დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ინსულტის მართვის სისტემის ფუნქციონირების წესის დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 26/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 21/04/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/04/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470230000.22.035.017048 |
|
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლების, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის ,,ა“ და „თ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ : |
| მუხლი 1 |
1. დამტკიცდეს თანდართული:
ა) „ინსულტის მართვის სისტემის ფუნქციონირების წესი“ (დანართი 1); ბ) „პაციენტის რეფერირების კრიტერიუმები ინსულტის მართვის სისტემაში“ (დანართი 2); გ) „ინსულტზე საეჭვო შემთხვევაში სასწრაფო გადაუდებელი დახმარების მიერ პაციენტის შეფასებისა და ტრანსპორტირების პროტოკოლი“ (დანართი 3). 2. ინსულტის მართვის 2-დონიან სისტემაში მონაწილეობის მიზანშეწონილობისა და შესაბამისი სტატუსის განსაზღვრის მიზნით, სტაციონარულმა სამედიცინო დაწესებულებებმა უნდა მიმართონ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ − სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს (შემდგომში − სააგენტო) არაუგვიანეს 2023 წლის 1 ივნისისა, ხოლო სააგენტო ვალდებულია 2023 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს აღნიშნული დაწესებულებების შეფასება. 3. სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ − ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ (შემდგომში − ჯესი) უზრუნველყოს ინსულტის მართვის სერვისის მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებების მიერ შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი აუდიტის კრიტერიუმების (ბაზისური ინდიკატორები: გატარებული პაციენტების რაოდენობა, ჩატარებული თრომბოლიზისების და თრომბექტომიების რაოდენობა და კლინიკური გამოსავლები) გათვალისწინებით და ანგარიშის ყოველკვარტალური წარდგენა ინსულტის მართვის საკოორდინაციო საბჭოსთვის (შემდგომში − საკოორდინაციო საბჭო), რომლის შემადგენლობა და დებულება განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 4. სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა (შემდგომში − გადაუდებელი დახმარების ცენტრი) უზრუნველყოს სათანადო ღონისძიებების გატარება ინსულტზე საეჭვო შემთხვევაში სასწრაფო გადაუდებელი დახმარების მიერ პაციენტის შეფასებისა და ტრანსპორტირების პროტოკოლის დანერგვის უზრუნველსაყოფად. 5. დაევალოს სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს (შემდგომში − ცენტრი) და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ − ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოს (შემდგომში − იტა), შესაბამის დარგობრივ ასოციაციებთან თანამშრომლობით, განახორციელონ ღონისძიებები სამედიცინო მომსახურების ხარისხის მონიტორინგის მიზნით ინსულტის რეგისტრის შექმნისა და 2024 წლის 1 იანვრიდან ამოქმედებისთვის. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები