ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დასახლებებში სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების შესახებ

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დასახლებებში სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 32
დოკუმენტის მიმღები ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 19/04/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/04/2023
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.113.016029
32
19/04/2023
ვებგვერდი, 26/04/2023
000000000.00.113.016029
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დასახლებებში სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების შესახებ
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი

ოზურგეთის საკრებულო

განკარგულება №32

2023 წლი 19 აპრილი

ქ. ოზურგეთი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დასახლებებში სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-7, მე-8 პუნქტების და „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, გადაწყვიტა:

1. განხორციელდეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დასახლებებში სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) არაბული ციფრების გამოყენებით სახელდება, თანდართული დანართების შესაბამისად.

2. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

3. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული პირის მიერ მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში (მის.: ქ. ოზურგეთი, ი.სიორიძის ქ. №14).

4. განკარგულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                დავით დარჩია