04/2004
010.090.000.13.007.006.465
,,საქარველოს ცენტრალური სარჩევნო კომისისი თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის არჩევის წესის შესახებ”
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.090.000.13.007.006.465

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №47/2004

2004 წლის 19 აპრილ

ქ. თბილისი

საქართველოს ცენრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის არჩევის წესის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსის” 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

    მუხლი 1

იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს შეუწყდა უფლებამოსილება ვადამდე, ცენტრალური საარჩევნო კომისია საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსი”-ს 22(1) მუხლით დადგენილი წესით თავისი შემადგენლობიდან ირჩევს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს.

    მუხლი 2

ამ დადგენილების პირველი მუხლით დადგენილი წესით არჩეულ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს უფლებამოსილება შეუწყდება, როგორც კი ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახლადარჩეული (დანიშნული) თავმჯდომარე შეძლებს თავისი უფლებამოსილების განხორციელებას.

    მუხლი 3

ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7) მისი გამოქვეყნებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.

კომისიის თავმჯდომარე ზ. ჭიაბერაშვილი

კომისიის მდივანი დ. ქიტოშვილი