,,საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2001 წლის 10 აპრილის №95 ბრძანებით დამტკიცებული ,,კომერციული ბანკების საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების წესში” ცვლილებების შეტანის შეახებ”

,,საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2001 წლის 10 აპრილის №95 ბრძანებით დამტკიცებული ,,კომერციული ბანკების საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების წესში” ცვლილებების შეტანის შეახებ”
დოკუმენტის ნომერი 67
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 07/04/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 41, 20/04/2004
ძალის დაკარგვის თარიღი 24/10/2008
სარეგისტრაციო კოდი 220.020.000.10.008.006.457
67
07/04/2004
სსმ, 41, 20/04/2004
220.020.000.10.008.006.457
,,საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2001 წლის 10 აპრილის №95 ბრძანებით დამტკიცებული ,,კომერციული ბანკების საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების წესში” ცვლილებების შეტანის შეახებ”
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №67

2004 წლის 7 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2001 წლის 10 აპრილის №95 ბრძანებით დამტკიცებულ „კომერციული ბანკების საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების წესში“ ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს კომერციული ბანკებისათვის დადგენილი ეკონომიკური ნორმატივებისა და ლიმიტების ერთ ნორმატიულ აქტში გაერთიანების მიზნით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 59-ე და 73-ე მუხლებისა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2001 წლის 10 აპრილის 95 ბრძანებით დამტკიცებულ „კომერციული ბანკების საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების წესში“ (სსმ 36, 17.04.01. გვ16-23) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-2 მუხლის ,,რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ)  „ინსაიდერი“ არის ბანკის მაკონტროლებელი პირი, ადმინისტრატორი, მონათესავე საწარმო ან მათთან დაკავშირებული პირი;“.

2. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

,,მუხლი 5. ეკონომიკური ნორმატივები და ლიმიტები

ბანკებისათვის დადგენილი ეკონომიკური ნორმატივები და ლიმიტებია:

ა) კკ1 (პირველადი კაპიტალის კოეფიციენტი) – ბანკის პირველადი კაპიტალი უნდა იყოს რისკის მიხედვით შეწონილი აქტივების არანაკლებ 8 პროცენტისა;

ბ) კკ2 (საზედამხედველო კაპიტალის კოეფიციენტი) – ბანკის საზედამხედველო კაპიტალი უნდა იყოს რისკის მიხედვით შეწონილი აქტივების არანაკლებ 12 პროცენტისა;

გ) სკ1 (ერთი ინსაიდერის კოეფიციენტი) – ბანკის მიერ ერთი ინსაიდერისათვის გაცემული სესხებისა და სხვა ვალდებულებების საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 5 პროცენტს;

დ) სკ2 (ყველა ინსაიდერის კოეფიციენტი) – ბანკის მიერ ყველა ინსაიდერისათვის გაცემული სესხებისა და სხვა ვალდებულებების საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 25 პროცენტს;

ე) სკ3 (ერთი აუტსაიდერის კოეფიციენტი) – ბანკის მიერ ერთი პირისათვის გაცემული სესხებისა და სხვა ვალდებულებების საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 15 პროცენტს;

ვ) სკ4 (ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა კოეფიციენტი) – ბანკის მიერ ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფისათვის გაცემული სესხებისა და სხვა ვალდებულებების საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 25 პროცენტს;

ზ) სკ5 (მსხვილი სესხების კოეფიციენტი) – ბანკის მიერ გაცემული ყველა მსხვილი სესხისა და სხვა ვალდებულებების საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს ბანკის საზედამხედველო კაპიტალის ორმაგ ოდენობას;

თ) სკ6 (საბლანკო სესხების კოეფიციენტი) – ბანკის მიერ გაცემული ყველა საბლანკო სესხის საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს ბანკის საკრედიტო დაბანდების 25 პროცენტს;

ი) ლკ1 (მყისიერი ლიკვიდობის კოეფიციენტი) – საანგარიშგებო თვის ბოლო დღის ლიკვიდური აქტი-ვების მოცულობა უნდა იყოს საანგარიშგებო თვის ბოლო დღის ვალდებულებების არანაკლებ 30 პროცენ-ტისა;

კ) ლკ2 (საშუალო ლიკვიდობის კოეფიციენტი) – საანგარიშგებო თვის საშუალო ლიკვიდური აქტივების მოცულობა უნდა იყოს საანგარიშგებო თვის საშუალო ვალდებულებების არანაკლებ 30 პროცენტისა;

ლ) ლკ3 (მიმდინარე ლიკვიდობის კოეფიციენტი) – საანგარიშგებო თვის ბოლო დღის მიმდინარე აქტივე-ბის მოცულობა უნდა იყოს საანგარიშგებო თვის ბოლო დღის მიმდინარე ვალდებულებების არანაკლებ 90 პროცენტისა;

მ) იკ1 (წილობრივი ინვესტიციების კოეფიციენტი) – იურიდიულ პირთა საწესდებო კაპიტალში ბანკის ინვესტიციების საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს ბანკის სააქციო კაპიტალის 50 პროცენტს;

ნ) იკ2 (ქონებრივი ინვესტიციების კოეფიციენტი) – ბანკის ძირითადი საშუალებების ნარჩენი ღირებულება იურიდიულ პირთა საწესდებო კაპიტალში ბანკის ინვესტიციების საერთო თანხასთან ერთად არ უნდა აღემატებოდეს ბანკის სააქციო კაპიტალის 70 პროცენტს;

ო) პლ1 (საერთო ღია სავალუტო პოზიციის ლიმიტი) – ბანკის საერთო ღია სავალუტო პოზიცია არ უნდა აღემატებოდეს ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 20 პროცენტს.“

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

                                                                                                                                         ი. მანაგაძე