დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს, მისი აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-253 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 03/05/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/05/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.023.016791 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (04/05/2023 - 10/07/2023)
|
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს, მისი აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესის დამტკიცების შესახებ
|
„სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის და საქართველოს მთავრობის 2022 წლის 14 დეკემბრის №572 დადგენილებით დამტკიცებული „აღმასრულებელი ხელისუფლების, ზოგიერთი საჯარო დაწესებულების ემბლემის გამოსახვის წესის“ შესაბამისად, ვბრძანებ : |
| მუხლი 1 |
1. დამტკიცდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის (შემდგომში – ცენტრი) სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოები:
ა) ემბლემა; ბ) ოფიციალური კორესპონდენციის/წერილის ბლანკის ნიმუში; გ) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბლანკის ნიმუში. 2. ცენტრის ემბლემა წარმოადგენს მეწამული (წითელი) არშიით შემოსაზღვრულ ჰერალდიკურ ფარს, რომლის ვერცხლის (თეთრ) ველზე მეწამულით გამოსახულია სტილიზებული ატომის ორბიტა ბირთვებით და ლაჟვარით (ლურჯი) ყურძნის მტევანი – სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან ასოცირებული სიმბოლოები. |
| მუხლი 2 |
1. ემბლემის გამოყენება (აღმართვა, გამოფენა, გამოსახვა) ხდება ცენტრის საქმიანობის ფარგლებში და მიზნებისათვის.
2. ემბლემა შეიძლება გამოისახოს: ა) ცენტრის ვებგვერდზე; ბ) ცენტრის საინფორმაციო ბანერებზე, აბრებზე; გ) ცენტრის კორესპონდენციის/წერილის ბლანკზე/დოკუმენტაციაზე; დ) სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაგზავნილ წერილებზე; ე) ცენტრის თანამშრომლის სამსახურებრივ მოწმობაზე; ვ) ცენტრის სარგებლობაში არსებულ ავტომობილზე; ზ) ცენტრის ბეჭდვით გამოცემებზე, ვიდეო და ფოტომასალებზე; თ) სარეკლამო-საინფორმაციო, სუვენირულ პროდუქციაზე და სამსახურებრივ ინვენტარზე; ი) ცენტრის თანამშრომლის განმასხვავებელი ნიშნების მქონე სპეციალურ ტანსაცმელზე (უნიფორმაზე). 3. საჭიროების შემთხვევაში ემბლემის გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები შესაძლებელია დაზუსტდეს ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 4. ცენტრმა ემბლემის გამოყენებისას იხელმძღვანელოს „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოებთან ერთად სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 12 ივნისის №282 დადგენილებით. 5. ცენტრმა უზრუნველყოს „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების გატარება. |
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები