„საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურისა და დიზაინის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 28 დეკემბრის №660 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურისა და დიზაინის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 28 დეკემბრის №660 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 158
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/04/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/04/2023
სარეგისტრაციო კოდი 310050010.10.003.023991
158
24/04/2023
ვებგვერდი, 25/04/2023
310050010.10.003.023991
„საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურისა და დიზაინის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 28 დეკემბრის №660 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №158

2023 წლის 24 აპრილი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურისა და დიზაინის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 28 დეკემბრის №660 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურისა და დიზაინის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 28 დეკემბრის №660 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2018, 310050010.10.003.020977) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურისა და დიზაინის წესის“:

1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ღ“ და „ყ“ ქვეპუნქტები:

ღ) სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის გლობალური/რეგიონალური სააერნაოსნო გეგმა − სტრატეგიული დონის, განახლებადი 15-წლიანი მეთოდოლოგიების გეგმა, რომელიც ითვალისწინებს არსებულ ტექნოლოგიებსა და მომავალ განვითარებას, ასევე საავიაციო ინდუსტრიასა და სახელმწიფოებთან შეთანხმებულ საოპერაციო მიზნებს;

ყ) საქართველოს საჰაერო სივრცის განვითარების გეგმა − სტრატეგიული, განახლებადი 5-წლიანი გეგმა, რომელიც მოიცავს  საქართველოს საჰაერო სივრცის განვითარებისთვის განსახორციელებელ ქმედებებს.“.

2. მე-20 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს საჰაერო სივრცისა და ღია ზღვის თავზე არსებული საჰაერო სივრცის, სადაც საჰაერო მოძრაობის მომსახურებას საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფს, სტრუქტურას, კლასიფიკაციასა და საქართველოს საჰაერო სივრცის განვითარების გეგმას შეიმუშავებს სააგენტო, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით.“.

3. მე-20 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 201 მუხლი:

მუხლი 201.  საქართველოს საჰაერო სივრცის განვითარების გეგმა

1. საქართველოს საჰაერო სივრცის განვითარების გეგმა მოიცავს 5-წლიან პერიოდს და საჭიროების შემთხვევაში, ხდება მისი განახლება.

2. საქართველოს საჰაერო სივრცის განვითარების გეგმა ითვალისწინებს ერთიანი ევროპული ცის საჰაერო მოძრაობის ორგანიზების გენერალურ გეგმასა  და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის გლობალურ/ რეგიონალურ სააერნაოსნო გეგმას.

3. სააერნაოსნო მომსახურების საწარმო, აეროპორტის ოპერატორი ან შესაბამისი უწყება, რომელიც მომსახურებას ახორციელებს საქართველოს საჰაერო სივრცესა და საერთაშორისო აეროპორტებში, ვალდებულია,   საჭიროებისამებრ, წარუდგინოს სააგენტოს საჰაერო სივრცის განვითარების გეგმის განახლების პროექტი, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის გლობალურ/რეგიონალურ სააერნაოსნო გეგმასა და ევროკავშირის საჰაერო მოძრაობის მართვის გენერალურ გეგმას. 

4. სააერნაოსნო მომსახურების საწარმო, აეროპორტის ოპერატორი ან შესაბამისი უწყება ვალდებულნი არიან, შეასრულონ საჰაერო სივრცის განვითარების გეგმაში მოცემული საკითხები, დადგენილი თარიღების გათვალისწინებით.

5. საჰაერო სივრცის განვითარების გეგმის პრიორიტეტია საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოება, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს:

ა) ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისა და უშიშროების ინტერესებს;

ბ) არსებულ და სამომავლო სახელმწიფო და სამოქალაქო ავიაციის მოთხოვნებს;

გ) ფინანსურ ზემოქმედებას საჰაერო სივრცის მომხმარებლებზე;

დ) საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის განვითარებას;

ე) გარემოს დაცვას საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციისა და გამოყენების ზემოქმედებისაგან.

6. საჰაერო სივრცის განვითარების გეგმის შესრულებაზე ზედამხედველობას, კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებენ სააგენტო და საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.  

7. საქართველოს საჰაერო სივრცის განვითარების გეგმა მტკიცდება ამ წესის მე-7 დანართით.“.

4. დანართი №6 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

5. დაემატოს თანდართული შინაარსის დანართი №7.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი