„სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 1 ოქტომბრის №476 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 1 ოქტომბრის №476 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 156
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/04/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/04/2023
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.023989
156
18/04/2023
ვებგვერდი, 19/04/2023
300160070.10.003.023989
„სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 1 ოქტომბრის №476 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №156

2023 წლის 18 აპრილი

   ქ. თბილისი

 

„სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 1 ოქტომბრის №476 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 1 ოქტომბრის №476 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge,  03/10/2018,  300160070.10.003.020792)  შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის სამშენებლო პროდუქტების შესახებ“:

1. 11  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ მუხლი 11 . ზოგადი დებულებები

1. ამ ტექნიკური რეგლამენტის მოქმედება ვრცელდება ამავე ტექნიკური რეგლამენტის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სამშენებლო პროდუქტებზე.

2. პლასტმასის მილებისა და არმატურის შემთხვევაში, ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაციის ნაცვლად წარსადგენი შესაბამისობის შეფასების დოკუმენტაცია და შესაბამისობის შეფასების პროცედურა განისაზღვრება ამავე ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისი დანართების მიხედვით.

3. ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების კონკრეტული მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული სამშენებლო პროდუქტები, მოცემულია ამავე ტექნიკური რეგლამენტის VII დანართში მითითებულ სტანდარტ(ებ)ში, რომელთაც ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისთვის აქვეყნებს სსიპ − საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო, ხოლო არმატურისა და პლასტმასის მილისათვის, შესაბამისად − ამ ტექნიკური რეგლამენტის IV და V დანართებში.

4. ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესრულებას ასევე უზრუნველყოფს „საქართველოს მიერ სხვა ქვეყნების ტექნიკური რეგლამენტების სამოქმედოდ დაშვების, შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარების, შესაბამისი ნიშანდების მქონე პროდუქტის საქართველოში დამატებითი შესაბამისობის შეფასების პროცედურების გარეშე დაშვებისა და ასევე სხვა ქვეყნებში წარმოებული, რეგულირებული სფეროსათვის მიკუთვნებული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე შეზღუდვების გარეშე განთავსების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის №50 დადგენილების (შემდგომში − №50 დადგენილება) დანართით გათვალისწინებული ქვეყნების მოთხოვნებთან შესაბამისობა, რომელიც დასტურდება ამავე ქვეყნებში შესაბამისობის შეფასებისთვის დადგენილი წესით, მათ შორის, შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტებით.“.

2. 12 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. იმპორტის გზით ამ ტექნიკური რეგლამენტის VI დანართით განსაზღვრული სამშენებლო პროდუქტის საქართველოს ბაზარზე განთავსებისათვის (გარდა ფიზიკური პირის მიერ 30 კალენდარულ დღეში ერთხელ შემოტანილი 500 ლარამდე ღირებულების 30 კგ-მდე საერთო წონის სამშენებლო პროდუქტისა, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის) იმპორტიორი ვალდებულია სსიპ – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) ვებგვერდის მეშვეობით შემოსავლების სამსახურსა და სსიპ – ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) ელექტრონული ფორმით წარუდგინოს „სამშენებლო პროდუქტის იმპორტის წინასწარი შეტყობინება“, რომლის ფორმა, შევსებისა და დადასტურების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.

2. შემოსავლების სამსახური ვალდებულია შეაჩეროს და არ დაუშვას იმპორტის გზით ამ ტექნიკური რეგლამენტის VI დანართით განსაზღვრული სამშენებლო პროდუქტის საქართველოს ბაზარზე განთავსება, რომელზეც არ იქნა წარმოდგენილი დადასტურებული − „სამშენებლო პროდუქტის იმპორტის წინასწარი შეტყობინება“.“.

3. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სამშენებლო პროდუქტი – ნებისმიერი პროდუქტი ან სამშენებლო პროდუქტების ნაკრები, რომელიც წარმოებულია და ბაზარზე განთავსებულია ან განკუთვნილია ბაზარზე განსათავსებლად სამშენებლო ობიექტებზე ან მის ნაწილებში მუდმივი ინკორპორირებისთვის და რომლის თვისებებიც გავლენას ახდენს სამშენებლო ობიექტების მახასიათებლებზე სამშენებლო ობიექტებისადმი დაწესებული ძირითადი მოთხოვნების ფარგლებში. ამ  ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისათვის, სამშენებლო პროდუქტების ჩამონათვალი მოცემულია ამავე ტექნიკური რეგლამენტის VII დანართში;“.

4. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ სამშენებლო პროდუქტი დაფარულია ამ ტექნიკური რეგლამენტის 11 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სტანდარტებით, სამშენებლო პროდუქტის ძირითად მახასიათებლებთან დაკავშირებული თვისებების შესახებ ინფორმაცია შესაძლოა მიწოდებული იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული თვისებები დეკლარირებულია სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაციაში, გარდა ამავე ტექნიკური რეგლამენტის მე-5 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.

5. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაცია ეკონომიკური ოპერატორის მიერ შესაძლოა განთავსდეს მის შესაბამის ვებგვერდზე. ამ შემთხვევაში, სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაცია ვებგვერდზე განთავსებული უნდა იყოს, სულ მცირე, ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადით.“.

6.  მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 − მე-13 პუნქტები:

„6. შესაბამისობის შემფასებელი პირი არის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული იურიდიული პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლის მოთხოვნებს.  

7. შესაბამისობის შემფასებელი პირი, მისი ხელმძღვანელობა და შესაბამისობის შეფასების ღონისძიებების განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომელი, რომელიც თვისებების უცვლელობის შეფასებისა და ვერიფიკაციის პროცესში პასუხისმგებელია მესამე პირის ამოცანების შესრულებაზე, ვალდებულია, არ ჩაერთოს აღნიშნული პროდუქტის დიზაინის, წარმოების ან დამზადების, მარკეტინგის, მონტაჟის, გამოყენების ან/და ამ სამშენებლო პროდუქტების მოვლა-შენახვის პროცესში და არ უნდა წარმოადგენდეს ამ საქმიანობაში ჩართულ მხარეს.

8. შესაბამისობის შემფასებელი პირი და შესაბამისობის შეფასების ღონისძიებების განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომელი ვალდებულნი არიან, თვისებების უცვლელობის შეფასებისა და ვერიფიკაციის პროცესში მესამე პირის ამოცანები შეასრულონ პროფესიული კეთილსინდისიერების დაცვითა და კონკრეტული სფეროსთვის საჭირო ტექნიკური კომპეტენციით და თავისუფალი იყვნენ ყოველგვარი, მათ შორის, ფინანსური გავლენისგან, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს შეფასებაზე ან/და განხორციელებული შეფასების ან/და ვერიფიკაციის აქტივობების შედეგებზე.

9. ნებისმიერ დროს და თვისებების უცვლელობის შეფასებისა და ვერიფიკაციის თითოეული სისტემისა და სამშენებლო პროდუქციის თითოეული სახეობისთვის ან კატეგორიისთვის, არსებითი მახასიათებლებისა და ამოცანებისთვის, რომელთან დაკავშირებითაც მას მიმართეს,  შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია:

ა) ჰყავდეს თვისებების უცვლელობის შეფასებისა და ვერიფიკაციის პროცესში მესამე პირის ამოცანების შესრულებისთვის საკმარისი და სათანადო გამოცდილების შესაბამისი ტექნიკური ცოდნის მქონე თანამშრომლები;

ბ) აქტივობები განახორციელოს იმდაგვარად, რომ  შესაძლებელი იყოს  შესაბამისობის შეფასების ფარგლებში განხორციელებული აქტივობების გამიჯვნა სხვა სახის აქტივობებისგან, ასევე გააჩნდეს თვისებების შეფასებისთვის საჭირო პროცედურების იმგვარი აღწერილობა, რაც უზრუნველყოფს ამ პროცედურების გამჭვირვალობასა და განმეორებითობას;

გ) შემუშავებული ჰქონდეს პროცედურები ქმედებების შესასრულებლად, რომლებიც ითვალისწინებენ საწარმოს ზომას, საქმიანობის სფეროს, სტრუქტურას, ტექნოლოგიის სირთულის დონესა და წარმოების პროცესის მასიურ ან სერიულ ხასიათს.

10. შესაბამისობის შემფასებელ პირს უნდა გააჩნდეს მისი აკრედიტაციის ფარგლებში განსახორციელებელი აქტივობებისთვის აუცილებელი ყველა საშუალება, მათ შორის, უნდა უზრუნველყოს წვდომა ყველა საჭირო აღჭურვილობასა და მოწყობილობაზე.

11.  შესაბამისობის შემფასებელი ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს, რომ შესაბამისობის შეფასების ღონისძიებების განხორციელებაზე პასუხისმგებელ თანამშრომლებს:

ა) გავლილი ჰქონდეთ ტექნიკური და თეორიული ტრენინგი, რომელიც მოიცავს ყველა იმ შესაბამისობის შეფასების პროცედურას, რომლისთვისაც შესაბამისობის შემფასებელი ორგანო აკრედიტებულია;

ბ) ჰქონდეთ შესაბამისობის შეფასების მოთხოვნების დამაკმაყოფილებელი ცოდნა და სათანადო უფლებამოსილება შეფასების განსახორციელებლად;

გ) ჰქონდეთ აუცილებელი მოთხოვნების, შესაბამისი სტანდარტებისა და კანონმდებლობის შესახებ სათანადო ცოდნა;

დ) შეეძლოთ იმ სერტიფიკატების, ჩანაწერებისა და ანგარიშების მომზადება, რომლებიც ადასტურებენ შეფასებისა და ვერიფიკაციის განხორციელებას.

12.  შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია უზრუნველყოს შესაბამისობის შემფასებელი პირის, მისი ხელმძღვანელობისა და შეფასებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლების მიუკერძოებლობა. შესაბამისობის შემფასებელი პირის ხელმძღვანელობისა და შემფასებელი თანამშრომლების შრომის ანაზღაურება არ უნდა იყოს დამოკიდებული ჩატარებული შეფასებების რაოდენობაზე ან ამ შეფასებების შედეგებზე.

13. შესაბამისობის შემფასებელი პირის თანამშრომლები ვალდებულნი არიან, დაიცვან პროფესიული საიდუმლოება ყველა იმ ინფორმაციასთან მიმართებით, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა შესაბამისობის შეფასების პროცედურების განხორციელებისას. ასევე უზრუნველყოფილი უნდა იყოს ქონებრივი უფლებების დაცვა.“.

7.  II დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დანართი II

ა) სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაციის მოდელი:

 

„სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაცია

№ ...............................................................

 

1. პროდუქტის ტიპის უნიკალური საიდენტიფიკაციო კოდი:

..........................................................................................................................................................................

2. სამშენებლო პროდუქტის გამოყენების დანიშნულება:

..........................................................................................................................................................................

3. ინფორმაცია მწარმოებლის შესახებ:

..........................................................................................................................................................................

..........................................................................................................................................................................

4. საჭიროების შემთხვევაში, ინფორმაცია ავტორიზებული წარმომადგენლის შესახებ:

..........................................................................................................................................................................

..........................................................................................................................................................................

5. სამშენებლო პროდუქტის თვისებების უცვლელობის შეფასებისა და ვერიფიკაციის სისტემა

ან სისტემები:

..........................................................................................................................................................................

..........................................................................................................................................................................

6. ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული სტანდარტი:

..........................................................................................................................................................................

7. ინფორმაცია შესაბამისობის შემფასებელი პირის შესახებ:

..........................................................................................................................................................................

8. დეკლარირებული თვისებები:

..........................................................................................................................................................................

9. შესაბამისი ან/და სპეციალური ტექნიკური დოკუმენტაცია და მოთხოვნები, რომლებსაც პროდუქტი შეესაბამება, იმ შემთხვევაში, თუ „სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 1 ოქტომბრის №476 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-16 და მე-17 მუხლებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია იქნა გამოყენებული:

..........................................................................................................................................................................

..........................................................................................................................................................................

დეკლარაციაში მითითებული პროდუქტი შესაბამისობაშია დეკლარირებულ თვისებებთან. ეს დეკლარაცია შედგენილია „სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 1 ოქტომბრის №476 დადგენილების მიხედვით, დეკლარაციაში მითითებული მწარმოებლის პასუხისმგებლობის ქვეშ.

 

ხელმოწერილია მწარმოებლისთვის და მისი სახელით:

.........................................................................................................................................

(სახელი)

..................................................................

(გაცემის ადგილი და თარიღი)

 ....................................................

 (ხელმოწერა)“;

 

        ბ) სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაციის შედგენის ინსტრუქცია:

 

სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაციის მოდელის პუნქტები

ინსტრუქცია

№ − თვისებების დეკლარაციის საიდენტიფიკაციო ნომერი

ეს არის სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაციის საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელიც გათვალისწინებულია ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით.

მწარმოებელი თავისუფალია, აარჩიოს თვისებების დეკლარაციის საიდენტიფიკაციო ნომერი, აღნიშნული ნომერი შესაძლოა იყოს იგივე, რაც სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაციის პირველ პუნქტში მითითებული პროდუქტის ტიპის უნიკალური საიდენტიფიკაციო კოდი.

პირველი პუნქტი

უნდა მიეთითოს პროდუქტის ტიპის უნიკალური საიდენტიფიკაციო კოდი, რომელიც გათვალისწინებულია ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით.

მწარმოებლის მიერ განსაზღვრული უნიკალური საიდენტიფიკაციო კოდი აღნიშნავს პროდუქტის ტიპს და, შესაბამისად, სამშენებლო პროდუქტის დონის ან კლასის განსაზღვრას, რომლებიც მითითებულია სამშენებლო პროდუქტისათვის შედგენილ თვისებების დეკლარაციაში. სამშენებლო პროდუქტების მიმღებებისათვის, განსაკუთრებით კი − მათი საბოლოო მომხმარებლისთვის, აუცილებელია, რომ შეძლონ მოცემული ნებისმიერი პროდუქტისათვის  თვისებების დონისა და კლასის ცალსახად იდენტიფიცირება. ყველა სამშენებლო პროდუქტი, რომლისთვისაც შედგენილია თვისებების დეკლარაცია, მწარმოებლის მიერ უნიკალური საიდენტიფიკაციო კოდის საშუალებით უნდა იყოს დაკავშირებული პროდუქტის შესაბამის ტიპთან და მოცემულ თვისებების დონესა და კლასებთან.

მე-2 პუნქტი

უნდა მიეთითოს სამშენებლო პროდუქტის გამოყენების დანიშნულება ან ამგვარი დანიშნულების ჩამონათვალი, რომელიც განსაზღვრულია მწარმოებლის მიერ შესაბამისი  ტექნიკური სპეციფიკაციების მიხედვით.

მე-3 პუნქტი

უნდა მიეთითოს მწარმოებლის დასახელება, რეგისტრირებული სავაჭრო სახელი ან რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი, საკონტაქტო მისამართი ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად.

მე-4 პუნქტი

ეს პუნქტი უნდა შეივსოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ავტორიზებული წარმომადგენელი ამ ტექნიკური რეგლამენტის     მე-11 მუხლის შესაბამისად. ასეთ შემთხვევაში უნდა მიეთითოს ავტორიზებული წარმომადგენლის სახელი და საკონტაქტო მისამართი.

მე-5 პუნქტი

უნდა მიეთითოს ამ ტექნიკური რეგლამენტის III დანართის შესაბამისი სამშენებლო პროდუქტის თვისებების უცვლელობის ვერიფიკაციისა და შეფასების სისტემის ნომერი, თუ გამოყენებულია რამდენიმე სისტემა, თითოეული მათგანი უნდა მიეთითოს.

მე-6 პუნქტი

როდესაც სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაცია ეფუძნება ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ სტანდარტს, უნდა მიეთითოს ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული სტანდარტის ნომერი და მიღების თარიღი.

მე-7 პუნქტი

შესაბამის შემთხვევაში უნდა მიეთითოს ინფორმაცია შესაბამისობის შემფასებელი პირის შესახებ (სახელი და უნიკალური საიდენტიფიკაციო კოდი).

მე-8 პუნქტი

ამ პუნქტის შემთხვევაში, თვისებების დეკლარაციაში მითითებული უნდა იყოს:

1. ძირითადი მახასიათებლების სია, რომელიც განსაზღვრულია შესაბამის ტექნიკურ სპეციფიკაციებში მითითებული დანიშნულებით გამოყენებისას.

2. თითოეული მახასიათებლისათვის დეკლარირებული თვისებები, კლასებისა და დონეების მიხედვით ან აღწერილობით, იმ მახასიათებლებთან მიმართებით, რომლის შემთხვევაშიც თვისებები არ არის დეკლარირებული,  უნდა იყოს მითითებული − „თვისებები არ არის დეკლარირებული“. ეს პუნქტი შესაძლოა, შეივსოს ცხრილის სახით, რომელიც აჩვენებს კავშირს ტექნიკურ სპეციფიკაციებსა და თითოეულ ძირითად მახასიათებელთან მიმართებით გამოყენებული პროდუქტის თვისებების უცვლელობისა და ვერიფიკაციის სისტემებს შორის, ასევე სამშენებლო პროდუქტების თვისებებს თითოეულ ძირითად მახასიათებელთან მიმართებით.

თვისებები უნდა იქნეს დეკლარირებული ნათელი და გასაგები ფორმით. თვისებები არ შეიძლება აღწერილი იყოს თვისებების დეკლარაციაში მხოლოდ გამოსაყენებელი გაანგარიშების ფორმულის სახით.

სამშენებლო პროდუქტების თვისებების დონეები და კლასები გადმოტანილი უნდა იყოს უშუალოდ თვისებების დეკლარაციაში და არ შეიძლება გამოხატული იყოს მხოლოდ  დეკლარაციაში იმ დოკუმენტებზე მითითებებით, რომლებშიც სამშენებლო პროდუქტების თვისებების დონეები და კლასებია მოცემული.

პროდუქტის სტრუქტურული თვისება შეიძლება გამოიხატოს შესაბამის საწარმოო დოკუმენტაციაში ან სტრუქტურული დიზაინის/პროექტის გაანგარიშებებში, ასეთ შემთხვევაში, შესაბამისი დოკუმენტები თან უნდა დაერთოს თვისებების დეკლარაციას.

მე-9 პუნქტი

ეს პუნქტი უნდა შეივსოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაცია ან/და სპეციალური ტექნიკური დოკუმენტაცია იქნა გამოყენებული, ტექნიკური რეგლამენტის მე-16 და მე-17 მუხლების შესაბამისად,  რათა მოხდეს იდენტიფიცირება/ მითითება მოთხოვნებზე, რომლებსაც პროდუქტი აკმაყოფილებს.

ამ შემთხვევაში, სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაციის ამ პუნქტში მითითებული უნდა იყოს:

ა) გამოყენებული შესაბამისი ან/და სპეციალური ტექნიკური დოკუმენტაციის საიდენტიფიკაციო ნომერი; და

ბ) მოთხოვნები, რომლებსაც პროდუქტი აკმაყოფილებს.

ხელმოწერა

ცარიელი ადგილი უნდა შეივსოს ფრჩხილებში მითითებული ინფორმაციით და ხელმოწერით.“.

       

8. VI დანართის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის დანართი VII:

დანართი VII

 

სამშენებლო პროდუქტების ჩამონათვალი

 

სამშენებლო პროდუქტის დასახელება

 

სტანდარტი

 

თაბაშირ-მუყაოს პროდუქტები

 

 

  1.  

თაბაშირ-მუყაოს ფილა

სსტ ენ 520:2004:+A1:2009/2013

  1.  

ქარხნული წარმოების თაბაშირ-მუყაოს პანელები ფიჭური მუყაოს შიგთავსით

სსტ ენ 13915:2009

  1.  

თაბაშირ-მუყაოს თერმო/აკუსტიკური საიზოლაციო კომპოზიტური პანელები

სსტ ენ 13950:2014/2015 

  1.  

გადამუშავებული მასალისგან დამზადებული თაბაშირ-მუყაოს ფილები

სსტ ენ 14190:2014/2015 

  1.  

თაბაშირ-მუყაოს დაფები ბოჭკოვანი გამაგრებით − ბოჭკოვანი დაფები

სსტ ენ

15283-2:2008+A1:2009/2018 

  1.  

თაბაშირ-მუყაოს ბლოკი

სსტ ენ 12859:2011/2015 

 

კედლის, ჭერისა და იატაკის მოსაპირკეთებელი პროდუქტები

 

  1.  

ჩამოსაკიდი ჭერი

სსტ ენ 13964:2014/2015

  1.  

გასაჭიმი ჭერი

სსტ ენ 14716:2009

  1.  

კერამიკული ფილები

სსტ ენ 14411:2012/2013

 

ცემენტი

 

  1.  

პორტლანდცემენტი

სსტ ენ 197-1:2011/2012

  1.  

ძალიან დაბალტემპერატურული სპეციალური ცემენტი

სსტ ენ 14216:2015/2018

  1.  

ცემენტი თიხა-მიწოვანი

სსტ ენ 14647:2005/2009

სსტ ენ 14647:2009/AC

  1.  

ცემენტი სუპერსულფატური

სსტ ენ  15743:2010+A1:2015/2018

  1.  

ცემენტი სამშენებლო (სალესი, ცემენტი სამშენებლო ხსნარებისთვის)

სსტ ენ 413-1:2011/2015

  1.  

ადჰეზივები ფილებისათვის (წებოცემენტი)

სსტ ენ 12004:2007+A1:2012/2013

 

ლითონის პროდუქტები

 

  1.  

ბეტონის არმირებისთვის განკუთვნილი არმატურა

ტექნიკური რეგლამენტის IV დანართით

გათვალისწინებული სტანდარტები

  1.  

სტრუქტურული ფოლადის ცხლად ნაგლინი ნაკეთობები (შველერი, კოჭი, კუთხოვანა, წნელი, ძელი, ლითონის ზოლი, ფურცელი, ფირფიტა)

სსტ ენ 10025-1:2010

  1.  

უჟანგავი რკინის შველერი, კოჭი, კუთხოვანა, წნელი, ძელი, ლითონის ზოლი, ფურცელი, ფირფიტა, მავთული

სსტ ენ 10088-5:2009/2018

  1.  

ცხლად დამუშავებული კონსტრუქციული ღრუ სექციები, არალეგირებული და წვრილდისპერსული ფოლადები (მრგვალი, კვადრატული, მართკუთხა და ოვალური)

სსტ ენ 10210-1:2009

  1.  

ცივი ფორმირების შედუღებული კონსტრუქციული ღრუ სექციები არალეგირებული და წვრილდისპერსული ფოლადებისგან (მრგვალი, კვადრატული და მართკუთხა)

სსტ ენ 10219-1:2009

 

სხვა სამშენებლო პროდუქტები

 

  1.  

სამშენებლო პლასტმასის მილები

-

  1.  

სამშენებლო ელექტროკაბელები

სსტ ენ 50575:2014/2016

სსტ ენ 50575:2014/A1:2016/2016.“.

 

მუხლი 2
1. ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია, შეამოწმოს საქართველოს ბაზარზე განთავსებული, ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-8 პუნქტში მოცემული ცხრილის მე-2 − მე-9, მე-11 − მე-15, მე-17 − მე-20 პუნქტებით გათვალისწინებული სამშენებლო პროდუქტების შესაბამისობა „სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 1 ოქტომბრის №476 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან და გასცეს შესაბამისი რეკომენდაციები მათ შესაბამისობაში მოსაყვანად.

2. შესაბამისი ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია, ითანამშრომლოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსთან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განსახორციელებლად და უზრუნველყოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს წარმომადგენლის დაშვება პროდუქტის რეალიზაციის ადგილებში, ასევე, მოთხოვნის შემთხვევაში, მიაწოდოს მას პროდუქტის შესაბამისობის დასადგენად აუცილებელი ინფორმაცია და დოკუმენტები.

მუხლი 3
1. ეს დადგენილება, გარდა ამავე დადგენილების პირველი მუხლისა,  ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, ხოლო ამ დადგენილების პირველი მუხლი ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.

2. ამ დადგენილების მე-2 მუხლი ძალაშია 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

 

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი