„სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 28 დეკემბრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 28 დეკემბრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები სენაკის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/04/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/04/2023
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.108.016508
6
27/04/2023
ვებგვერდი, 28/04/2023
010260020.35.108.016508
„სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 28 დეკემბრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სენაკის მუნიციპალიტეტი
 

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №6

2023 წლის 27 აპრილი

ქ. სენაკი

 

„სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 28 დეკემბრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანულის კანონის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ საქართველოს კანონის 2093 მუხლის, 239-ე მუხლის მე-14, 27-ე და 31-ე ნაწილების, 242-ე მუხლის 31 და 41 ნაწილების შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 28 დეკემბრის №28 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 29/12/2020; სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.108.016470) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

„პ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2093-ე და საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის“ 47-ე მუხლის მე-8 ნაწილით, საქართველოს კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-80 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვას და კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ადმინისტრაციული სახდელის დადებას; ადგენს საჯარიმო ქვითარს – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს და საქართველოს კანონით „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით“ გათვალისწინებულ შემთხვევებში ატარებს ადმინისტრაციულ წარმოებას სამართალდამრღვევის იდენტიფიცირებისთვის ან სხვა ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესაბა ოდიშარია