დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 28 ივლისის №62/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 29/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 27/04/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/04/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.022.018284 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 28 ივლისის №62/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 28 ივლისის №62/ნ ბრძანების (სსმ III, №93 30.07.2010წ. სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.022.014912) მეორე პუნქტით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის წესდების“ მე-5 მუხლის:
1. მეორე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) მინისტრთან შეთანხმებით, ფონდის ახალი გენერალური დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნამდე, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური დირექტორის მოდგილეებს და განსაზღვრავს მათ ფუნქციებს.“. 2. მე-5 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი: „51. გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, გენერალური დირექტორის ფუნქციათა შესრულება დაევალება გენერალური დირექტორის ერთ-ერთ მოადგილეს ახალი გენერალური დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნამდე.“. |
| მუხლი 2 |
1. ამ ბრძანების გამოცემამდე დანიშნულ და მოქმედ გენერალური დირექტორის მოადგილეზე/მოადგილეებზე გავრცელდეს ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანამდებობაზე დანიშვნის ვადა.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები