დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტინისხიდის დასახლებაში არსებული ქუჩების სახელდების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 14 იანვრის N17 განკარგულებაში ცლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 71 |
| დოკუმენტის მიმღები | გორის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 18/04/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/04/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.148.016042 |
|
„გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტინისხიდის დასახლებაში არსებული ქუჩების სახელდების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 14 იანვრის №17 განკარგულებაში ცლილების შეტანის თაობაზე
|
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მიმდინარე წლის 29 მარტს შემოსულია გორის მუნიციპალიტეტის მერის №20-2023088381 წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ მერიაში შესულია სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის №M22004879/3 გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მოთხოვნილია „გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტინისხიდის დასახლებაში არსებული ქუჩების სახელდების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 14 იანვრის №17 განკარგულებით დამტკიცებულ დანართით განსაზღვრული ქუჩების სახელდებისას დადგენილი ხარვეზის გასწორება.
იქედან გამომდინარე, რომ „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულო, მიზანშეწონილია საკითხი გატანილ იქნეს საკრებულოს სხდომაზე. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების და საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის შესაბამისად: 1. „გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტინისხიდის დასახლებაში არსებული ქუჩების სახელდების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 14 იანვრის №17 განკარგულების პირველი პუნქტით დამტკიცებული №1 დანართი შეიცვალოს ახალი №1 დანართით (დანართი თან ერთვის სამ ფურცლად). 2. განკარგულება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე. 3. განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია დაინტერესებული მხარის მიერ მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში, სარჩელის წარდგენის გზით გორის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქალაქი გორი; სერგო ჯორბენაძის ქ.№30). საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები