,,საქართველოს გენერალური პროკურორის სათათბირო ორგანოს – რანგირების საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 21 აგვისტოს №037 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,საქართველოს გენერალური პროკურორის სათათბირო ორგანოს – რანგირების საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 21 აგვისტოს №037 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 007
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გენერალური პროკურორი
მიღების თარიღი 21/04/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/04/2023
სარეგისტრაციო კოდი 110060000.70.082.016113
007
21/04/2023
ვებგვერდი, 24/04/2023
110060000.70.082.016113
,,საქართველოს გენერალური პროკურორის სათათბირო ორგანოს – რანგირების საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 21 აგვისტოს №037 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს გენერალური პროკურორი
 

საქართველოს გენერალური პროკურორის

ბრძანება №007

2023 წლის 21 აპრილი

ქ. თბილისი

 

,,საქართველოს გენერალური პროკურორის სათათბირო ორგანოს – რანგირების საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 21 აგვისტოს №037 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს გენერალური პროკურორის სათათბირო ორგანოს – რანგირების საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 21 აგვისტოს N037 ბრძანებით (ვებგვერდი, 21/08/2020, სარეგისტრაციო კოდი 110060000.70.082.016050) დამტკიცებულ საქართველოს გენერალური პროკურორის სათათბირო ორგანოს – რანგირების საბჭოს დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. საბჭოს უფლებამოსილებები

საბჭოს უფლებამოსილებას განეკუთვნება პროკურორებისა და პროკურატურის გამომძიებლებისათვის პროკურატურის თანამშრომელთა რანგირების წესით განსაზღვრული რანგში  დაწინაურების საკითხის განხილვა.“.

2. მე-5 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის რანგში დაწინაურებასთან დაკავშირებით მასალების შეკრებას, სისტემატიზაციას და საბჭოსთვის გადაცემას უზრუნველყოფს  სამდივნო, რომლის თავმჯდომარესა და შემადგენლობას განსაზღვრავს  გენერალური პროკურორი.“.

ბ) მე-3-მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის  რანგში  დაწინაურებასთან დაკავშირებით, სამდივნოსთვის მიმართვისა და შესაბამისი მასალების წარდგენის უფლებამოსილებით სარგებლობენ:

ა) გენერალური პროკურორი;

ბ) გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე და მოადგილეები;

გ) პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის ხელმძღვანელი;

დ) გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი;

ე) პროკურორი/პროკურატურის გამომძიებელი.

4. პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის რანგში დაწინაურების შესახებ წარდგინებისა და თანდართული მასალების შესწავლის საფუძველზე, სამდივნო იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას საკითხის საბჭოსთვის განსახილველად გადაცემის ან გადაცემაზე უარის თქმის შესახებ.“.

გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის  რანგში დაწინაურების საკითხის საბჭოსთვის გადაცემაზე უარის თქმის შესახებ სამდივნოს გადაწყვეტილება ეგზავნება კანდიდატს, რომელიც უფლებამოსილია ამ  გადაწყვეტილების გაცნობიდან ერთი კვირის ვადაში  აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივროს საბჭოში.“.

3. მე-6 მუხლის:

ა) პირველი-მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროკურორისა და პროკურატურის გამომძიებლისთვის რანგში დაწინაურების საკითხს საბჭო განიხილავს პროკურატურის თანამშრომელთა რანგირების წესის დებულებათა შესაბამისად.

2. პროკურორის და პროკურატურის გამომძიებლისთვის რანგში დაწინაურების საკითხს საბჭო განიხილავს სამდივნოს მიერ ამ დებულების მე-5 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად მოწოდებული მასალების საფუძველზე.“.

ბ) მე-4-მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საბჭოს სხდომაზე ინდივიდუალურად განიხილება თითოეული თანამშრომლის რანგში დაწინაურების  საკითხი.

5. საბჭო უფლებამოსილია სხდომაზე დასასწრებად მიიწვიოს პროკურატურის თანამშრომელი, რომლის რანგში დაწინაურების საკითხიც იხილება.“.

გ) მე-7-მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. რანგში დაწინაურების საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას საბჭო ხელმძღვანელობს საქმიანობის ზოგად პრინციპებზე დაფუძნებული საერთო კრიტერიუმებით (ინდიკატორებით): შეფასების შედეგები (მათ შორის კომპეტენციის განმსაზღვრელი საბოლოო ქულა და სამუშაო დატვირთულობა), სტაჟი, სამუშაო გამოცდილება, ინფორმაცია წახალისებისა და დისციპლინური სახდელის შესახებ, პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის ხელმძღვანელის წარდგინება (მათ შორის ინფორმაცია საქმიანობის შესახებ, ინფორმაცია განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვის შესახებ, დადებითი ან უარყოფითი დახასიათება), მენტორობა, ტრენერობა, მონაწილეობა საზოგადოებრივ აქტივობებში.

8. გადაწყვეტილება რანგში დაწინაურების შესახებ უნდა იყოს დასაბუთებული.“.

დ) მე-9-მე-10 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

ე) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის რანგში დაწინაურების საკითხის საბჭოსთვის გადაცემაზე უარის თქმის შესახებ სამდივნოს გადაწყვეტილებაზე საჩივარს საბჭო განიხილავს ამ მუხლის მე-3-მე-8 პუნქტებით დადგენილი წესით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გენერალური პროკურორიირაკლი შოთაძე