დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მეცნიერების პოპულარიზაციისათვის მიზნობრივი საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 20 სექტემბრის №201/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 30/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 27/04/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/04/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430210000.22.022.018285 |
|
„მეცნიერების პოპულარიზაციისათვის მიზნობრივი საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 20 სექტემბრის №201/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„მეცნიერების პოპულარიზაციისათვის მიზნობრივი საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 20 სექტემბრის №201/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 24/09/2019; სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.017821) დამტკიცებულ „მეცნიერების პოპულარიზაციისათვის მიზნობრივი საგრანტო კონკურსის დებულებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის „ჩ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჩ) საბავშვო უნივერსიტეტი – სამეცნიერო საკომუნიკაციო საქმიანობა, რომელიც მიზნად ისახავს გამოჩენილი და წარმატებული მეცნიერების, აგრეთვე კვლევებისა და ინოვაციების სააგენტოების/კომპანიების წარმომადგენლების მიერ სამეცნიერო შინაარსის კომუნიკაციასა და გამოცდილების გაზიარებას მოსწავლეებისათვის;“; 2. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ც“–„ჯ“ ქვეპუნქტები: ,,ც) მეცნიერების პოპულარიზაციის კუთხით სამეცნიერო საკომუნიკაციო კამპანია – ტელე და რადიო გადაცემებში – სამეცნიერო სიუჟეტებში ჩართვა; სამეცნიერო-პოპულარული ფილმების შექმნა, სამეცნიერო პოპულარული ჟურნალების, სამეცნიერო პოპულარული სტატიების, საინფორმაციო ბიულეტენების, ფლაერების, ბროშურების გამოცემა და სხვადასხვა აქტივობები; ძ) სამეცნიერო კომუნიკაციის ღონისძიება – სამეცნიერო ფესტივალი, სამეცნიერო პიკნიკი, საზაფხულო სკოლა, მეცნიერებისა და მეწარმეების სკოლა ახალგაზრდებისთვის, კვლევისა და ინოვაციის სააგენტოებში/კომპანიებში გაცნობითი ღონისძიება, კვლევით დაწესებულებებში საველე დღე ახალგაზრდებისთვის, სამეცნიერო ბანაკი, სადისკუსიო ღონისძიება, სიმპოზიუმები ან სამეცნიერო კონფერენცია; წ) გაცნობითი ღონისძიება – სამეცნიერო კომუნიკაციის ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავს მეცნიერებასა და ბიზნსესს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, კერძო სექტორში მეცნიერების პოპულარიზაციის, კვლევისა და ინოვაციების განვითარების ხელშეწყობას; ჭ) ონლაინინსტრუმენტი – სამეცნიერო კომუნიკაციისთვის განკუთვნილი ვებგვერდი, მულტიმედიური აპლიკაცია ან ინტერაქტიული სამეცნიერო პორტალი; ხ) სამოქალაქო დიალოგი – ღონისძიება ფართო საზოგადოებისთვის, სადაც განიხილება მეცნიერულად დასაბუთებული თემები მეცნიერების პოპულარიზაციისათვის; ჯ) მეცნიერების პოპულარიზაციის აქტივობა – სამეცნიერო წარმოდგენა, სამეცნიერო შოუ, ინტერაქტიული პრეზენტაციების სერია, სამეცნიერო გამოსახულების ან/და ვიდეოგამოფენა, მეცნიერთა შესახებ ამბის მოყოლა, ქართველ მეცნიერთა პორტრეტებით.“. 3. მე-5 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი პროექტი შესაძლებელია ითვალისწინებდეს: ა) საბავშო უნივერსიტეტს; ბ) მეცნიერების პოპულარიზაციის კუთხით სამეცნიერო საკომუნიკაციო კამპანიას; გ) სამეცნიერო კომუნიკაციის ღონისძიებას; დ) გაცნობით ღონისძიებას; ე) ონლაინინსტრუმენტის შექმნას სამეცნიერო კომუნიკაციისთვის; ვ) სამოქალაქო დიალოგს; ზ) მეცნიერების პოპულარიზაციის აქტივობას.“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. პროექტისთვის ფონდიდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 15 000 ლარს.“. 4. მე-13 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა)
“; ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) შემაჯამებელი შეფასება პროექტის შესახებ შესაბამისობაში უნდა იყოს 1-4 კრიტერიუმების 9-ქულიანი (3-9) სისტემით შეფასებასთან და განიმარტება შემდეგნაირად:
“. | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები