დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 26/04/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/04/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010020000.22.037.016187 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (27/04/2023 - 30/05/2023)
|
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ
|
„სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და მე-9 მუხლის, „აღმასრულებელი ხელისუფლების, ზოგიერთი საჯარო დაწესებულების ემბლემის გამოსახვის წესი“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 14 დეკემბრის №572 დადგენილების მე-3 მუხლისა და „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს:
ა) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ემბლემა (დანართი №1), მათ შორის, მედიასთან საკომუნიკაციო ბანერის შემთხვევაში (დანართი №2); ბ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა (სსდ) და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების (სსიპ) ემბლემები (დანართი №3), მათ შორის, მედიასთან საკომუნიკაციო ბანერის შემთხვევაში (დანართი №4); გ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ოფიციალური კორესპონდენციის/წერილის ბლანკის ნიმუშები (დანართი №5); დ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა (სსდ) და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების (სსიპ) ოფიციალური კორესპონდენციის/წერილის ბლანკის ნიმუშები (დანართი №6); ე) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბლანკის ნიმუშები (დანართი №7); ვ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა (სსდ) და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების (სსიპ) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბლანკის ნიმუშები (დანართი №8). |
| მუხლი 2 |
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადმინისტრაციულმა დეპარტამენტმა, სამინისტროს გამგებლობაში არსებულმა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა საჯარო სამართლის იურიდიული პირებმა უზრუნველყონ ამ ბრძანების შესასრულებლად შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება. |
| მუხლი 3 |
1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ ბრძანების პირველი მუხლი ამოქმედდეს 2023 წლის 31 მაისიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები