დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1-1/153 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
მიღების თარიღი | 14/04/2023 |
დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/04/2023 |
სარეგისტრაციო კოდი |
|
აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
|
,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მიზნით საკითხის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილმა ექსპროპრიაციის საკითხების განმხილველმა კომისიამ (შემდგომში – კომისია) განიხილა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2023 წლის 24 იანვრის №01/121, 2023 წლის 23 მარტის №01/599 და 2023 წლის 23 მარტის №01/596 განცხადებები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ და გამოარკვია:
2. დავით ჩალათაშვილის (პ/ნ:36001002276), თამარ ლომიძის (პ/ნ:57001008024) და ტატო ჩალათაშვილის (პ/ნ:01027086876) თანასაკუთრებაში არსებული, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბადიაურში მდებარე 1464 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთის სრულად (საკადასტრო კოდი: 55.06.62.000.313) და მასზე არსებული მრავალწიანი ნარგავების, მცირე ნაგებობის (ღობის) ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე;
საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების, სამართლებრივ გარანტიას, წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის მე-19 მუხლში, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია". საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება. 1. 2. დავით ჩალათაშვილის (პ/ნ:36001002276), თამარ ლომიძის (პ/ნ:57001008024) და ტატო ჩალათაშვილის (პ/ნ:01027086876) თანასაკუთრებაში არსებულ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბადიაურში მდებარე, 1 464 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: 55.06.62.000.313), (სრულად) და მასზე არსებულ მრავალწიან ნარგავებსა და მცირე ნაგებობაზე (ღობე);
1.3. კობა ოთარაშვილის (პ/ნ:36001003614) საკუთრებაში არსებულ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, სოფელ ბადიაურში მდებარე 4828 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №55.06.59.198) ნაწილზე - 171 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და მასზე არსებულ მრავალწლიან ნარგავებზე; მინისტრი ლევან დავითაშვილი |
დოკუმენტის კომენტარები