ტექნიკური რეგლამენტის − სივრცის გამათბობლის, კომბინირებული გამათბობლის, სივრცის გამათბობლის, ტემპერატურის მარეგულირებლისა და მზის პანელის კომპლექტებისა და კომბინირებული გამათბობლის, ტემპერატურის მარეგულირებლისა და მზის პანელის კომპლექტების ენერგოეტიკეტირების წესის დამტკიცების თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 164
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/04/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/05/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2025
ძალის დაკარგვის თარიღი 24/10/2024
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.023997
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
164
26/04/2023
ვებგვერდი, 02/05/2023
300160070.10.003.023997
ტექნიკური რეგლამენტის − სივრცის გამათბობლის, კომბინირებული გამათბობლის, სივრცის გამათბობლის, ტემპერატურის მარეგულირებლისა და მზის პანელის კომპლექტებისა და კომბინირებული გამათბობლის, ტემპერატურის მარეგულირებლისა და მზის პანელის კომპლექტების ენერგოეტიკეტირების წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (02/05/2023 - 23/10/2024)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 164

2023 წლის 26 აპრილი

 ქ. თბილისი

ტექნიკური რეგლამენტის − სივრცის გამათბობლის, კომბინირებული გამათბობლის, სივრცის გამათბობლის, ტემპერატურის მარეგულირებლისა და მზის პანელის კომპლექტებისა და კომბინირებული გამათბობლის, ტემპერატურის მარეგულირებლისა და მზის პანელის კომპლექტების ენერგოეტიკეტირების წესის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი  მიმოქცევის კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ენერგოეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „ტექნიკური რეგლამენტი − სივრცის გამათბობლის, კომბინირებული გამათბობლის, სივრცის გამათბობლის,  ტემპერატურის მარეგულირებლისა და მზის პანელის კომპლექტებისა და კომბინირებული გამათბობლის, ტემპერატურის მარეგულირებლისა და მზის პანელის კომპლექტების ენერგოეტიკეტირების წესი“.
მუხლი 2
ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს მიიჩნევა, რომ აკმაყოფილებს „საქართველოს მიერ სხვა ქვეყნების ტექნიკური რეგლამენტების სამოქმედოდ დაშვების, შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარების, შესაბამისი ნიშანდების მქონე პროდუქტის საქართველოში დამატებითი შესაბამისობის შეფასების პროცედურების გარეშე დაშვებისა და ასევე სხვა ქვეყნებში წარმოებული, რეგულირებული სფეროსათვის მიკუთვნებული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე შეზღუდვების გარეშე განთავსების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის №50 დადგენილების დანართით გათვალისწინებული ქვეყნების მოთხოვნებთან შესაბამისობა, რომელიც დასტურდება ამავე ქვეყნებში შესაბამისობის შეფასებისთვის დადგენილი წესით, მათ შორის, შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტებით.
მუხლი 3
ამ დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვა შესაბამის პირს არ ათავისუფლებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ვალდებულებების შესრულებისგან.
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი