დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 22 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 19/04/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/04/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140130000.22.034.017351 |
|
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2013, 140130000.22.034.016246) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის:
1. 75-ე მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებისა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უბნის უფროსი ინსპექტორი, უბნის ინსპექტორი, უფროსი დეტექტივი, დეტექტივი, უფროსი დეტექტივი (ანალიტიკოსი), დეტექტივი (ანალიტიკოსი), მართლწესრიგის უფროსი ოფიცერი, მართლწესრიგის ოფიცერი, უფროსი გამომძიებელი და გამომძიებლი;“; ბ) „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს. 2. 77-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამინისტროს მოსამსახურე, რომელიც ინიშნება ამ წესის 75-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ თანამდებობაზე, თავისუფლდება სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის გავლის ვალდებულებისგან, თუ მას გავლილი აქვს შესაბამისი კურსი/პროგრამა.“; ბ) მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები ამოღებულ იქნეს. 3. 81-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.ა) სამინისტროს ოპერატიული ქვედანაყოფის უფროსის (დეპარტამენტის დირექტორი, მთავარი სამმართველოს უფროსი, სამმართველოს უფროსი, სამსახურის უფროსი და განყოფილების უფროსი, აგრეთვე მათი მოადგილეები), უფროსი გამომძიებლის, გამომძიებლის, უფროსი დეტექტივის, დეტექტივის, უფროსი დეტექტივის (ანალიტიკოსი), დეტექტივის (ანალიტიკოსი), უბნის უფროსი ინსპექტორის ან უბნის ინსპექტორის თანამდებობიდან უფრო დაბალ ან ტოლფას თანამდებობაზე დანიშვნის დროს;“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები