,,ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 29 ივნისის N26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 13
დოკუმენტის მიმღები ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/04/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/05/2023
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.151.016361
13
28/04/2023
ვებგვერდი, 01/05/2023
010250050.35.151.016361
,,ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 29 ივნისის N26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
 
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №13

2023 წლის 28 აპრილი

დაბა სტეფანწმინდა

„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 29 ივნისის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 29 ივნისის №26 დადგენილებაში (ვებგვერდი    06.07.2018; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.151.016254) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართის  მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ს) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2093 მუხლით და საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 47-ე მუხლის მე-8 ნაწილით, საქართველოს კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-80 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვას და კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ადმინისტრაციული სახდელის დადებას; ადგენს საჯარიმო ქვითარს – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს და საქართველოს კანონით „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ გათვალისწინებულ შემთხვევებში ატარებს  ადმინისტრაციულ  წარმოებას  სამართალდამრღვევის  იდენტიფიცირებისთვის  ან სხვა ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნით.“.

მუხლი 2
 დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავითი ქირიკაშვილი