დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მოსწავლეების მუნიციპალიტეტის ფარგლებს გარეთ ორგანიზებულ ღონისძიებებზე მივლინებისას კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხის ოდენობისა და ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 08 |
| დოკუმენტის მიმღები | ამბროლაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 24/04/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/04/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.117.016549 |
08
24/04/2023
ვებგვერდი, 26/04/2023
010250050.35.117.016549
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მოსწავლეების მუნიციპალიტეტის ფარგლებს გარეთ ორგანიზებულ ღონისძიებებზე მივლინებისას კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხის ოდენობისა და ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
|
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მოსწავლეების მუნიციპალიტეტის ფარგლებს გარეთ ორგანიზებულ ღონისძიებებზე მივლინებისას კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხის ოდენობისა და ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების და 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მოსწავლეების მუნიციპალიტეტის ფარგლებს გარეთ ორგანიზებულ ღონისძიებებზე მივლინებისას კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხის ოდენობისა და ანაზღაურების წესი დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მოსწავლეების მუნიციპალიტეტის ფარგლებს გარეთ ორგანიზებულ ღონისძიებებზე მივლინებისას კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხის ოდენობისა და ანაზღაურების წესი
|
| მუხლი 1 |
წინამდებარე დოკუმენტი არეგულირებს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მოსწავლეების ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ფარგლებს გარეთ ორგანიზებულ ღონისძიებებზე მივლინებისას კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხის ოდენობისა და ანაზღაურების წესს. |
| მუხლი 2 |
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მოსწავლეების ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ფარგლებს გარეთ ორგანიზებულ ღონისძიებებზე მივლინებისას კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხა დაფინანსდეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. |
| მუხლი 3 |
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ფარგლებს გარეთ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მოსწავლეების კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო დღიური თანხის ოდენობა შეადგენს 25 (ოცდახუთი) ლარს. |
| მუხლი 4 |
ღონისძიებებში მონაწილეთა კვების თანხის ხარჯვაზე პასუხისმგებელი პირი, რომელსაც განსაზღვრავს მიმავლინებელი დაწესებულების დირექტორი, ვალდებულია ამავე დაწესებულების ფინანსურ ოპერაციებზე და აღრიცხვაზე პასუხისმგებელ სტრუქტურაში წარადგინოს ხარჯვის დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტაცია, არაუგვიანეს ღონისძიების დასრულებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღისა. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები