დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურისათვის მშენებლობის შეჩერების შესახებ ბრძანების მიღების შემდეგ ამ ბრძანების შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2023 წლის 23 მარტის, №05 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 13 |
| დოკუმენტის მიმღები | მარნეულის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 21/04/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/04/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.159.016535 |
|
,,მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურისათვის მშენებლობის შეჩერების შესახებ ბრძანების მიღების შემდეგ ამ ბრძანების შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 23 მარტის №05 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველბის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ.ბ“ პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება ,,მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურისათვის მშენებლობის შეჩერების შესახებ ბრძანების მიღების შემდეგ ამ ბრძანების შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 23 მარტის №05 დადგენილების (ვებგვერდი: www.matsne.gov.ge; გამოქვეყნების თარიღი: 01/04/2023; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.159.016527) დანართში და
1. დადგენილების დანართის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. ,,მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურისათვის მშენებლობის შეჩერების შესახებ ბრძანების მიღების შემდეგ ამ ბრძანების შესრულების კონტროლის განხორციელების წესი“ (შემდგომში – წესი) არეგულირებს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხევდელობის სამსახურის მიერ (შემდგომში – ზედამხედველობის სამსახური) 2023 წლის 1 აპრილიდან საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 127-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მიღებული მშენებლობის შეჩრების შესახებ ბრძანების (შემდგომში - მშენებლობის შეჩერების შესახებ ბრძანება) შესრულების კონტროლის განხორციელების წესს.". 2. დადგენილების დანართის მე-2 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,7. მშენებლობის შეჩერების შესახებ ბრძანების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ზედამხედველობის სამსახური იწყებს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოებას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რის შემდგომაც გამოიცემა ბრძანება მშენებლობის შეჩერების შესახებ ბრძანების შეუსრულებლობის შესახებ, რომელიც აღსასრულებლად მიექცევა კანონმდებლობით დადგენილი წესით.“. 3. დადგენილების დანართის მე-2 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,9. იმ შემთხვევაში, თუ ობიექტის გადამოწმებით დადგინდა, რომ აღმოფხვრილია მშენებლობის შეჩერების შესახებ ბრძანებაში მითითებული სამშენებლო სამუშაოების შეჩერების საფუძველი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია გამოსცემს ბრძანებას „მშენებლობის შეჩერების შესახებ ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები