დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №205 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 73 |
| დოკუმენტის მიმღები | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი |
| მიღების თარიღი | 18/04/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/04/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310050000.54.066.016298 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ |
| მუხლი 1 |
„საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №205 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეგისტრაციის წესში“ (www.matsne.gov.ge, 17.10.2013წ., სარეგისტრაციო კოდი 310050000.54.066.016048) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ბ) სხ-ს აქვს: ბ.ა) EASA-ს მიერ გაცემული/აღიარებული ტიპის სერტიფიკატი, გარდა ამ პუნქტის „ბ.ბ“ და „ბ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საჰაერო ხომალდებისა; ბ.ბ) შვეულმფრენისთვის და 5700 კგ-ზე ნაკლები მაქსიმალური ასაფრენი მასის და არაუმეტეს 19 სერტიფიცირებული სამგზავრო ადგილის მქონე თვითმფრინავისთვის, რომლის ექსპლუატაცია ხორციელდება მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოს/ადგილობრივი თვითმმართველობის უშუალო დაკვეთით ისეთი სპეციალური ფრენების შესრულების მიზნით, როგორიცაა: სამხედრო-საპოლიციო, საბაჟო, საძებნ-სამაშველო, ხანძარსაწინააღმდეგო, სასაზღვრო-საკონტროლო, სანაპირო-დაცვითი, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების და სეტყვის საწინააღმდეგო ან მისი ექსპლუატაცია ხორციელდება სასწავლო მიზნებისათვის - ICAO-ს წევრი სახელმწიფოს მიერ გაცემული ტიპის სერტიფიკატი ან ეკვივალენტური საბუთი, რომელშიც აღწერილი იქნება საჰაერო ხომალდის საექსპლუატაციო-ტექნიკური მახასიათებლები და ინსტრუქციები; ბ.გ) თუ ზემსუბუქ საჰაერო ხომალდს არ გააჩნია EASA ტიპის სერტიფიკატი, დასაშვებია ამგვარი საჰაერო ხომალდის რეგისტრაცია, თუ მას გააჩნია ICAO-ს წევრი სახელმწიფოს მიერ გაცემული ტიპის სერტიფიკატი ან ეკვივალენტური საბუთი, რომელშიც აღწერილი იქნება საჰაერო ხომალდის საექსპლუატაციო-ტექნიკური მახასიათებლები და ინსტრუქციები. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები