„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 25 აპრილის №53 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 23
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 21/04/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/04/2023
ძალაში შესვლის თარიღი 21/04/2023
სარეგისტრაციო კოდი 140030000.22.034.017352
23
21/04/2023
ვებგვერდი, 21/04/2023
140030000.22.034.017352
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 25 აპრილის №53 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №23

2023 წლის 21 აპრილი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 25 აპრილის №53 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 25 აპრილის №53 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 25/04/2018, 140030000.22.034.016745) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს შემადგენლობაშია:

ა) საზღვრის მართვის განყოფილება;

ბ) სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამმართველო (თბილისის აეროპორტი);

გ) სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამმართველო (ქუთაისის აეროპორტი);

დ) აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველო:

დ.ა) სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახური (წითელი ხიდი);

დ.ბ) სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის განყოფილება (სამთაწყარო);

დ.გ) სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის განყოფილება (ცოდნა);

დ.დ) სასაზღვრო საგზაო კონტროლის სამსახური (სადახლო);

დ.ე) სასაზღვრო სარკინიგზო კონტროლის განყოფილება (სადახლო);

დ.ვ) სასაზღვრო სარკინიგზო კონტროლის განყოფილება (გარდაბანი);

დ.ზ) სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის განყოფილება (ვახტანგისი);

დ.თ) სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის განყოფილება (გუგუთი);

ე) დასავლეთ საქართველოს სამმართველო:

ე.ა) სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახური (სარფი);

ე.ბ) სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახური (ბათუმის აეროპორტი);

ე.გ) სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის განყოფილება (ბათუმის პორტი);

ე.დ) სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის განყოფილება (ფოთის პორტი);

ვ) სამცხე-ჯავახეთის სამმართველო:

ვ.ა) სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის განყოფილება (კარწახი);

ვ.ბ) სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის განყოფილება (ვალე);

ვ.გ) სასაზღვრო სარკინიგზო კონტროლის განყოფილება (კარწახი);

ვ.დ) სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის განყოფილება (სამება);

ზ) სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახური (დარიალი).“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 21 აპრილიდან.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური