„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის − „საქპატენტის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის №181 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის − „საქპატენტის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის №181 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 155
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/04/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/04/2023
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.023988
155
18/04/2023
ვებგვერდი, 19/04/2023
040030000.10.003.023988
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის − „საქპატენტის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის №181 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №155

2023 წლის 18 აპრილი

   ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის − „საქპატენტის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის №181 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის − „საქპატენტის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის №181 დადგენილებაში (სსმ, №80, 06/07/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტს „ო“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო1“ ქვეპუნქტი:

„ო1) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქპატენტის თანამშრომლებისათვის ადგენს სოციალური დაცვის და­მა­ტებით ღონისძიებებსა და შეღავათებს;“.

2. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქპატენტის თავმჯდომარეს ჰყავს 2 მოადგილე, რომელთაც, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თავმჯდომარე. საქპატენტის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს საქპატენტის თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე.“.

3. მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

4. 61 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 61. საქპატენტის სტრუქტურა

1. საქპატენტი მასზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებას უზრუნველყოფს სტრუქტურული ერთეულებისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების  მეშვეობით.

2. საქპატენტის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ადმინისტრაციული დეპარტამენტი, რომლის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა.ა) ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამმართველო;

ა.ბ) საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროტოკოლის სამმართველო;

ა.გ) საინფორმაციო ტექნოლოგიების სამმართველო;

ა.დ) სერვისების განვითარებისა და მოქალაქეთა მომსახურების სამმართველო;

ბ) გამოგონებისა და ახალი ჯიშების დეპარტამენტი, რომლის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ბ.ა) მექანიკისა და ფიზიკის სამმართველო;

ბ.ბ) ქიმია-მედიცინისა და ბიოლოგიის სამმართველო;

გ) ეკონომიკური დეპარტამენტი, რომლის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

გ.ა) ლოჯისტიკის სამმართველო;

გ.ბ) საფინანსო სამმართველო;

გ.გ) შესყიდვების სამმართველო;

დ) ინტელექტუალური საკუთრების სწავლებისა და გადამზადების ცენტრი;

ე) იურიდიული დეპარტამენტი;

ვ) მონიტორინგის სამსახური;

ზ) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური;

თ) სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და დიზაინის დეპარტამენტი, რომლის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

თ.ა) დიზაინისა და დეპონირების სამმართველო;

თ.ბ) სასაქონლო ნიშნებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების სამმართველო.

3. საქპატენტის სტრუქტურულ ერთეულსა და სტრუქტურულ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თავმჯდომარე.

4. ადმინისტრაციული დეპარტამენტის, გამოგონებისა და ახალი ჯიშების დეპარტამენტის, ეკონომიკური დეპარტამენტისა  და იურიდიული დეპარტამენტის უფროსებს ჰყავთ მოადგილეები, რომელთაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თავმჯდომარე.

5. საქპატენტის სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები განისაზღვრება ამ დებულებითა და საქპატენტის თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული სტრუქტურული ერთეულების დებულებებით.“.

5.  61 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 62; 63; 64; 65; 66; 67; 68 და 69 მუხლები:

„მუხლი 62. ადმინისტრაციული დეპარტამენტი

ადმინისტრაციული დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა)  ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკისა და სტრატეგიის განსაზღვრა და მისი შესრულების უზრუნველყოფა;

ბ) ადამიანური რესურსების მოზიდვა, შერჩევის/დაქირავების პროცესის ორგანიზება და მართვა;

გ) საქპატენტსა და თანამშრომლებს შორის შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული საქმიანობის სათანადო დოკუმენტური გაფორმება და თანამშრომლების პირადი საქმეების წარმოება;

დ) თანამშრომელთა მოტივაციისა და შეფასების სისტემების შექმნა, დანერგვა და განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ წინადადებების ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;

ე) შრომის შინაგანაწესის პროექტის შემუშავება; თანამდებობრივი სამუშაო აღწერილობების შედგენა და მეთოდური უზრუნველყოფა;

ვ) საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული სისტემების მართვა;

ზ) საქპატენტის საქმისწარმოების სისტემის ორგანიზება;

თ) კანონმდებლობით გათვალისწინებული საიდუმლო ინფორმაციის შემცველი კორესპონდენციის/დოკუმენტაციის დადგენილი წესისა და პროცედურის შესაბამისად შენახვა/სისტემატიზაცია;

ი) საქპატენტის საერთაშორისო პროექტების განხორციელების ხელშეწყობა; საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დონორი ქვეყნების შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობა, პროექტების ინიციირება, კოორდინაცია, განხორციელებისათვის ხელშეწყობა;

კ) ინტელექტუალური საკუთრების სფეროში საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის უწყებებთან პარტნიორული ურთიერთობების დამყარება ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო თანამშრომლობის განხორციელების მიზნით;

ლ) საქპატენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებების იმპლემენტაციის შესახებ ანგარიშების მომზადება;

მ) შიდასახელმწიფოებრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მომზადებული ანგარიშების ანალიზი, ასევე მათი რეკომენდაციებისა და ვალდებულებების შესრულების შესახებ ანგარიშების მომზადება;

ნ) კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე უწყებათაშორისი საბჭოების ფარგლებში სტრატეგიებისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა და შესრულებული ანგარიშების მომზადება;

ო) საქპატენტის საქმიანობის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის, ასევე საქპატენტის კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის  წლიური ანგარიშების მომზადება; 

პ) საქპატენტის წარმომადგენლობითი საკითხების (მათ შორის, საზღვარგარეთის ქვეყნებში) დაგეგმვა, ორგანიზება და კოორდინაცია;

ჟ) უცხოეთის დელეგაციების საქართველოში ვიზიტებსა და ოფიციალურ მიღებებთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხების მოგვარება, ოფიციალური მიღებების გამართვა, სტუმრების მიღება-გაცილება და სხვადასხვა ოფიციალურ პირთან შეხვედრების ორგანიზება;

რ) ინფორმაციული ტექნოლოგიების (სისტემების) მართვა/განვითარება,  ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავება და მისი განხორციელების ხელშეწყობა;

ს) საქპატენტის საქმიანობასთან დაკავშირებული საინფორმაციო (მონაცემთა) ბაზების ფორმირებისა და სარგებლობის, ასევე, დოკუმენტბრუნვის ელექტრონული საქმისწარმოების სისტემის ტექნიკური უზრუნველყოფა;

ტ) საქპატენტის შიდა ქსელისა და მასთან მიერთებული დაშორებული ლოკალური ქსელების ტექნიკური გამართვა და ადმინისტრირება; კომპიუტერული ქსელების დაპროექტება და დანერგვა;

უ) საქპატენტის ვებგვერდისა და ელექტრონული ფოსტის ადმინისტრირება; საჭიროებისამებრ, ცალკეულ საინფორმაციო (მონაცემთა) ბაზებში ინფორმაციის განთავსების, განახლებებისა და ცვლილებების შეტანის ორგანიზება;

ფ) კომპიუტერული და საოფისე ტექნიკით აღჭურვის ორგანიზება,  მათი გამართული მუშაობის უზრუნველყოფა; საქპატენტის კავშირგაბმულობის ტექნიკური მხარდაჭერა;

ქ) საქპატენტში არსებული სერვისების განვითარებაზე ზრუნვა, სერვისების მიწოდების პროცესის დაკვირვება, ანალიზი,  არსებული ან შესაძლო პრობლემების ან/და ხარვეზების დროული იდენტიფიცირება და შესაბამისი რეაგირების განხორციელება; 

ღ) სერვისების მიწოდების პროცესის ოპტიმიზაციის მიზნით, შესაბამისი წინადადებების შემუშავება და ინიციირება;

ყ) საქპატენტის სერვისებთან დაკავშირებით კონსულტაციების (როგორც ადგილზე, ასევე სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობით) გაწევა;  ეროვნული და საერთაშორისო პროცედურებით შემოტანილი განაცხადების, დამატებითი მასალების (აღწერილობა, ფორმულა, რეფერატი, ნახაზები და სხვ.), ასევე სააპელაციო საქმისწარმოების დოკუმენტების მიღება, დამუშავება, დასკანერება, მონაცემთა ბაზაში განთავსება და დაარქივება;

შ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

ჩ) პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველყოფა.

მუხლი 63. გამოგონებისა და ახალი ჯიშების დეპარტამენტი

გამოგონებისა და ახალი ჯიშების დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) გამოგონებისა და ახალი ჯიშების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკისა და  პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა, მათი განხორციელების ორგანიზება;

ბ) გამოგონებისა და ახალი ჯიშების სფეროში საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საზღვარგარეთის ქვეყნებთან თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა და საერთაშორისო ვალდებულებათა შესრულებაზე მუშაობა;

გ) ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებთან დაკავშირებულ საერთაშორისო შეთანხმებებსა და ხელშეკრულებებში საქართველოს მონაწილეობის შესახებ წინადადებების მომზადება;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, ადგილობრივი და საერთაშორისო პროექტებისა და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობა;

ე) გამოგონების, სასარგებლო მოდელის, მცენარეთა და ცხოველთა ახალი ჯიშების განაცხადების კანონმდებლობით დადგენილი წესით ექსპერტიზა, შესაბამისი დოკუმენტების გაცემა და, კომპეტენციის ფარგლებში, სამრეწველო საკუთრების რეესტრების წარმოება და განაცხადების საქმისწარმოებასთან დაკავშირებული სხვა ქმედებების განხორციელება;

ვ) განაცხადის შეტანის თარიღის დადასტურება და ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის ჩატარება; განაცხადზე არსობრივი ექსპერტიზის ჩატარება;

ზ) საერთაშორისო განაცხადებთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელება.

მუხლი 64. ეკონომიკური დეპარტამენტი

ეკონომიკური დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) საქპატენტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;

ბ) საქპატენტის ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების დაცვის, შენახვისა და მოვლა-პატრონობის უზრუნველყოფა; სასაწყობო მეურნეობის მართვა და სასაწყობო ინფრასტრუქტურის გამართულობის უზრუნველყოფა;

გ) საქპატენტის ავტოპარკის მართვა და მისი გამართული ფუნქციონირებისათვის საჭირო სამუშაოების ორგანიზება, დაშვებული ლიმიტების გათვალისწინებით, საწვავის ხარჯვის კონტროლი;

დ) საქპატენტის ინფრასტრუქტურის (მათ შორის, ელექტროკომუნიკაციის, ვენტილაცია-კონდიცირებისა და სხვა) გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;

ე) საქპატენტის სტრუქტურული ერთეულების საჭირო ნივთებით მომარაგება; 

ვ) საქპატენტის არაფინანსური აქტივების ინვენტარიზაციის პროცესის უზრუნველყოფა;

ზ) საქპატენტის შენობა-ნაგებობების მდგომარეობის შემოწმება და საჭირო ღონისძიებების ჩატარების უზრუნველყოფა; სამშენებლო, სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების ორგანიზება და მართვა და ამ მიზნით მესამე პირებთან ურთიერთობა;

თ) საფინანსო, ეკონომიკური და საბუღალტრო საქმიანობის წარმართვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად;

ი) ბუღალტრული დოკუმენტების აღრიცხვის რეგისტრების წარმოება და დროულ გაფორმებასა და მომხდარი ოპერაციების კანონიერებაზე წინასწარი კონტროლის განხორციელება;

კ) საქპატენტის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების და სხვა გასაცემლების დარიცხვა და კონტროლი გაცემაზე;

ლ) საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე აქტებით განსაზღვრული პერიოდული ანგარიშების შედგენა და მისი წარდგენა დანიშნულებისამებრ;

მ) ძირითადი საშუალებების, ასევე მცირეფასიანი და სწრაფცვეთადი საგნების აღრიცხვა და დოკუმენტების შემუშავება;

ნ) მატერიალური ფასეულობების, ფულადი სახსრების, დებიტორებსა და კრედიტორებთან ანგარიშსწორების ინვენტარიზაციის ჩატარების უზრუნველყოფა, ინვენტარიზაციის შედეგების დროული განსაზღვრა და აღრიცხვაში ასახვა;

ო) საქპატენტის გამართული ფუნქციონირებისათვის აუცილებელი საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოს შესყიდვა, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების/ქვედანაყოფების დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე;

პ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის პროექტის, მასში შესატანი ცვლილებების პროექტის შემუშავება და წარდგენა;

ჟ) სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების ჩატარება, ანგარიშგება, შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებული დოკუმენტების მომზადება, წარმოება, რეგისტრაცია და შენახვა;

რ) შესყიდვის რაციონალური განხორციელების, ღია და სამართლიანი კონკურენციის უზრუნველყოფის მიზნით ბაზრის კვლევა და ალტერნატივების ძიება.

მუხლი 65. ინტელექტუალური საკუთრების სწავლებისა და გადამზადების ცენტრი

ინტელექტუალური საკუთრების სწავლებისა და გადამზადების ცენტრის ფუნქციებია:

ა) ინტელექტუალური საკუთრების სფეროში ცოდნის გავრცელების ხელშეწყობა. საქპატენტის ამოცანებიდან, ფუნქციებიდან და პრიორიტეტებიდან გამომდინარე, სწავლების ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა და სასწავლო პროცესის ორგანიზება;

ბ) ინტელექტუალური საკუთრების სწავლების მეთოდოლოგიის შემუშავება, სწავლების საჭიროებების ანალიზი, სწავლების თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და მათი საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;

გ) საქპატენტის თანამშრომლების, სტაჟიორებისა და ინტელექტუალური საკუთრების სფეროთი დაინტერესებულ სხვა პირთა პროფესიული განვითარებისა და კვალიფიკაციის ამაღლების, მომზადება-გადამზადებისა და მომსახურების ხარისხის განვითარების ხელშეწყობა;

დ) ტრენერთა, ტრენინგის ექსპერტთა და ტრენერ-კონსულტანტთა შერჩევის, მომზადებისა და გადამზადების ორგანიზება;

ე) ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე შესაბამის საგანმანათლებლო და სასწავლო დაწესებულებებთან, აკადემიურ წრეებსა და სხვა ორგანიზაციებთან, ასევე იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან თანამშრომლობა ინტელექტუალური საკუთრების სფეროში ერთობლივი სასწავლო პროგრამებისა და პროექტების შემუშავების, დაგეგმვისა და განხორციელების მიზნით;

ვ) საქპატენტის ადგილობრივ, რეგიონულ და საერთაშორისო პროექტებსა და შესაბამის ღონისძიებებში მონაწილეობა;

ზ) ინტელექტუალური საკუთრების დაცვასთან დაკავშირებით მასალების გამოქვეყნების უზრუნველყოფის მიზნით, სამრეწველო საკუთრების ოფიციალური ბიულეტენის გამოცემა (ქართულ და  ინგლისურენოვანი ვერსია);

თ) ინგლისური და რუსულენოვანი რეფერატების მომზადება;

ი) გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის ადგილობრივი განაცხადების რეფერატებისა და აღწერილობების, ასევე საერთაშორისო განაცხადების რეფერატების რედაქტირება და კორექტირება; აღწერილობების მომზადება დამცავ დოკუმენტთან ერთად გასაცემად;

კ) დარგობრივი ლიტერატურის, მათ შორის, წიგნების, კლასიფიკატორების, ბროშურების, ბუკლეტების, წლიური ანგარიშების, საინფორმაციო ფურცლებისა და სხვ. გამოსაცემად მომზადება, ციფრული და/ან ოფსეტური ბეჭდვა;

ლ) საქპატენტის ბიბლიოთეკის მართვისა და განვითარების უზრუნველყოფა;

მ) საქპატენტში შექმნილი მატერიალური სახის დოკუმენტების გაციფრულება (დიგიტალიზაცია) და შესაბამისი ელექტრონული არქივების შექმნა.

მუხლი 66. იურიდიული დეპარტამენტი

იურიდიული დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) საქპატენტის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;

ბ) სამართალშემოქმედებითი საქმიანობის უზრუნველყოფა, ასევე საქპატენტის საქმიანობასთან დაკავშირებით შესამუშავებელი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება, სამართლებრივი შეფასება და მათი მიღების პროცესში ჩართულობა;

გ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება ან/და მათი სამართლებრივი ექსპერტიზა;

დ) განცხადებებსა და ადმინისტრაციულ საჩივრებთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა;

ე) სასამართლო დავებზე საქპატენტის წარმომადგენლობა;

ვ) საქპატენტის სახელით დასადები ხელშეკრულებებისა (გარდა შრომითი ხელშეკრულებებისა და სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებებისა) და მემორანდუმების მომზადება ან/და მათი სამართლებრივი ექსპერტიზა;

ზ) საქპატენტის საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების მუდმივი მონიტორინგი და მათ შესახებ საქპატენტის ხელმძღვანელობისა და სტრუქტურული ერთეულების  დროული ინფორმირება;

თ) საქპატენტთან არსებული სააპელაციო პალატის საქმიანობის ორგანიზება და პალატის სამდივნოს ფუნქციის შესრულება;

ი) საქართველოს პარლამენტთან, საქართველოს მთავრობასა და სხვა უწყებებთან საქპატენტის ურთიერთობის უზრუნველყოფა, კომპეტენციის ფარგლებში;

კ) საქპატენტის საქმიანობასთან დაკავშირებით საქპატენტის თანამშრომლებისთვის სამართლებრივი კონსულტაციების გაწევა.

მუხლი 67. მონიტორინგის სამსახური

მონიტორინგის სამსახურის ფუნქციებია:

ა) საქპატენტისა და მისი სტრუქტურული ერთეულ(ებ)ის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასა და მოქმედ სამართლებრივ აქტებთან შესაბამისობის შემოწმება და მონიტორინგი;

ბ) მონიტორინგის ფარგლებში სარეკომენდაციო შემოწმების განხორციელება, რომელიც მოიცავს საქპატენტის სტრუქტურული ერთეულ(ებ)ის ქმედებების, დავალებებისა და პროცესების ერთობლიობის შეფასებას;

გ) საქპატენტის სტრატეგიული განვითარების გეგმისა და სტრატეგიული პროექტების შესრულების მონიტორინგი;

დ) საქპატენტში სამართალდარღვევის, დისციპლინური გადაცდომის ან/და საქპატენტის მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შესახებ ცნობებთან (განცხადება, წერილი, საჩივარი, შეტყობინება, სხვა ინფორმაცია ან ფაქტი) დაკავშირებით სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, დასკვნის მომზადება და თავმჯდომარისთვის წარდგენა;

ე) საქპატენტის საქმიანობაში არსებული დარღვევებისა და ნაკლოვანებების გამოვლენა; აღმოჩენილი ხარვეზების აღმოფხვრისა და მათი გამომწვევი მიზეზების პრევენციის მიზნით, შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება და თავმჯდომარისათვის წარდგენა;

ვ) საქპატენტის საქმიანობის ეფექტიანობის, პროდუქტიულობისა და ეკონომიურობის გაზრდის მიზნით, რეკომენდაციების შემუშავება;

ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით შემოწმების შედეგად გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი;

თ) საქართველოს კანონმდებლობის, საქპატენტის დებულების, საქპატენტის გადაწყვეტილებების, საქპატენტის შინაგანაწესის, თავმჯდომარის ბრძანებებისა და სხვა შიდა მარეგულირებელი აქტების განუხრელ შესრულებაზე კონტროლი და შესაბამისი რეაგირების განხორციელება.

მუხლი 68. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ფუნქციებია:

ა) საქპატენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის შემუშავება, საკომუნიკაციო კამპანიებისა და პროექტების დაგეგმვა და განხორციელებაში მონაწილეობა;

ბ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებთან ურთიერთობა და მათთან სტრატეგიული თანამშრომლობის განვითარება;

გ) მედიაღონისძიებების, კერძოდ, პრესკონფერენციების, ბრიფინგებისა და პრეზენტაციების დაგეგმვა და განხორციელება;

დ) საქპატენტის მიერ განხორციელებული რეფორმების, პროექტების, სიახლეების, მიღწევების, საინფორმაციო მხარდაჭერის უზრუნველყოფა, მედიარელიზებისა და სხვა საინფორმაციო მასალების მომზადება და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ინფორმირება;

ე) საქპატენტის საქმიანობის შესახებ რეკლამების, საგაზეთო სტატიებისა და ვიდეორგოლების დაგეგმვა და მომზადებაში მონაწილეობა;

ვ) ინტელექტუალური საკუთრების საკითხებზე მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის მოპოვება, ანალიზი, საჭიროების შემთხვევაში, საქპატენტის პოზიციის გამოხატვა, ახსნა-განმარტების მომზადება და მასალის დაარქივება;

ზ) მასმედიის ანალიზი, ინფორმაციული ნაკადების მუდმივი მონიტორინგი და რეკომენდაციების მომზადება;

თ) მასმედიასთან ურთიერთობა პრესკონფერენციების, ბრიფინგების, შეხვედრების, სემინარებისა და სხვა საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით;

ი) საქპატენტის ოფიციალური ვებგვერდისა და სოციალურ ქსელებში სხვა ოფიციალური გვერდების მართვა.

მუხლი 69. სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და დიზაინის დეპარტამენტი

სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და დიზაინის დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) სასაქონლო ნიშნების, ადგილწარმოშობის დასახელებების, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და დიზაინების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის, პრიორიტეტული მიმართულებებისა და სისტემის განვითარების კონკრეტული ღონისძიებების შემუშავება და მათი განხორციელების ორგანიზება;

ბ) სასაქონლო ნიშნების, ადგილწარმოშობის დასახელებების, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და დიზაინების სფეროში საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საზღვარგარეთის ქვეყნებთან თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა და საერთაშორისო ვალდებულებათა შესრულებაზე მუშობა;

გ) სასაქონლო ნიშნების, ადგილწარმოშობის დასახელებების, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და დიზაინების სფეროში საერთაშორისო შეთანხმებებსა და ხელშეკრულებებში საქართველოს მონაწილეობის შესახებ წინადადებების მომზადება;

დ) სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და დიზაინების განაცხადის კანონმდებლობით დადგენილი წესით ექსპერტიზა, შესაბამისი დოკუმენტების გაცემა და, კომპეტენციის ფარგლებში, რეესტრების წარმოება;

ე) საერთაშორისო განაცხადებთან დაკავშირებული პროცედურების წარმოება;

ვ) საავტორო უფლებებით დაცული ნაწარმოებების დეპონირების განხორციელება.“.

მუხლი 2
1. დადგენილება, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტისა, ამოქმედდეს 2023 წლის 1 მაისიდან.

2. ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ამოქმედდეს 2023 წლის 16 სექტემბრიდან.

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი