დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში: აძვში, ახალუბანში, ციცაგიანთკარში, ჯარიაშენში, ქიწნისში, ქვემო არცევში, ქვეშში და სათემოში არსებული ქუჩების სახელდების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 14 იანვრის N16 განკარგულებაში ცლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 70 |
| დოკუმენტის მიმღები | გორის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 18/04/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/04/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.148.016041 |
|
„გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში: აძვში, ახალუბანში, ციცაგიანთკარში, ჯარიაშენში, ქიწნისში, ქვემო არცევში, ქვეშში და სათემოში არსებული ქუჩების სახელდების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 14 იანვრის N16 განკარგულებაში ცლილების შეტანის თაობაზე
|
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მიმდინარე წლის 29 მარტს შემოსულია გორის მუნიციპალიტეტის მერის №20-2023088118 წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ „გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში: აძვში, ახალუბანში, ციცაგიანთკარში, ჯარიაშენში, ქიწნისში, ქვემო არცევში, ქვეშში და სათემოში არსებული ქუჩების სახელდების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 14 იანვრის №16 განკარგულებით განხორციელდა, მათ შორის სოფელ ახალუბანში არსებული უსახელო ქუჩების სახელდება. ამასთან, მერიაში შემოსულია მოქალაქე ნესტან მდინარაძის განცხადება გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბანში გამორჩენილი ქუჩის დამისამართებასთან დაკავშირებით.
იქედან გამომდინარე რომ, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულო, მიზანშეწონილია საკითხი გატანილ იქნეს საკრებულოს სხდომაზე. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების და საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის შესაბამისად: 1. „გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში: აძვში, ახალუბანში, ციცაგიანთკარში, ჯარიაშენში, ქიწნისში, ქვემო არცევში, ქვეშში და სათემოში არსებული ქუჩების სახელდების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 14 იანვრის №16 განკარგულების პირველი პუნქტით დამტკიცებული N2 დანართი შეიცვალოს ახალი №2 დანართით (დანართი თან ერთვის ორ ფურცლად). 2. განკარგულება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე. 3. განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია დაინტერესებული მხარის მიერ მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში, სარჩელის წარდგენის გზით გორის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქალაქი გორი; სერგო ჯორბენაძის ქ.№30).
საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები