დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 20 ოქტომბრის №92 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 29 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 26/04/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/04/2023 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 15/01/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120340000.22.026.017069 |
|
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 20 ოქტომბრის №92 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 20 ოქტომბრის №92 ბრძანებით (ვებგვერდი, 21/10/2020, სარეგისტრაციო კოდი: 120340000.22.026.016834) დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-7 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 მუხლი: „მუხლი 71. ორმხრივი ურთიერთობების სამმართველოს პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის განყოფილების სპეციალისტი (მეოთხე რანგი, კატეგორია – პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი) 1. უმაღლესი განათლება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით: ა) სამართლის მიმართულებით (სამართლის, საჯარო სამართლის, საერთაშორისო სამართლის სპეციალობები); ბ) სოციალური და ქცევითი მეცნიერებების მიმართულებით (პოლიტიკის მეცნიერების, საერთაშორისო ურთიერთობების, უსაფრთხოების კვლევების, დიპლომატია და საერთაშორისო პოლიტიკის, ევროპული ინტეგრაციის, კონფლიქტოლოგიის სპეციალობები); გ) ბიზნესისა და ადმინისტრირების მიმართულებით (მენეჯმენტის, საჯარო მმართველობის, პროექტების მენეჯმენტის, საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტის, მარკეტინგის, საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალობები); დ) ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით (ისტორია, ფილოსოფიის სპეციალობები, ენები). 2. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი; გ) „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონი; ვ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება. 3. საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების საკითხების, ასევე ეროვნულ უსაფთხოებასთან დაკავშირებული ძირითადი კონცეპტუალური დოკუმენტების ზოგადი ცოდნა. 4. თავდაცვის სფეროში მიმდინარე ძირითადი პროცესების, თავდაცვის ძალების სტრუქტურისა და ძალთა მართვის ტენდენციების, ნატოსთან, ევროკავშირთან და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის ფორმატებისა და მექანიზმების შესახებ ზოგადი ცოდნა. 5. ინგლისური ენის ცოდნა – C1 დონე, სასურველია სხვა უცხო ენის ცოდნა – B1 დონე (ფრანგული, გერმანული, თურქული ან რუსული ენებიდან ერთ-ერთი). 6. შემდეგი კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft Powerpoint.“. 2. 251 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 252 მუხლი: „252. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების სამმართველოს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების მხარდაჭერის განყოფილების მთავარი სპეციალისტი (მესამე რანგი, კატეგორია – მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი) 1. უმაღლესი განათლება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით: ა) სამართლის მიმართულებით (სამართლის, საჯარო სამართლის, საერთაშორისო სამართლის სპეციალობები); ბ) სოციალური და ქცევითი მეცნიერებების მიმართულებით (პოლიტიკის მეცნიერების, საერთაშორისო ურთიერთობების, უსაფრთხოების კვლევების, დიპლომატია და საერთაშორისო პოლიტიკის, ევროპული ინტეგრაციის, კონფლიქტოლოგიის სპეციალობები); გ) ბიზნესისა და ადმინისტრირების მიმართულებით (მენეჯმენტის, საჯარო მმართველობის, პროექტების მენეჯმენტის, საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტის, მარკეტინგის, საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალობები); დ) ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით (ისტორია, ფილოსოფიის სპეციალობები, ენები). 2. საერთაშორისო ურთიერთობების ან საერთაშორისო სამართლის სფეროში მუშაობის 1 წლის გამოცდილება. 3. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი; გ) „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონი; ვ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება. 4. საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების საკითხების, ასევე ეროვნულ უსაფთხოებასთან დაკავშირებული ძირითადი კონცეპტუალური დოკუმენტების ზოგადი ცოდნა. 5. თავდაცვის სფეროში მიმდინარე ძირითადი პროცესების, თავდაცვის ძალების სტრუქტურისა და ძალთა მართვის ტენდენციების, ნატოსთან, ევროკავშირთან და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის ფორმატებისა და მექანიზმების შესახებ ზოგადი ცოდნა. 6. ინგლისური ენის ცოდნა – C1 დონე, სასურველია ფრანგული ენის ცოდნა – B1 დონე. 7. შემდეგი კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft Powerpoint.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები