აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1-1/155
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 14/04/2023
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/04/2023
სარეგისტრაციო კოდი
1-1/155
14/04/2023
ვებგვერდი, 20/04/2023
აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/155

2023 წლის 14 აპრილი

ქ. თბილისი

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების  საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მიზნით საკითხის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016  წლის 25 მარტის  №1-1/159 ბრძანებით შექმნილმა ექსპროპრიაციის საკითხების განმხილველმა კომისიამ (შემდგომში – კომისია) განიხილა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2023 წლის 15 თებერვლის №01/316   განცხადება – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ და 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) ახორციელებს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის – თბილისი-ბაკურციხის კმ27+840-კმ35+500 (საგარეჯოს შემოვლითი გზა) საავტომობილო გზის მონაკვეთის (ლოტი 2) მშენებლობის პროექტს (შემდგომში – პროექტი).

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზა წარმოადგენს თბილისის კახეთის რეგიონთან დამაკავშირებელ საავტომობილო გზას და აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან დამაკავშირებელ ალტერნატიულ გზას. აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტის მთავარი მიზანია საქართველოში საგზაო ინფრასტრუქტურის მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა ეკონომიკური ზრდის, ქვეყნის ინფრასტრუქტურისა და სატრანსპორტო დერეფნების განვითარების ხელშეწყობის მიზნით. აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალი სტრატეგიული პროექტია, რომელიც უზრუნველყოფს კავშირს, ერთი მხრივ, ცენტრალურ აზიასა და შორეულ აღმოსავლეთს შორის და,  მეორეს მხრივ, თურქეთსა და ევროპას შორის. აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის მთავარ სასაზღვრო კვეთის პუნქტებთან დაკავშირება მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რომელიც აბრეშუმის გზაზე სატრანზიტო ქვეყნის როლს ასრულებს. საპროექტო გზის მონაკვეთი წარმოადგენს თბილისიდან კახეთის მიმართულებით დამაკავშირებელ ძირითად მაგისტრალს და, როგორც აღინიშნა, აზერბაიჯანის ჩრდილო–დასავლეთ რეგიონთან დამაკავშირებელ სატრანზიტო კორიდორს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ არსებული გზა გადის ისეთ მჭიდროდ დასახლებულ სოფლებსა და ქალაქებში როგორებიცაა, ვაზიანი, სართიჭალა, ნინოწმინდა და საგარეჯო, სადაც დასახლებული პუნქტების სპეციფიკიდან გამომდინარე ხდება ადგილობრივი ავტოტრანსპორტის გამჭოლად გამავალ სარანსპორტო ნაკადებთან შერწყმა-აღრევა, ქვეითად მოსიარულეების მიერ გზით სარგებლობა და ამასთანავე პირუტყვის მიერ სავალი ნაწილის დაკავება, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს ავტოტრანსპორტის გადაადგილებას და საფრთხეს უქმნის როგორც მგზავრთა, ასევე ქვეითთა უსაფრთხოდ გადაადგილებას. ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ფარგლებში, ალტერნატიული მიმართულებების და მრავალფუნქციური შედარებების საფუძველზე დადგინდა, რომ ავტოტრანსპორტის პროგნოზირებული ინტენსივობა საშუალო ზრდის ტემპით შემდეგი 20 წლის განმავლობაში გაიზრდება (2040 წლისათვის AADT შეადგენს 33 688-ს) და ახალი 4-ზოლიანი ავტომაგისტრალის მშენებლობა ზემოხსენებული გარემოებებიდან გამომდინარე კრიტიკულად აუცილებელია თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთისათვის, რომლის მარშრუტიც სრულიად აუვლის გვერდს დასახლებულ პუნქტებს, რაც გაზრდის დერეფნის გამტარუნარიანობას, შემცირდება გადაადგილების დრო და ხარჯები, გაიზრდება გადაადგილების სიჩქარეები, საგრძნობლად გაუმჯობესდება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება და განიმუხტება დასახლებული პუნქტები.

საპროექტო გზის ლოტი 2-ის მთლიანი სიგრძე დაახლოებით 8 კმ-ია. იგი კვეთს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მთავარ დასახლებებს – ქალაქ საგარეჯოსა და სოფლებს: ხაშმს, პატარძეულს, ნინოწმინდას, წყაროსთავს, გიორგიწმინდასა და თოხლიაურს. საპროექტო მონაკვეთი იწყება ნიშნულიდან კმ27+840 და სრულდება კმ35+500 ნიშნულზე. ის აგრძელებს კონსტრუქციულ ლოტ 1-ს. დასაწყისი - კმ27+840 მდებარეობს ნინოწმინდამდე, ლორის რკინიგზის სადგურთან, დასასრული - კმ35+500 მდებარეობს თოხლიაურის კვანძის აღმოსავლეთით. საავტომობილო გზა არსებული სარკინიგზო ხაზიდან პარალელურად მიემართება ჩრდილოეთით, დაახლოებით 30+118 პიკეტამდე, სადაც არსებულ სარკინიგზო ხაზზე, მაგისტრალი გადადის ხიდით. 28+607 პიკეტთან ახლოს, გათვალისწინებულია ნინოწმინდას ახალი საავტომობილო კვანძის მოწყობა. 30+118 პიკეტიდან, საიდანაც რკინიგზის ხაზი იკვეთება, საავტომობილო გზა გრძელდება ჩრდილო-აღმოსავლეთით, რომელიც გაივლის საგარეჯოს სამხრეთით. 34+656 პიკეტთან ახლოს გათვალისწინებულია ახალი თოხლიაურის საავტომობილო კვანძის მოწყობა. თოხლიაურის საავტომობილო კვანძის შემდეგ, საავტომობილო გზა მიდის სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით, 35+500 პიკეტამდე, სადაც მთავრდება საპროექტო გზაზე (ლოტი 2). გათვალისწინებულია, რამდენიმე შემოვლითი და ვერტიკალური ადგილობრივი გზების მოწყობა, რათა აღდგეს წვდომა კერძო მიწის ნაკვეთებზე. გარდა ამისა, გზაჯვარედინზე გათვალისწინებულია მეორადი გზების მოწყობა, ახალი საავტომობილო გზის, ადგილობრივ საგზაო ქსელთან დასაკავშირებლად. თბილისი-საგარეჯო და საგარეჯო-ბაკურციხის გზის მონაკვეთების გასწვრივ დაბლობებზე გვხვდება ძირითადად ზომიერი კლიმატური პირობები, ხოლო მთიან ტერიტორიებსა და ხეობებში (ჩალაუბანიდან ბაკურციხემდე) კლიმატი უფრო მკაცრია. რელიეფის მნიშვნელოვანი ნაწილი ეკუთვნის მარიამჯვარის სახელმწიფო ნაკრძალის მთების სამხრეთით მდებარე, აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ გადაჭიმულ ხეობას. რელიეფი ძირითადად სწორია მხოლოდ მცირე ქანობებით, მაგრამ გვხვდება უსწორმასწორო ბორცვებიც. ხეობას კვეთს რამდენიმე მდინარე, რომლებიც არხებს, თხრილებსა და წყლის ნაკადებს ქმნის.

პროექტი მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, ვინაიდან აღნიშნული გზის მოწყობა უზრუნველყოფს საქართველოში მოქმედი საერთაშორისო სტანდარტებით აშენებულ საავტომობილო გზაზე მოსახლეობის და სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხო გადაადგილებას მრავალი წლის მანძილზე და პროექტის ფარგლებში, საჭიროებისამებრ, ასევე განხორციელდება მეორეხარისხოვანი და სხვა, საჭირო შიდა გზების რეაბილიტაცია, რაც ასევე უმნიშვნელოვანესია ადგილობრივი მოსახლეობისთვის და აღნიშნული გზებით მოსარგებლე, ნებისმიერი პირისთვის.

პროექტის განხორციელების მიზნით დეპარტამენტის დაკვეთით მომზადდა მიწის შესყიდვისა და განსახლების სამოქმედო გეგმა, რომელშიც გათვალისწინებულია პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული უძრავი ქონების მესაკუთრეებისთვის ქონების ღირებულებისა და საკომპენსაციო თანხების ანაზღაურების საკითხი. ამასთან,  დეპარტამენტის მიერ  შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული  დალი კევლიშვილის (პ/ნ:36001043310), ვალერიანი კევლიშვილის (პ/ნ:36001043365), ვასილი კევლიშვილის (პ/ნ:36001043553), ნატალია კევლიშვილის (პ/ნ: 36001043602) და სანდრო კევლიშვილის (პ/ნ:36001051478) თანასაკუთრებაში არსებულ, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, ადმინისტრაციულ ერთეულ გიორგიწმინდაში მდებარე  (ბლოკი №035, ნაკვეთი №041),  2 371 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის  (საკადასტრო კოდი: 55.11.62.035.041) ნაწილის 1173 კვ.მ მიწის ნაკვეთის, მასზე არსებული მრავალწლიანი ნარგავების და ნაგებობების (ბოძები, მავთული)  ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ შუამდგომლობით მომართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და  საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება მოითხოვა.

წარმოდგენილი განცხადების საფუძვლიანობის შემოწმებისა და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, მიზანშეწონილია დაკმაყოფილდეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შუამდგომლობა და დეპარტამენტს მოთხოვნილ უძრავ ქონებაზე მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ დეპარტამენტის მიერ ხორციელდება  საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის თბილისი-ბაკურციხის კმ27+840-კმ35+500 (საგარეჯოს შემოვლითი გზა) საავტომობილო გზის მონაკვეთის (ლოტი 2) მშენებლობის პროექტი.

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, ადმინისტრაციულ ერთეულ გიორგიწმინდაში მდებარე, ბლოკი №035, ნაკვეთი №041, 2 371 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის  (საკადასტრო კოდი: 55.11.62.035.041) თანამესაკუთრეები არიან: დალი კევლიშვილი (პ/ნ:36001043310), ვალერიანი კევლიშვილი (პ/ნ:36001043365), ვასილი კევლიშვილი (პ/ნ:36001043553), ნატალია კევლიშვილი (პ/ნ: 36001043602) და სანდრო კევლიშვილი (პ/ნ:36001051478).

დადგენილია, რომ  პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა დალი კევლიშვილის, ვალერიანი კევლიშვილის, ვასილი კევლიშვილის, ნატალია კევლიშვილის და სანდრო კევლიშვილის (პ/ნ:36001051478) თანასაკუთრებაში არსებული, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, ადმინისტრაციულ ერთეულ გიორგიწმინდაში მდებარე, (ბლოკი №035, ნაკვეთი №041) 2371 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის  (საკადასტრო კოდი: 55.11.62.035.041) ნაწილი – 1 173 კვ.მ მიწის ნაკვეთი და  მასზე არსებული მრავალწლიანი ნარგავები, ნაგებობები (ბოძები, მავთული).

საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების სამართლებრივ გარანტიას წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის მე-19 მუხლში, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია“. საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება.

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი ითვალისწინებს საჯარო ინტერესებისათვის ამ უფლების შეზღუდვას კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან“. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ,,ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება“.

ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება გზისა და მაგისტრალის გაყვანა-მშენებლობისათვის.

ვინაიდან  დეპარტამენტის მიერ ვერ ხერხდება უძრავი ქონების გამოსყიდვის თაობაზე კერძო მესაკუთრეებთან შეთანხმების მიღწევა, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების  ჩამორთმევის  საჭიროება. ამასთან, საექსპროპრიაციო ქონების ღირებულებასთან დაკავშირებით ექსპროპრიატორისა და ქონების მესაკუთრის შეუთანხმებლობის საკითხის განხილვა/გადაწყვეტა არ წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილებას. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით – „თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით“.

ამდენად,  „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“  საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის  2016  წლის 25 მარტის  №1-1/159 ბრძანებით   შექმნილი კომისიის  2023  წლის 11 აპრილის კომისიის ოქმის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის თბილისი-ბაკურციხის კმ27+840-კმ35+500 (საგარეჯოს შემოვლითი გზა) საავტომობილო გზის მონაკვეთის (ლოტი 2) მშენებლობის პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება პროექტის არეალში მოქცეულ დალი კევლიშვილის (პ/ნ:36001043310), ვალერიანი კევლიშვილის (პ/ნ:36001043365), ვასილი კევლიშვილის (პ/ნ:36001043553), ნატალია კევლიშვილის (პ/ნ: 36001043602) და სანდრო კევლიშვილის (პ/ნ:36001051478) თანასაკუთრებაში არსებულ, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, ადმინისტრაციულ ერთეულ გიორგიწმინდაში მდებარე, ბლოკი №035, ნაკვეთი №041, 2 371 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის  (საკადასტრო კოდი: 55.11.62.035.041) ნაწილზე – 1 173 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და მასზე არსებულ მრავალწლიან ნარგავებსა და ნაგებობებზე (ბოძები, მავთული).

2.  ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი №64).

 

მინისტრი                                                                                ლევან დავითაშვილი