დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სასწავლო დაწესებულების სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ” სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 28 მარტის №76 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 80 |
| დოკუმენტის მიმღები | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი |
| მიღების თარიღი | 26/04/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/04/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310050000.54.066.016300 |
|
„საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სასწავლო დაწესებულების სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 28 მარტის № 76 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
,,საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სასწავლო დაწესებულების სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ” სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 28 მარტის №76 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 05/04/2022 წ., სარეგისტრაციო კოდი: 310050000.54.066.016257) დამტკიცებულ ,,საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სასწავლო დაწესებულების სერტიფიცირების წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3. ტექნიკური მომსახურების სასწავლო დაწესებულების სახელმძღვანელოში (MTOE) უმნიშვნელო ცვლილების განხორციელება შესაძლებელია სააგენტოსთან შეთანხმების გარეშე, ამავე სახელმძღვანელოში გაწერილი პროცედურის შესაბამისად.“. 2. წესის დანართი №6 ჩამოყალიბდეს თანდართული სახით. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №6
ზოგადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სასწავლო დაწესებულების ინსტრუქტორებისთვის: საბაზო სწავლების ინსტრუქტორი/გამომცდელი (მოდული: 1,2,3,4)
საბაზო სწავლების ინსტრუქტორი/გამომცდელი (მოდული: 5,6,8)
საბაზო სწავლების ინსტრუქტორი/გამომცდელი (მოდული: 7)
საბაზო სწავლების ინსტრუქტორი/გამომცდელი (მოდული: 9)
საბაზო სწავლების ინსტრუქტორი/გამომცდელი (მოდული: 11,12,13,14,15,16,17)
საბაზო სწავლების ინსტრუქტორი/შემფასებელი
საჰაერო ხომალდის ტიპზე სწავლების ინსტრუქტორი/გამომცდელი
საჰაერო ხომალდის ტიპზე პრაქტიკული სწავლების შემფასებელი
შენიშვნა: ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით ინსტრუქტორთა/ გამომცდელთა სწავლება და გამოცდა არ შეიძლება განხორციელდეს სასწავლო დაწესებულებაში, სადაც ინსტრუქტორი/გამომცდელი აპირებს სწავლების განხორციელებას.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები