დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ტექნიკური რეგლამენტის − მტირალას ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 აგვისტოს №413 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 159 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 24/04/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/04/2023 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/07/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.023992 |
159
24/04/2023
ვებგვერდი, 25/04/2023
300160070.10.003.023992
„ტექნიკური რეგლამენტის − მტირალას ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 აგვისტოს №413 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
|
„ტექნიკური რეგლამენტის − მტირალას ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 აგვისტოს №413 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის − მტირალას ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 აგვისტოს №413 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 06/08/2015, 300160070.10.003.018799) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ2“ ქვეპუნქტი:
„ლ2) ეროვნული პარკის მიმდებარე სოფლების მოსახლეობის სასმელი წყლით მომარაგების მიზნით, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის 26 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის მიზნით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობა და საქართველოს ტყის კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა.გ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წყალმომარაგების სისტემის მშენებლობისათვის განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობა;“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები