ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისთვის და სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ’’ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 იანვრის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 07
დოკუმენტის მიმღები ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/04/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/04/2023
სარეგისტრაციო კოდი 210070000.35.117.016548
07
24/04/2023
ვებგვერდი, 27/04/2023
210070000.35.117.016548
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისთვის და სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ’’ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 იანვრის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №07

2023 წლის 24 აპრილი

ქ. ამბროლაური

„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისთვის და სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 იანვრის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 იანვრის №15 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 07/02/2018 წ., სარეგისტრაციო კოდი: 210070000.35.117.016384) შევიდეს ცვლილება და დადგენილების მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა)  ნებართვისათვის მოსაკრებელის ოდენობა განისაზღვროს:

ა) მოსაკრებლის ოდენობა ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისთვის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის განისაზღვროს 2 ლარის, ხოლო საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისთვის − 5 ლარის ოდენობით;

ბ) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მშენებლობების გარდა, ყველა სხვა მშენებლობისთვის − 5 ლარის ოდენობით;

გ) ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობის შემთხვევაში თითოეული გრძივი მეტრისათვის 1 ლარის ოდენობით;

დ) ისეთი შენობა-ნაგებობის (გარდა ხაზობრივი ნაგებობისა) მშენებლობის შემთხვევაში, რომელსაც არ აქვს განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობი, მოსაკრებლის ოდენობა II კლასის ობიექტებისთვის განისაზღვროს 50 ლარით, III კლასის ობიექტებისთვის − 200 ლარით, ხოლო IV კლასის ობიექტებისთვის − 400 ლარით.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიდავითი ხუციშვილი