,,ტრამვული დაზიანებების, გაზისა და ელექტროშოკური იარაღის ჯანმრთელობისათვის დასაშვები ნორმების შესახებ”

  • Word
,,ტრამვული დაზიანებების, გაზისა და ელექტროშოკური იარაღის ჯანმრთელობისათვის დასაშვები ნორმების შესახებ”
დოკუმენტის ნომერი 82/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 15/04/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 43, 23/04/2004
სარეგისტრაციო კოდი 470.010.000.11.119.006.4641
  • Word
82/ნ
15/04/2004
სსმ, 43, 23/04/2004
470.010.000.11.119.006.4641
,,ტრამვული დაზიანებების, გაზისა და ელექტროშოკური იარაღის ჯანმრთელობისათვის დასაშვები ნორმების შესახებ”
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.010.000.11.119.006.4641

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №82/ნ

2004 წლის 15 აპრილი

ქ. თბილისი

ტრავმული დაზიანების ვაზნების, გაზისა და ელექტროშოკური იარაღის ჯანმრთელობისათვის დასაშვები ნორმების შესახებ

იარაღის შესახებ” საქართველოს 2003 წლის 8 მაისის კანონის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის ბ” ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს ტრავმული დაზიანების, ვაზნების, გაზისა და ელექტროშოკური იარაღის ჯანმრთელობისათვის დასაშვები ნორმები” (დანართი).

2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

გ. წერეთელი

დანართი

ტრავმული დაზიანების ვაზნების, გაზისა და ელექტროშოკური იარაღის ჯანმრთელობისათვის დასაშვები ნორმები

ცეცხლსასროლი იარაღის სახე

დამაზიანებელი ფაქტორი

ერთეულის ნორმირებული პარამეტრი

ზღვრული დასაშვები ნორმა

ზემოქმედების ობიექტზე დაზიანების ზღვრული დასაშვები დონე

მოკლელულიანი, ტრავმული და სხივხმოვანი მოქმედების ვაზნებით

დარტყმითი- ტკივილგამომ-წვევი

-

-

ნაკლებად მძიმე სხეულის დაზიანებები

 

 

სხივური გამოსხივება

ენერგეტიკული ექსპოზიცია ჯ/სმ2

2 . 102

მხედველობისა და სმენის ანალიზატორების მხრივ, ორგანული, პათოლოგიური, ფუნქციონალური დაზიანებების ა არსებობა

 

 

აკუსტიკური წნევა

აკუსტიკური წნევის დონე

დბ

145

 

 

გლუვი და გრძელლულიანი ტრავმული მოქმედების ვაზნებით

დარტყმითი-ტკივილგამომ-წვევი

-

-

ნაკლებად მძიმე სხეულის დაზიანებები

 

შენიშვნა:

ნორმები განეკუთვნება მოკლელულიანი იარაღიდან სროლას არანაკლებ 1 მ მანძილიდან; გლუვ და გრძელლულოვანიდან – არა ნაკლებ მინიმალური მანძილიდან, რომელიც განსაზღვრულია ვაზნების მედიკობიოლოგიური გამოცდის დროს.

 

ელექტროშოკური მოწყობილობების და ნაპერწკლოვანი  განმუხტველების ერთჯერადი ზემოქმედებისას ცვლილებების ზღვრული დონე

 

1. ტონების დაკარგვის გარეშე კუნთების კრუნჩხვითი შეკუმშვა (ელექტრული ტრავმის სიმძიმის პირველი ხარისხი).

2. ლოკომოტიური აქტივობის დარღვევა და ემოციონალური რეაქციის ცვლილება არა უმეტეს 30 წუთისა.

3. რითმის დარღვევის გარეშე გულის შეკუმშვათა სიხშირის ცვლილება არა უმეტეს 15 წუთისა.

4. სუნთქვის სიხშირის ცვლილება არა უმეტეს 30 წუთისა.

5. ელექტროდების კონტაქტის მიდამოში კანის საფარის ზომიერი დაზიანება.

გაზის იარაღის ზემოქმედებისას ცვლილების ზღვრული დონე

მხედველობის ანალიზატორებისა და სასუნთქვი სისტემის მხრივ, ორგანული, პათოლოგიური, ფუნქციური დაზიანებების არარსებობა.

ფუნქციური ცვლილებები გარდამავალი შექცევადი კატარალური მოვლენების სახით.