,,№81 ქობულეთისა და №84 ხულოს საარჩევნო ოლქებში 2004 წლის 18 აპრილს ჩასატარებელი ხელახალი არჩევნებისათვის ამომრჩეველთა სიების ფორმირებისა და ზოგიერთი სხვა საარჩევნო ღონისძიებების, აგრეთვე მათი ჩატარების ვადების განსაზღვრის შესახებ”

  • Word
,,№81 ქობულეთისა და №84 ხულოს საარჩევნო ოლქებში 2004 წლის 18 აპრილს ჩასატარებელი ხელახალი არჩევნებისათვის ამომრჩეველთა სიების ფორმირებისა და ზოგიერთი სხვა საარჩევნო ღონისძიებების, აგრეთვე მათი ჩატარების ვადების განსაზღვრის შესახებ”
დოკუმენტის ნომერი 45/2004
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 07/04/2004
დოკუმენტის ტიპი ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 39, 13/04/2004
სარეგისტრაციო კოდი 010.090.000.13.007.006.446
  • Word
45/2004
07/04/2004
სსმ, 39, 13/04/2004
010.090.000.13.007.006.446
,,№81 ქობულეთისა და №84 ხულოს საარჩევნო ოლქებში 2004 წლის 18 აპრილს ჩასატარებელი ხელახალი არჩევნებისათვის ამომრჩეველთა სიების ფორმირებისა და ზოგიერთი სხვა საარჩევნო ღონისძიებების, აგრეთვე მათი ჩატარების ვადების განსაზღვრის შესახებ”
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.090.000.13.007.006.446

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №45/2004

2004 წლის 6 აპრილ

ქ. თბილისი

№81 ქობულეთისა და №84 ხულოს საარჩევნო ოლქებში 2004 წლის 18 აპრილს ჩასატარებელი ხელახალი არჩევნებისათვის ამომრჩეველთა სიების ფორმირებისა და ზოგიერთი სხვა საარჩევნო ღონისძიების, აგრეთვე მათი ჩატარების ვადების განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსი� 29-ე მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტის, 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის №82/2004 განკარგულების საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

��� მუხლი 1

არა უგვიანეს 13 აპრილისა საოლქო საარჩევნო კომისიები ვალდებულნი არიან საუბნო საარჩევნო კომისიებს გადასცენ ამომრჩეველთა ერთიანი (ნაბეჭდი) სიების კედელზე გამოსაკრავი და სამაგიდო ფორმები (ფორმა №1-2.31.01 და ფორმა №1-2.30.01) და ამომრჩეველთა ერთიანი (საბაზისო) სიის ფორმა (ფორმა №1-2.28.02).

��� მუხლი 2

საუბნო საარჩევნო კომისიები ვალდებული არიან არა უგვიანეს 14 აპრილისა, გამოაკრან ამომჩეველთა ერთიანი (ნაბეჭდი) სიის კედელზე გამოსაკრავი ფორმა (ფორმა №1-2.31.01) კომისიის შენობაში, თვალსაჩინო ადგილას. ამომრჩეველთა სიის დაზუსტებისა და შესწორების პროცესი ხორციელდება 2004 წლის 14 აპრილიდან 16 აპრილის ჩათვლით ცენტრალური საარჩევნო კომისიის №30/2004 დადგენილებით განსაზღვრული წესით.

��� მუხლი 3

17 აპრილს, სააოლქო საარჩევნო კომისიის მიერ ამომრჩეველთა სიების №30/2004 დადგენილებით განსაზღვრული წესით დამოწმების შემდეგ, საუბნო საარჩევნო კომისია ვალდებულია საჯარო გაცნობისათვის განკუთვნილი ამომრჩეველთა ერთიანი (ხელნაწერი და ნაბეჭდი) სიები (ფორმა №1-2.19.03 და ფორმა №1-2.31.01) გამოიკრას საუბნო საარჩევნო კომისიის შენობაში, თვალსაჩინო ადგილას.

��� მუხლი 4

2004 წლის 18 აპრილის ხელახალ არჩევნებზე კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ ამომრჩეველთა სიების დაზუსტება და შესწორება განხორციელდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის №30/2004 დადგენილებით განსაზღვრული წესით.

��� მუხლი 5

საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის პროპორციული სისტემით 2004 წლის 28 მარტს ჩასატარებელი ხელახალი არჩევნებისათვის დადგენილი წესები გავრცელდეს №81 ქობულეთისა და №84 ხულოს საარჩევნო ოლქებში ჩასატარებელ ხელახალ არჩევნებზე.

��� მუხლი 6

ჩაეთვალოთ რეგისტრაცია საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის პროპორციული სისტემით 2004 წლის 28 მარტის ხელახალი არჩევნებისათვის კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებულ დამკვირვებელ ორგანიზაციებს. აღნიშნულ ორგანიზაციებს მიეცეთ უფლება არაუგვიანეს 2004 წლის 16 აპრილისა მიმართონ განცხადებით შესაბამის საარჩევნო კომისიებს დამკვირვებელთა სიის შეცვლის ან ახალი სიის წარდგენის მოთხოვნით.

��� მუხლი 7

საარჩევნო კომისიების წევრების დანიშვნის უფლების მქონე სუბიექტთა მიერ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების დანიშვნის ვადად განისაზღვროს არა უგვიანეს 2004 წლის 13 აპრილისა.

��� მუხლი 8

საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ ამომრჩევლის მოწმობების გაცემის ვადად განისაზღვროს არა უგვიანეს 2004 წლის 17 აპრილისა.

��� მუხლი 9

ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.

��� მუხლი 10

ეს დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე ზ. ჭიაბერაშვილი

კომისიის მდივანი დ. ქიტოშვილი