დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ფარმაცევტული პროდუქტის რეფერენტული ფასების კონტროლის ფარგლებში გამოსაყენებელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსებისა და წარდგენის წესის, სააღსრულებო ფურცლის ფორმისა და სააღსრულებო ფურცლის ამოწერის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2023 წლის 14 თებერვლის №8/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 25/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 18/04/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/04/2023 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 19/04/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470230000.22.035.017047 |
|
„ფარმაცევტული პროდუქტის რეფერენტული ფასების კონტროლის ფარგლებში გამოსაყენებელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსებისა და წარდგენის წესის, სააღსრულებო ფურცლის ფორმისა და სააღსრულებო ფურცლის ამოწერის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2023 წლის 14 თებერვლის №8/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„ფარმაცევტული პროდუქტის რეფერენტული ფასების კონტროლის ფარგლებში გამოსაყენებელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსებისა და წარდგენის წესის, სააღსრულებო ფურცლის ფორმისა და სააღსრულებო ფურცლის ამოწერის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2023 წლის 14 თებერვლის №8/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 14/02/2023; 470230000.22.035.017031) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 3711 და 3712 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე შესადგენი ოქმის ფორმის, ელექტრონული ქვითრის ფორმის, მათი შევსებისა და წარდგენის წესის, სააღსრულებო ფურცლის ფორმისა და სააღსრულებო ფურცლის ამოწერის წესის დამტკიცების შესახებ“; 2. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ3“ ქვეპუნქტისა და 371 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:“; 3. ბრძანების პირველ მუხლს დაემატოს „ე“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: „ე) ელექტრონული ქვითრის ფორმა, მისი შევსებისა და წარდგენის, სააღსრულებო ფურცლის ამოწერის წესი (დანართი №5);“; 4. ბრძანებას დაემატოს 11 მუხლი შემდეგი რედაქციით: „მუხლი 11 სსიპ - სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო უფლებამოსილია, „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 3712 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე გამოიყენოს ამ ბრძანებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის მატერიალური ფორმა ან ელექტრონული ქვითარი, ამავე ბრძანებისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად.“; 5. ბრძანების დანართი №3 („სააღსრულებო ფურცლის“ ფორმა) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. 6. ბრძანებას დაემატოს დანართი №5 (ელექტრონული ქვითრის ფორმა, მისი შევსებისა და წარდგენის, სააღსრულებო ფურცლის ამოწერის წესი) თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 19 აპრილიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები