ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სასკოლო მზაობისპროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის სამსახურებრივი ინსტრუქციების, ქცევისა და ეთიკის ნორმების დამტკიცების შესახებ

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სასკოლო მზაობისპროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის სამსახურებრივი ინსტრუქციების, ქცევისა და ეთიკის ნორმების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/04/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/04/2023
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.127.016447
8
26/04/2023
ვებგვერდი, 27/04/2023
010250020.35.127.016447
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სასკოლო მზაობისპროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის სამსახურებრივი ინსტრუქციების, ქცევისა და ეთიკის ნორმების დამტკიცების შესახებ
ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სასკოლო მზაობისპროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის სამსახურებრივი ინსტრუქციების, ქცევისა და ეთიკის ნორმების დამტკიცების შესახებ
 

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №8

2023 წლის 26 აპრილი

ქ. ზესტაფონი

 

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის სამსახურებრივი ინსტრუქციების, ქცევისა და ეთიკის ნორმების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული დანართი №1-ის შესაბამისად, „ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის სამსახურებრივი ინსტრუქციები, ქცევისა და ეთიკის ნორმები“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევახტანგ ღამბაშიძე



დანართი №1

 

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის სამსახურებრივი ინსტრუქციები, ქცევისა და ეთიკის ნორმები

თავი I

ზოგადი დებულებები

მუხლი 1. დადგენილების მიზანი

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების (შემდგომში – დაწესებულება) პერსონალისთვის სამსახურებრივი ინსტრუქციების, ქცევისა და ეთიკის ნორმების მიზანია როგორც საჯარო, ისე კერძო დაწესებულების პერსონალის სამსახურებრივი ინსტრუქციების, ქცევისა და ეთიკის ნორმების განსაზღვრა, დაწესებულების მიერ ხარისხიანი მომსახურების მიწოდების უზრუნველსაყოფად.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

1. ამ დადგენილებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (შემდგომში – კანონი).

2. ამ დადგენილების მიზნებისთვის, ქვემოთ ჩამოთვლილი ტერმინები განიმარტება შემდეგნაირად:

ა) აღსაზრდელი – ბავშვი, რომელიც შესაბამის დაწესებულებაში სარგებლობს ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურებით ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურებით ან/და სასკოლო მზაობის პროგრამით;

ბ) ბავშვი – საქართველოს მოქალაქე, უცხო ქვეყნის მოქალაქე;

გ) ბავშვის საუკეთესო ინტერესი – ბავშვის ფიზიკური და ფსიქიკური უსაფრთხოების, კეთილდღეობის, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, განვითარებისა და სხვა ინტერესები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის, საერთაშორისო სტანდარტებისა და ბავშვის ინდივიდუალური მახასიათებლების შესაბამისად, აგრეთვე მისი აზრის გათვალისწინებით განისაზღვრება;

დ) საჯარო დაწესებულება – დაწესებულება, რომელსაც აფუძნებს და მართავს მუნიციპალიტეტი ან მის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი;

ე) კერძო დაწესებულება – დაწესებულება, რომელსაც არ მართავს და არ არის დაფუძნებული მუნიციპალიტეტის ან მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის მიერ;

ვ) პერსონალი – დაწესებულების ადამიანური რესურსი, ყველა ის პირი, რომელიც დაწესებულებისთვის ასრულებს სამუშაოს დაწესებულებასთან დადებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე;

ზ) საგანმანათლებლო პროგრამა – სასწავლო პროცესის, გარემოს, ჩართული მხარეების და მათ შორის ურთიერთკავშირის ერთობლიობა.

მუხლი 3. მოქმედების სფერო და რეგულირების საგანი

1. ეს დადგენილება ვრცელდება როგორც საჯარო, ისე კერძო დაწესებულების პერსონალზე და ადგენს პერსონალის სამსახურებრივ ინსტრუქციებს, ქცევისა და ეთიკის ნორმებს.

2. დაწესებულებას უფლება აქვს, განავრცოს ან დააკონკრეტოს ამ დადგენილებაში მოცემული ცალკეული რეგულაცია, შექმნას ინდივიდუალური ეთიკის კოდექსი, სამსახურებრივი ინსტრუქციები, რაც უნდა ეფუძნებოდეს და არ ეწინააღმდეგებოდეს ამ დადგენილებისა და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს.

თავი II

პერსონალის სამსახურებრივი ინსტრუქციები

მუხლი 4. პერსონალის სამსახურებრივი ინსტრუქციები

1. პერსონალი საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისას არის ობიექტური, მიუკერძოებელი და სამართლიანი.

2. პერსონალი კეთილსინდისიერად ასრულებს დაკისრებულ მოვალეობებს, იცავს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებსა და დაწესებულების შინაგანაწესს.

3. პერსონალი იცავს კონფიდენციალობას როგორც კოლეგებთან, ისე საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართულ აღსაზრდელებთან და მათ ოჯახებთან მიმართებაში.

4. პერსონალი თავისუფალია საკუთარი რელიგიური, მსოფლმხედველობრივი, პოლიტიკური შეხედულებების არჩევანში. ამავე დროს პერსონალი არ განიხილავს და განსჯის ერთმანეთის ან სხვათა ოჯახურ, რელიგიურ, პოლიტიკურ და სხვა საკითხებს და არ ცდილობს ამ მიმართულებით გავლენა მოახდინოს სხვებზე.

5. პერსონალი აღიარებს და პატივს სცემს სხვადასხვა ნიშნით განსხვავებულობას საკუთარი საქმიანობის განხორციელებისას.

6. პერსონალი ქმნის არაძალადობრივ გარემოს როგორც აღსაზრდელებისათვის, ასევე მათი ოჯახის წევრებისათვის და დაწესებულების ყველა თანამშრომლისთვის. პერსონალი ძალადობის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში მოქმედებს კანონმდებლობის შესაბამისად.

7. პერსონალი არის პუნქტუალური, დროულად ცხადდება სამუშაო ადგილზე და დათქმულ დროში ასრულებს მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს.

8. პერსონალი უფრთხილდება დაწესებულების მატერიალურ რესურსს და მისი დაზიანების შემთხვევაში მიმართავს დაწესებულების პასუხისმგებელ პირს.

9. პერსონალი მატერიალური რესურსის გამოყენებისას იცავს უსაფრთხოების ნორმებს.

10. პერსონალი არ ცხადდება დაწესებულებაში, როდესაც არის ავად გადამდები ინფექციური დაავადებით ან დაავადებით, რომელიც ხელს შეუშლის უფლებამოსილებების განხორციელებაში, რის თაობაზეც დაწესებულების ხელმძღვანელს აფრთხილებს წინასწარ, ხოლო გამოცხადების შემდეგ წარადგენს შესაბამის ცნობას.

11. პერსონალი სამსახურებრივი საჭიროების შემთხვევაში სარგებლობს დაწესებულების ინფორმაციულსაკომუნიკაციო ტექნოლოგიებით.

12. პერსონალი უფრთხილდება დაწესებულების ელექტრონულ ინფორმაციას და არ იყენებს დაწესებულების ინფორმაციულ-ტექნოლოგიურ მოწყობილობებს პირადი მიზნებისთვის.

13. პერსონალი არ იყენებს დაწესებულების ადამიანურ და მატერიალურ რესურსს პირადი მიზნებისთვის.

14. პერსონალი სამუშაო საათებში თავს იკავებს მობილური ტელეფონის გამოყენებისგან (გარდა სამსახურებრივი და განსაკუთრებული საჭიროებისა).

15. პერსონალი საქმიანობისას იყენებს სუფთა და კომფორტულ შესამოსელს, რომელიც არ უშლის ხელს საკუთარი უფლებამოსილებების გახორციელებაში.

16. პერსონალი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ზრუნავს აღსაზრდელთა და დაწესებულების საჭიროებების მოგვარებაზე.

17. პერსონალი არ მოიხმარს ალკოჰოლს და თამბაქოს დაწესებულების ტერიტორიაზე, ასევე არ ცხადდება დაწესებულებაში ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ.

18. პერსონალი ზრუნავს საკუთარ და დაწესებულების საქმიან რეპუტაციაზე და არ იყენებს საკუთარ სამსახურებრივ სტატუსს პირადი მიზნებისთვის.

თავი III

პერსონალის ქცევისა და ეთიკის ნორმები

მუხლი 5. პერსონალის ქცევისა და ეთიკის ნორმები აღსაზრდელებთან ურთიერთობის დროს

1. პერსონალი საკუთარ უფლებამოსილებებს ახორციელებს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.

2. პერსონალი აღიარებს აღსაზრდელს, როგორც საგანმანათლებლო პროცესის აქტიურ მონაწილეს და ითვალისწინებს მის პოზიციასა და აღქმას.

3. პერსონალი აღიარებს და პატივს სცემს აღსაზრდელის ინდივიდუალურობასა და განსხვავებულობას.

4. პერსონალი ზრუნავს ჯგუფისა და დაწესებულების მიმართ ბავშვის (აღსაზრდელის) თვითმიკუთვნებულობის განცდაზე.

5. პერსონალი ქმნის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობისგან დაცულ, ინკლუზიურ გარემოს, სადაც ყველა აღსაზრდელს აქვს განვითარების შესაძლებლობა, განურჩევლად ფიზიკური, შემეცნებითი, სენსორული, სოციალური, ემოციური, ლინგვისტური, ეთნიკური, რასობრივი, რელიგიური თუ სხვა მახასიათებლებისა.

6. პერსონალი ზრუნავს თითოეული აღსაზრდელის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე.

7. პერსონალი ურთიერთობს აღსაზრდელთან, როგორც თანასწორთან და უფლებების მქონე სუბიექტთან.

8. პერსონალი აცნობიერებს თამაშის მნიშვნელობას აღსაზრდელის მრავალმხრივი განვითარებისთვის.

9. პერსონალი ქმნის გარემოს, სადაც ყველა აღსაზრდელს აქვს აზრის გამოხატვის შესაძლებლობა.

10. პერსონალი ზრუნავს აღსაზრდელის მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებაზე, მათ შორის, პირადი მაგალითით.

11. პერსონალი ითვალისწინებს აღსაზრდელისა და ოჯახის მჭიდრო კავშირების მნიშვნელობას, იყენებს ამ კავშირებსა და აღსაზრდელის შესახებ ოჯახის ცოდნას ბავშვის საუკეთესო ინტერესების დასაცავად.

12. პერსონალი აღსაზრდელთან დაკავშირებული ინფორმაციის, ფოტო/ვიდეომასალის ან ნამუშევრის გასაჯაროების შემთხვევაში (განსაკუთრებით ინტერნეტსივრცეში) მოიპოვებს აღსაზრდელისა და მისი მშობლის თანხმობას და მოქმედებს ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვით.

13. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ დაწესებულების შემოწმებებში აღსაზრდელის მონაწილეობისას ან მისი მონაწილეობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას პერსონალი მოქმედებს ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვით.

14. პერსონალი ინარჩუნებს სიმშვიდეს კრიტიკულ სიტუაციებში და ახორციელებს სიტუაციისათვის ადეკვატურ ქმედებებს.

15. პერსონალი იყენებს პოზიტიური დისციპლინის მეთოდებსა და სტრატეგიებს.

16. პერსონალი თანაბარ ყურადღებას უთმობს ყველა აღსაზრდელს, განურჩევლად მათი ფიზიკური, შემეცნებითი, სენსორული, სოციალური, ემოციური, ლინგვისტური, ეთნიკური, რასობრივი თუ სხვა მახასიათებლებისა.

17. პერსონალი აღსაზრდელს თავს არ ახვევს საკუთარ აღმსარებლობით, პოლიტიკურ და მსოფლმხედველობრივ შეხედულებებს და არ უშვებს ამ ტიპის ქმედებას სხვების მხრიდან.

18. პერსონალი უზრუნველყოფს, რომ საჭიროების შემთხვევაში აღსაზრდელს სამედიცინო პირველადი დახმარება ჩაუტარდეს ჰიგიენურ და უსაფრთხო პირობებში, ამისათვის უფლებამოსილი პირის მიერ.

19. პერსონალი მეტყველებს ეთიკური ნორმების შესაბამისად, გამართული და ბავშვებისთვის გასაგები ენით.

მუხლი 6. პერსონალის ქცევისა და ეთიკის ნორმები აღსაზრდელის ოჯახთან ურთიერთობის დროს

1. პერსონალი ამყარებს პოზიტიურ, ნდობაზე დაფუძნებულ ურთიერთობას აღსაზრდელის ოჯახთან და ხელს უწყობს მშობელთა ჩართულობას საგანმანათლებლო პროცესში.

2. პერსონალი პატივს სცემს აღსაზრდელის ოჯახის წევრებს, განურჩევლად მათი კულტურული, სოციალური, ეთნიკური, რელიგიური, პოლიტიკური თუ სხვა მახასიათებლებისა.

3. პერსონალი უზიარებს მშობლებს ინფორმაციას როგორც დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის, ისე აღსაზრდელის განვითარების შესახებ.

4. პერსონალი ზრუნავს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საკითხებთან დაკავშირებით მშობელთა ცნობიერების ამაღლებაზე.

5. პერსონალი აღიარებს მშობლის უნიკალურ როლს ბავშვის განვითარებაში, პატივს სცემს მის უფლებას ბავშვთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების დროს, ამავდროულად მოქმედებს ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვით.

6. პერსონალი იცავს კონფიდენციალობას აღსაზრდელთან და მის ოჯახთან დაკავშირებით, არ განიხილავს აღსაზრდელის და მისი ოჯახის შესახებ ინფორმაციას კოლეგებთან ან სხვა პირებთან.

7. პერსონალი დაუყოვნებლივ უზრუნველყოფს მშობლის ინფორმირებას, თუ აღსაზრდელმა მიიღო დაზიანება, ან თუ მის ჯანმრთელობას ან/და პირად უსაფრთხოებას საშიშროება ემუქრება.

8. აღსაზრდელის ოჯახის წევრებს შორის უთანხმოების შემთხვევაში, პერსონალი არ არის მიკერძოებული და თანაბრად ურთიერთობს ოჯახის თითოეულ წევრთან.

9. პერსონალი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას ან/და მის სანაცვლოდ არ იღებს ფასიან საჩუქარს აღსაზრდელისგან, მისი ოჯახის წევრებისაგან ან აღსაზრდელთან დაკავშირებული პირებისაგან, გარდა ყვავილებისა.

10. პერსონალი არ ახვევს საკუთარ რელიგიურ, პოლიტიკურ და მსოფლმხედველობრივ შეხედულებებს აღსაზრდელის ოჯახის წევრებს.

მუხლი 7. პერსონალის ქცევისა და ეთიკის ნორმები თანამშრომლებთან ურთიერთობის დროს

1. პერსონალს აქვს კოლეგიალური, პატივისცემასა და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთთანამშრომლობა.

2. პერსონალი მუშაობს გუნდურად. პერსონალი მხარს უჭერს თითოეული თანამშრომლის ინიციატივებს და, ასევე, ქმნის ჯანსაღ სამუშაო გარემოს.

3. პერსონალი მხარს უჭერს თითოეულ თანამშრომელს პროფესიულ ზრდასა და განვითარებაში.

4. პერსონალი ამჟღავნებს პროფესიულ სოლიდარობას და კოლეგიალობას.

5. პერსონალი მხარს უჭერს თანამშრომლებს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ცოდნის, გამოცდილების, იდეებისა და საგანმანათლებლო რესურსის გაზიარების გზით.

6. პერსონალი დაწესებულებაში დაძაბული ურთიერთობის წარმოშობის შემთხვევაში ზრუნავს მის განმუხტვაზე და ორიენტირებულია დაწესებულებაში წამოჭრილი პრობლემის გადაწყვეტაზე.

7. პერსონალი აღიარებს და პატივს სცემს თითოეული თანამშრომლის პიროვნულ თვისებებს, ინდივიდუალობასა და პროფესიულ გამოცდილებას.

8. პერსონალი თავს არიდებს თანამშრომლის საქმიანობაში უხეშ ჩარევას, არ იძლევა იმპერატიულ მითითებებს თანამშრომლის მისამართით.

9. პერსონალი პატივს სცემს განსხვავებულ მოსაზრებას და კონსტრუქციული დიალოგის გზით ცდილობს კონსენსუსის მიღწევას.

10. პერსონალი აღკვეთს ისეთ ქმედებას, რომელიც დაამცირებს, შეურაცხყოფს თანამშრომელს ან ხელს შეუშლის მას უფლებამოსილების განხორციელებაში.

11. პერსონალი არ ახვევს საკუთარ რელიგიურ, პოლიტიკურ და მსოფლმხედველობრივ შეხედულებებს თანამშრომლებს.

მუხლი 8. პერსონალის ქცევისა და ეთიკის ნორმები სხვა სფეროებში

 1. პერსონალი ვალდებულია დაიცვას ზოგადი ეთიკის მოთხოვნები.

2. პერსონალი, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, თანამშრომლობს სხვა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებთან, ასევე სხვა სახის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან.

3. პერსონალი ხელს უწყობს სტუდენტთა, მკვლევართა, დარგის სპეციალისტთა მოხალისეობრივ, კვლევით საქმიანობას ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას ბავშვის უფლებებს, არ შეფერხდეს საგანმანათლებლო პროცესი და დაცული იყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესი.

4. პერსონალი საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში ზრუნავს გარემოს დაცვაზე და ხელს უწყობს გარემოსდაცვითი თვითშეგნების ფორმირებას აღსაზრდელებში.

5. დაწესებულებას უფლება აქვს, დაადგინოს ქცევისა და ეთიკის დამატებითი ნორმები პერსონალისთვის. ასეთი ნორმები არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კანონმდებლობას, მათ შორის, წინამდებარე დადგენილებას და უნდა გამომდინარეობდეს მათგან.

თავი IV

პასუხისმგებლობა მუხლი

მუხლი 9. პასუხისმგებლობა

პერსონალის მიერ ამ დადგენილებით დადგენილი სამსახურებრივი ინსტრუქციების, ქცევისა და ეთიკის ნორმების დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობისა და პერსონალთან გაფორმებული შრომის ხელშეკრულების შესაბამისად.