„მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2022 წლის 1 აგვისტოს, №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2022 წლის 1 აგვისტოს, №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 12
დოკუმენტის მიმღები მარნეულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 21/04/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/04/2023
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.159.016534
12
21/04/2023
ვებგვერდი, 24/04/2023
010260020.35.159.016534
„მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2022 წლის 1 აგვისტოს, №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მარნეულის მუნიციპალიტეტი
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №12

2023  წლის 21 აპრილი

ქ. მარნეული

 

„მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 1 აგვისტოს №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველბის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ.ბ“  პუნქტის,  61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად  მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება, ,,მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2022 წლის 1 აგვისტოს, №13 დადგენილების (ვებგვერდი: www.matsne.gov.ge; გამოქვეყნების თარიღი: 01/08/2022; სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.159.016501) დანართი - 1-ში და

1. დადგენილების დანართი-1-ის მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოებული სამშენებლო საქმიანობის კონტროლის მიზნით, საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ მოთხოვნათა დაცვით, განყოფილებამ უზრუნველყოს:

ა) მითითების გაცემა სამშენებლო დოკუმენტაციის წარდგენის შესახებ ან/და დარღვევის გამოსწორების შესახებ, მშენებლობის ორგანიზების პროექტით დადგენილი წესების დარღვევის გამოსწორების შესახებ, ასევე იმ შემთხვევაში თუ სამშენებლო ობიექტზე არსებული სამშენებლო მასალის, ნაკეთობისა და კონსტრუქციის გამოყენების აკრძალვის შესახებ, თუ ისინი ვერ პასუხობენ დადგენილ მოთხოვნებს;

ბ) მიმდინარე მშენებებლობის ან/და დემონტაჟის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერება, თუ ეს არის უნებართვო მშენებლობა ან ის სანებართვო პირობების დარღვევით მიმდინარეობს და მისი გამოსწორება შეუძლებელია მშენებლობის შეჩერების გარეშე;

გ) დასაბუთებული ეჭვის შემთხვევაში, დამკვეთის ან სამშენებლო ორგანიზაციის მიმართ  დამატებითი ლაბორატორიული გამოცდებისა და გაზომვების ჩატარების მოთხოვნა;

დ) შემოწმების აქტის შედგენა საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა - ნაგებობის მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის შესახებ;

ე)  მშენებლობის შეჩერების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლი;

ვ) მონაწილეობა მიიღოს საგანგებო ეკოლოგიური სიტუაციების აღკვეთის პროფილაქტიკისა და თავიდან აცილების ღონისძიებათა შემუშავება - გატარებაში.

2. დადგენილების დანართი - 1-ის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. გამოავლინოს მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს კანონის ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 552, 556, 642, 771, 772 და   82​5 მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციის ნაწილში),  103-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1191, 1341, 1461, 148-ე (გარდა მე-3 ნაწილისა) და 1501 მუხლებით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1512, 152, 1522 და 1525-1529 მუხლებით, 1534 და  1561 მუხლებით, 1585 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებითა  და 159-ე  და 1591 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევები და უზრუნველყოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა და დამრღვევისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადება, ამ კოდექსის 2093 მუხლის გათვალისწინებით, შემდეგ სამართალდარღვევებზე:

ა) ადმინისტრაციული სამართალდარღვევები გარემოს დაცვის, ბუნებათსარგებლობისა და აღზრდის სფეროში:

ა.ა) სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავება ან/და მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობა;

ა.ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავება ან/და მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობა;

ა.გ) ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის დაზიანება;

ა.დ) დღის საათებში ან ღამის საათებში საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებისა ან საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება;

ა.ე) ღამის საათებში პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენება;

ა.ვ) პლასტიკის ან/და ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციისას ტექნიკური რეგლამენტის – „პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის“ მოთხოვნების დარღვევა.

ბ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევები სოფლის მეურნეობისა და ვეტერინარულ-სანიტარულ სფეროში:

ბ.ა) ძაღლისა და კატის ყოლის წესების დარღვევა.

გ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევები ტრანსპორტის და საგზაო მეურნეობის დარგში:

გ.ა) გზის საფარის დანაგვიანება ან დაზიანება;

გ.ბ) სამუშაოების საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემის გარეშე ან სქემის დარღვევით წარმოება;

გ.გ) კონსტრუქციების ან/და სამშენებლო მასალების დაყრა.

დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევები მოქალაქეთა საბინაო უფლებების, საბინაო-კომუნალური მეურნეობისა და კეთილმოწყობის დარგში:

დ.ა) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიის კეთილმოწყობის წესების დარღვევა;

დ.ბ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიის იერსახის თვითნებური შეცვლა;

დ.გ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მწვანე ნარგავების დაზიანება ან/და თვითნებური განადგურება;

დ.დ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიაზე ან/და დაცული ტერიტორიის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე (გარდა სახელმწიფო ტყის მიწისა) მწვანე ნარგავის/ნარგავების თვითნებური მოჭრა ან/და გადაბელვა;

დ.ე) ტერიტორიის დაზიანება სამშენებლო ან სარემონტო სამუშაოების წარმოებისას;

დ.ვ) საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის თვითნებური შეზღუდვა;

დ.ზ)  ამტვერებადი მასალის სველი მეთოდის გარეშე დამუშავება;

დ.თ) მშენებარე კონსტრუქციის ღია სივრცეში ამტვერებადი მასალის შეფუთვის გარეშე განთავსება;

დ.ი) ამტვერებადი მასალის ტრანსპორტირება;

დ.კ) ბეტონმზიდი მანქანის გადაადგილებისას ამ მანქანიდან ბეტონის გზის სავალ ნაწილზე დაღვრა;

დ.ლ)  სამშენებლო მოედანზე შეუფუთავი ამტვერებადი მასალის ან/და არასათანადოდ შეფუთული ამტვერებადი მასალის განთავსება.

ე) ადმინისტრაციული სამართალდარღვევები ვაჭრობისა და ფინანსების დარგში:

ე.ა) გარე რეკლამის განთავსების სანებართვო პირობების დარღვევა და გარე რეკლამის განთავსება შესაბამისი ნებართვის გარეშე;

ე.ბ) პიროტექნიკური ნაკეთობის არასრულწლოვნისთვის მიყიდვა;

ე.გ) რეკლამის დაკვეთის, წარმოებისა და გავრცელებისათვის და აბრის დაკვეთისა და განთავსებისათვის დადგენილი წესების დარღვევა;

ე.დ) არასათანადო რეკლამის განთავსება (გავრცელება).“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეამირან გიორგაძე