დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,№81 ქობულეთისა და №84 ხულოს საარჩევნო ოლქებში 2004 წლის 18 აპრილს ჩასატარებელი ხელახალი არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 46/2004 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 13/04/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 39, 13/04/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.090.000.13.007.006.453 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.090.000.13.007.006.453
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №46/2004
2004 წლის 9 აპრილი
ქ. თბილისი
№81 ქობულეთისა და №84 ხულოს საარჩევნო ოლქებში 2004 წლის 18 აპრილს ჩასატარებელი ხელახალი არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის” 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1
2004 წლის 18 აპრილის ხელახალი არჩევნებისათვის №81 ქობულეთისა და №84 ხულოს საარჩევნო ოლქების საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ ამომრჩეველთა სპეციალური სიის ფორმირების ახალ ვადად განისაზღვროს არაუგვიანეს 2004 წლის 16 აპრილისა.
მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჭიაბერაშვილი
კომისიის მდივანი დიმიტრი ქიტოშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები