დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდებზე ფრენის ვარგისობის და ხმაურის სერტიფიკატების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 15 ოქტომბრის №209 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 74 |
| დოკუმენტის მიმღები | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი |
| მიღების თარიღი | 18/04/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/04/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310050000.54.066.016299 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდებზე ფრენის ვარგისობის და ხმაურის სერტიფიკატების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 15 ოქტომბრის №209 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 310050000.54.066.016050, 15/10/2013) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სპეციალური ფვს გაიცემა, თუ საჰაერო ხომალდი, მასზე დამონტაჟებული ძრავები, საჰაერო ხრახნები, კომპონენტები და სხვა აღჭურვილობა არ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს და შეესაბამება ტიპის სერტიფიკატის ან ეკვივალენტური საბუთის გამცემი ქვეყნის მიერ დადგენილ ფრენის ვარგისობის ნორმებს, რომელიც გაიცემა: ა) ზემსუბუქი საჰაერო ხომალდისთვის, თუ მას არ გააჩნია EASA-ს ტიპის სერტიფიკატი და აქვს ICAO-ს წევრი სახელმწიფოს მიერ გაცემული ტიპის სერტიფიკატი ან ეკვივალენტური საბუთი, რომელშიც აღწერილი იქნება საჰაერო ხომალდის საექსპლუატაციო-ტექნიკური მახასიათებლები და ინსტრუქციები. ბ) შვეულმფრენისთვის და 5700 კგ-ზე ნაკლები მაქსიმალური ასაფრენი მასის და არაუმეტეს 19 სერტიფიცირებული სამგზავრო ადგილის მქონე თვითმფრინავისთვის, რომლის ექსპლუატაცია ხორციელდება მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის უშუალო დაკვეთით საქმიანობის უზრუნველყოფისთვის (სამხედრო-საპოლიციო, საბაჟო, საძებნ-სამაშველო, ხანძარსაწინააღმდეგო, სასაზღვრო და სასოფლო-სამეურნეო, სეტყვის საწინააღმდეგო), ან მისი ექსპლუატაცია სასწავლო მიზნებისათვის.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები