„ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული ახალგაზრდების 2023 წლის ფინანსური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 დეკემბრის N97 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული ახალგაზრდების 2023 წლის ფინანსური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 დეკემბრის N97 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 19
დოკუმენტის მიმღები ბორჯომის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/04/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/04/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/05/2023
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.139.016511
19
26/04/2023
ვებგვერდი, 27/04/2023
010250050.35.139.016511
„ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული ახალგაზრდების 2023 წლის ფინანსური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 დეკემბრის N97 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ბორჯომის მუნიციპალიტეტი
 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №19

2023 წლის 26 აპრილი

ქ. ბორჯომი

 

„ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული ახალგაზრდების 2023 წლის ფინანსური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 დეკემბრის №97 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული ახალგაზრდების 2023 წლის ფინანსური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 დეკემბრის №97 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/12/2022, 010250050.35.139.016487) და

1. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი №1-ის (ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სპორტის დარგში წარმატებული სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების 2023 წლის ფინანსური დახმარების გაცემის წესი):

ა) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) პირველი საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში – 600 ლარი;

ბ) მეორე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში – 400 ლარი;

გ) მესამე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში – 200 ლარი.“;

ბ) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) პირველი საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში – 800 ლარი;

ბ) მეორე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში – 600 ლარი;

გ) მესამე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში – 400 ლარი.“;

გ)  მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) პირველი საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში – 800 ლარი

ბ) მეორე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში – 600 ლარი;

გ) მესამე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში – 400 ლარი.“

დ) მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით პირად საბანკო ანგარიშზე.“

ე) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე, რომელიც უნდა წარმოადგინოს სპორტსმენა და/ან ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულმა არასამეწარმეო (არაკომერციულმა) იურიდიულმა პირმა და/ან ჩემპიონატის განმახორციელებელმა ორგანიზაციამ.“

ვ) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები:

„ე) სამსახურებრივი ცნობა მწვრთნელის მიერ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირში საქმიანობის განხორციელების შესახებ;

ვ) ამონაწერი განცხადების შემოტანის მომენტისათვის ბოლო 6 თვის განმავლობაში სპორტსმენის  ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის შესახებ; იძულებით გადაადგილებულ პირთა შემთხვევაში: „იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა“, რომლის თანახმად რეგისტრირებულია ბორჯომის მუნიციპალიტეტში; 

ზ) მინდობილობა, საჭიროების შემთხვევაში.“

ზ)  მე-7 მუხლის მე- 3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. განცხადება წარმოდგენილ უნდა იქნეს ფინანსური დახმარების გაცემის საფუძვლის დადგომიდან 3 თვის ვადაში.  ვადის დარღვევით წარმოდგენილი განცხადება არ განიხილება.“

2.  დადგენილების მე-2 მუხლით დამტკიცებული დანართი N2-ის (ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მუსიკისა და ხელოვნების დარგში წარმატებული მოსწავლეებისა და მათი პედაგოგების 2023 წლის ფინანსური დახმარების გაცემის წესი):

ა) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე, რომელიც უნდა წარმოადგინოს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულმა არასამეწარმეო (არაკომერციულმა) იურიდიულმა პირმა ბორჯომის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სკოლისგარეშე სამუსიკო სკოლამ და/ან კონკურსის/ფესტივალის განმახორციელებელმა ორგანიზაციამ.“

ბ) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები:

„ე) სამსახურებრივი ცნობა პედაგოგის მიერ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირში საქმიანობის განხორციელების შესახებ;

ვ) ამონაწერი ჩემპიონატში/ფესტივალებზე/კონკურსებზე განცხადების შემოტანის მომენტისათვის ბოლო 6 თვის განმავლობაში მოსწავლის  ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის შესახებ; იძულებით გადაადგილებულ პირთა შემთხვევაში: „იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობა“, რომლის თანახმად რეგისტრირებულია ბორჯომის მუნიციპალიტეტში; 

ზ) მინდობილობა, საჭიროების შემთხვევაში.“

გ)  მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. განცხადება წარმოდგენილ უნდა იქნეს ფინანსური დახმარების გაცემის საფუძვლის დადგომიდან 3 თვის ვადაში. ვადის დარღვევით წარმოდგენილი განცხადება არ განიხილება.“

3. დადგენილების მე-3 მუხლით დამტკიცებული დანართი №3-ის (ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული განათლების დარგში წარმატებული სტუდენტებისა და ერუდირებული ახალგაზრდების 2023 წლის ფინანსური დახმარების გაცემის წესი):

ა) მე-2 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მე-2 მუხლი. ტერმინთა განმარტება

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) უმაღლესი სასწავლებელი - საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება;

ბ) სტუდენტი – უმაღლესი სასწავლებლის ბაკალავრის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი, რომელსაც ბორჯომის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში უფიქსირდება არანაკლები 9 წელი სწავლება და განცხადების შემოტანის მომენტისთვის არანაკლებ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში რეგისტრირებულია ქალაქ ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;

გ) წარმატებული სტუდენტი – ბაკალავრის სტუდენტი, რომელსაც სემესტრის განმავლობაში გავლილ ყველა სალექციო კურსში აქვს არანაკლებ 91–100 ქულა (A კატეგორია – ფრიადი);

დ) ფინანსური დახმარება – ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებიდან წარმატებული სტუდენტისთვის სემესტრული და/ან ინტელექტ – ჩემპიონატ „ეტალონის“ გამარჯვებულისათვის ყოველთვიური  და/ან  ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელი ახალგაზრდისათვის ერთჯერადი ფულადი გასაცემელი.“

ბ) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ფინანსური დახმარება გაიცემა იმ პირებზეც, რომლებსაც განცხადების შემოტანის მომენტისთვის ბოლო განვლილი სემესტრის ყველა სალექციო კურსში აქვს არანაკლებ 91 ქულა, თუმცა შეჩერებული აქვს სტუდენტის სტატუსი ან დასრულებული აქვს ბაკალავრის საფეხური.“

გ) მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ამონაწერი ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის შესახებ. იძულებით გადაადგილებული პირის შემთხვევაში: „იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობა“, რომლითაც დასტურდება რეგისტრაცია ბორჯომის მუნიციპალიტეტში;“ 

დ)  მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“მუხლი 8. ბორჯომის „ეტალონი მოსწავლის“ მიერ ფინანსური დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია

1. ფინანსური დახმარების მისაღებად წარმოდგენილ უნდა იქნას შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე, რომელიც უნდა წარმოადგინოს გამარჯვებულმა, და/ან გამარჯვებული მოსწავლის მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა ან მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მინდობილმა პირმა. განცხადება ასევე შესაძლოა წარმოადგინოს  საჯარო სკოლამ, სადაც მიმდინარე წელს ირიცხება გამარჯვებული და/ან შეჯიბრის განმახორციელებელმა ორგანიზაციამ;

ბ) ინტელექტ – ჩემპიონატში „ეტალონი“ გამარჯვებულის პირადობის  დამადასტურებელი მოწმობის ასლი (არსებობის შემთხვევაში), დაბადების მოწმობის ასლი, ასევე არასრულწლოვანის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) ინტელექტ – ჩემპიონატში „ეტალონი“ გამარჯვების მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი);  

დ) ინტელექტ – ჩემპიონატში „ეტალონი“ გამარჯვებულის პირადი ანგარიში – საბანკო რეკვიზიტები. არასრულწლოვნის შემთხვევაში მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის საბანკო რეკვიზიტები;

ე) ინტელექტ – ჩემპიონატ „ეტალონი“-ში გამარჯვებულის ბორჯომის მუნიციპალიტეტში განცხადების შემოტანის მომენტისათვის არანაკლებ ბოლო 6 თვის განმავლობაში ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. იძულებით გადაადგილებულ პირთა შემთხვევაში: „იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა“, რომლითაც დასტურდება რეგისტრაცია  ბორჯომის მუნიციპალიტეტში; 

ვ) მინდობილობა, საჭიროების შემთხვევაში.

2. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით პირად საბანკო ანგარიშზე.

3. განცხადება წარმოდგენილ უნდა იქნეს ფინანსური დახმარების გაცემის საფუძვლის დადგომის მიმდინარე წელს, ან მომდევნო წლის 31 იანვრის ჩათვლით. ვადის დარღვევით წარმოდგენილი განცხადება არ განიხილება.“

ე)  მე-8 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 მუხლი:

„მუხლი 81. სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელი ახალგაზრდების მიერ ფინანსური დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია

1. ფინანსური დახმარების მისაღებად წარმოდგენილ უნდა იქნას შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე, რომელიც უნდა წარმოადგინოს გრანტის მფლობელმა. არასრულწლოვნის შემთხვევაში განცხადება შესაძლებელია წარმოადგინოს გრანტის მფლობელმა და/ან გრანტის მფლობელის მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა ან მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მინდობილმა პირმა.

ბ) სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელი ახალგაზრდის პირადობის  დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელი ახალგაზრდის პირადი ანგარიში – საბანკო რეკვიზიტები. არასრულწლოვნის შემთხვევაში მშობლის საბანკო რეკვიზიტები და არასრულწლოვნის დაბადების მოწმობა. კანონიერი წარმომადგენლის მიერ განცხადების წარმოდგენის შემთხვევაში, განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტები და კანონიერი წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

ე) სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელი ახალგაზრდის ბორჯომის მუნიციპალიტეტში განცხადების შემოტანის მომენტისათვის არანაკლებ ბოლო 6 თვის განმავლობაში ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. იძულებით გადაადგილებულ პირთა შემთხვევაში: „იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა“, რომლის თანახმად რეგისტრირებულია ბორჯომის მუნიციპალიტეტში; 

ვ) მინდობილობა, საჭიროების შემთხვევაში.

2. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით პირად საბანკო ანგარიშზე.

3. განცხადება წარმოდგენილ უნდა იქნეს ფინანსური დახმარების გაცემის საფუძვლის დადგომის მიმდინარე წელს, ან მომდევნო წლის 31 იანვრის ჩათვლით. ვადის დარღვევით წარმოდგენილი განცხადება არ განიხილება.“

ვ) მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ფინანსური დახმარების გაცემა განხორციელდება მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით), პროგრამის განხორციელებაზე და ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი სამსახურის მიერ წარდგენილი მოხსენებითი ბარათისა და ამ წესით განსაზღვრული დოკუმენტაციის საფუძველზე.

ზ) მე-9 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 მუხლი:

„მუხლი 10.  ფინანსური დახმარების გაცემის საგამონაკლისო წესი

განათლების დარგში  წარმატებული სტუდენტებსა და ერუდირებულ ახალგაზრდებზე ფინანსური დახმარება გაიცემა იმ შემთხვევაშიც, თუკი დადგენილებით განსაზღვრული ფინანსური დახმარების გაცემის საფუძველი დადგა მიმდინარე წელს, ხოლო მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (ბრძანება) ფინანსური დახმარების გაცემის შესახებ მიღებულია მომდევნო საბიუჯეტო წელს. ამ შემთხვევაში, ფინანსური დახმარება გაიცემა მომდევნო წლის ბიუჯეტიდან შესაბამისი ქვეპროგრამის ფარგლებში.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 1 მაისიდან.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ზაალიშვილი