დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 10-ს |
| დოკუმენტის მიმღები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო |
| მიღების თარიღი | 18/04/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/04/2023 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 18/04/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010190030.51.060.016028 |
|
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge) 25.06.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.51.060.016001) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ო) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად წყვეტს უმაღლესი საბჭოს ცალკეული წევრების, უმაღლესი საბჭოს დელეგაციებისა და უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის მივლინებაში წარგზავნის საკითხებს;“. 2. 35-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ანგარიში წარედგინება უმაღლესი საბჭოს აპარატს, რომელიც დაუყოვნებლივ უგზავნის ამ ანგარიშს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეებს, სხვა კომიტეტებს, ფრაქციებს, უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ წევრებს.“. 3. 62-ე მუხლის: ა) მე-3-მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. უმაღლესი საბჭოს წევრთა რეგისტრაციის ჩატარების შემდეგ რეგისტრაციის შედეგებს, საჭიროების შემთხვევაში, პლენარული სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით ადასტურებს უმაღლესი საბჭოს აპარატი, რომელიც პასუხისმგებელია მის მიერ მიწოდებული ინფორმაციის სიზუსტისათვის. 4. თუ უმაღლესი საბჭოს წევრთა რეგისტრაციის შედეგი და უმაღლესი საბჭოს აპარატის ინფორმაცია ეჭვს იწვევს, ფრაქციას, უმაღლესი საბჭოს წევრთა ხუთკაციან ჯგუფს უფლება აქვთ, მოითხოვონ რეგისტრაციის შედეგების შემოწმება რეგისტრირებულ პირთა სიის ამოკითხვით. ხელახალი რეგისტრაციის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას უმაღლესი საბჭო იღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც საეჭვო ხმების რაოდენობა ცვლის რეგისტრაციის საბოლოო შედეგს. ასეთ შემთხვევაში გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედისა.“; ბ) მე-6 – მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. უმაღლესი საბჭოს სხდომის გახსნისას და კენჭისყრის წინ უმაღლესი საბჭოს წევრთა რეგისტრაციის შემდეგ უმაღლესი საბჭოს აპარატი აღრიცხავს უმაღლესი საბჭოს წევრთა დასწრებას. ფრაქციათა თავმჯდომარეები, ხოლო მათი არყოფნის შემთხვევაში – ფრაქციათა თავმჯდომარეების დავალებით ფრაქციის სხვა წევრები, რეგისტრაციამდე უმაღლესი საბჭოს აპარატს წერილობით აწვდიან ინფორმაციას მათი წევრების მიერ პლენარული სხდომის გაცდენის მიზეზების თაობაზე. უმაღლესი საბჭოს წევრი, რომელიც არ არის გაერთიანებული ფრაქციაში, მის მიერ სხდომის გაცდენის მიზეზის თაობაზე რეგისტრაციამდე წერილობით აცნობებს უმაღლესი საბჭოს აპარატს. 7. თუ ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული პირები განსაზღვრულ ვადაში არ მიაწვდიან უმაღლესი საბჭოს აპარატს ინფორმაციას, უმაღლესი საბჭოს წევრს პლენარული სხდომა არასაპატიო მიზეზით გაცდენილად ჩაეთვლება. 8. უმაღლესი საბჭოს წევრი ვალდებულია რეგლამენტით დადგენილი წესით გაიაროს რეგისტრაცია. უმაღლესი საბჭოს წევრს პლენარული სხდომა გაცდენილად არ ჩაეთვლება, თუ იგი პლენარული სხდომის დღის განმავლობაში გაივლის ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ერთ რეგისტრაციას მაინც. ამ პუნქტის მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობის დაკისრებას რეგლამენტის 124-ე მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად.“; გ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „12. უმაღლესი საბჭოს აპარატი ყოველი თვის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 დღისა იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტს უგზავნის უმაღლესი საბჭოს წევრების პლენარულ სხდომებზე დასწრების აღრიცხვის (რეგისტრაციის) მონაცემებს და უმაღლესი საბჭოს წევრების მიერ პლენარული სხდომების გაცდენის მიზეზების თაობაზე წარდგენილ წერილობით მიმართვებს.“. 4. 68-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. კენჭისყრის შედეგების ეჭვქვეშ დაყენების თაობაზე უმაღლესი საბჭოს წევრთა ხუთკაციანი ჯგუფის, ფრაქციის სათანადოდ მოტივირებული განცხადება დაუყოვნებლივ წარედგინება უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომის თავმჯდომარეს, რომელიც საკითხს შესასწავლად გადასცემს უმაღლესი საბჭოს აპარატს, რომელიც შეისწავლის საკითხს და დასკვნას დაუყოვნებლივ აცნობებს უმაღლეს საბჭოს. თუ აღნიშნული დასკვნის შედეგად დადასტურდა ხმების გაყალბება, ხელახალი კენჭისყრა იმართება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც საეჭვო ხმების რაოდენობა ცვლის კენჭისყრის საბოლოო შედეგს. კენჭისყრის შედეგების თაობაზე არსებული დავის გადაწყვეტამდე სხვა კენჭისყრის გამართვა დაუშვებელია. უმაღლესი საბჭოს წევრთა ხუთკაციანი ჯგუფის, ფრაქციის მიერ კენჭისყრის შედეგების შესახებ გამოთქმული ეჭვის გადამოწმების შედეგად მისი დაუდასტურებლობის შემთხვევაში უმაღლესი საბჭოს შესაბამის წევრთა ხუთკაციან ჯგუფს, ფრაქციას იმავე დღეს უფლება არა აქვს მოითხოვოს სხვა კენჭისყრის შედეგების გადამოწმება.“. 5. 71-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი უახლოეს სხდომაზე იღებს გადაწყვეტილებას კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ, ამასთანავე, კანონპროექტს გადასცემს წამყვან კომიტეტს, სხვა კომიტეტებს, ფრაქციებს, უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ წევრებს, უმაღლესი საბჭოს აპარატს, აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას;“. 6. 72-ე მუხლის: ა) პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საკანონმდებლო ინიციატივის უფლების მქონე სუბიექტის მიერ მომზადებული და უმაღლესი საბჭოსათვის წარდგენილი კანონპროექტი მატერიალური ან ადვილად დამუშავებადი ელექტრონული დოკუმენტის სახით გადაეცემა უმაღლესი საბჭოს აპარატს, რომელიც აღრიცხავს და რეგისტრაციაში ატარებს მას. 2. საკანონმდებლო ინიციატივის უფლების მქონე სუბიექტის მიერ მომზადებული კანონპროექტის უმაღლესი საბჭოსათვის წარდგენის თარიღად მიიჩნევა მისი უმაღლესი საბჭოს აპარატის მიერ რეგისტრაციის თარიღი. 3. უმაღლესი საბჭოს აპარატის მიერ რეგლამენტის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისთვის გადაცემულ კანონპროექტს უნდა ერთოდეს უმაღლესი საბჭოს აპარატის მიერ მომზადებული კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის გადაწყვეტილების პროექტი, რომელშიც მითითებულია: ა) კანონპროექტის დასახელება; ბ) კანონპროექტის ინიციატორი; გ) კანონპროექტის ავტორი; დ) კანონპროექტის უმაღლესი საბჭოსათვის წარდგენის თარიღი; ე) წამყვანი კომიტეტი; ვ) კანონპროექტის კომიტეტის სხდომაზე განხილვის სავარაუდო თარიღი; ზ) სხვა კომიტეტები, რომელთა დასკვნებიც უნდა ერთოდეს კანონპროექტს; თ) კანონპროექტის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განხილვის სავარაუდო თარიღი.“ ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. უმაღლესი საბჭოს აპარატი ამოწმებს წარდგენილი კანონპროექტის „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“-„ე“ ქვეპუნქტებთან და მე-2-მე-4 პუნქტებთან შესაბამისობას. თუ წარდგენილი კანონპროექტი არ შეესაბამება „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის ზემოაღნიშნული პუნქტების მოთხოვნებს, უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი უფლებამოსილია უმაღლესი საბჭოს აპარატის მოტივირებული დასკვნის საფუძველზე კანონპროექტი ხარვეზის გამოსასწორებლად დაუბრუნოს მის ინიციატორს.“; გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მიერ კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კანონპროექტი განსახილველად გადაეცემა კომიტეტებს, ფრაქციებს, უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ წევრებს, უმაღლესი საბჭოს აპარატს, აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას.“. 7. 73-ე მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 73. უმაღლესი საბჭოს აპარატის დასკვნა“; ბ) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე წარდგენილ კანონპროექტს უნდა ერთოდეს კანონპროექტის თაობაზე უმაღლესი საბჭოს აპარატის ინფორმაცია და დასკვნა. 2. უმაღლესი საბჭოს აპარატი ამზადებს დასკვნას შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით:“. 8. 76-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მიერ კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 10 დღისა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, უმაღლესი საბჭოს კომიტეტები, ფრაქციები, უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი წევრები და უმაღლესი საბჭოს აპარატი წამყვან კომიტეტს გადასცემენ კანონპროექტის თაობაზე თავიანთ შენიშვნებს. თუ აღნიშნული სუბიექტები მითითებულ ვადაში არ წარმოადგენენ კანონპროექტის თაობაზე შენიშვნებს, კანონპროექტი მათ მიერ მოწონებულად ჩაითვლება.“; ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ვალდებულია კანონპროექტი შეიტანოს უმაღლესი საბჭოს უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში. თუ კანონპროექტის ინიციატორი შესაბამისი სესიის განმავლობაში უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის წინაშე არ დასვამს მისი შემდგომი განხილვის საკითხს, იგი უმაღლესი საბჭოდან გამოთხოვილად ჩაითვლება. ამის შესახებ ინფორმაციას უმაღლესი საბჭოს აპარატი აწვდის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს.“; გ) მე-11 და მე-12 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაციით: „11. წამყვანი კომიტეტის სხდომის გამართვის შემდეგ კანონპროექტი კომიტეტის თავმჯდომარის ხელმოწერით, წერილობითი ფორმით ეგზავნება უმაღლესი საბჭოს აპარატს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის უახლოესი სხდომის დღის წესრიგში შესატანად. 12. უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისათვის წარდგენილ კანონპროექტს უნდა ერთოდეს წამყვანი კომიტეტის დასკვნა, აგრეთვე სხვა კომიტეტების, ფრაქციების, უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი წევრების, უმაღლესი საბჭოს აპარატისა და სხვა უფლებამოსილი სუბიექტების დასკვნები და მათი შენიშვნების კანონპროექტში გათვალისწინების მდგომარეობის ამსახველი ფურცელი (შემდგომში – შენიშვნების ფურცელი).“. 9. 78-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. კანონპროექტის ცალკეული ნორმების თაობაზე ალტერნატიული წინადადება წარდგენილი უნდა იქნეს წერილობითი ფორმით შესაბამისი კანონპროექტის საკომიტეტო განხილვამდე. ალტერნატიული წინადადება წარედგინება წამყვან კომიტეტს და უმაღლესი საბჭოს აპარატს.“. 10. 83-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული კანონპროექტი, 7 დღის ვადაში, კანონპროექტის ინიციატორის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის, წამყვანი კომიტეტის თავმჯდომარისა და უმაღლესი საბჭოს აპარატის მიერ ვიზირებისა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მიერ შესაბამის მიმართვაზე ხელის მოწერის შემდეგ გადაეცემა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს. მთავრობის თავმჯდომარე 10 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს კანონს, ან კანონპროექტს მოტივირებული შენიშვნებით უბრუნებს უმაღლეს საბჭოს. თუ ამ ვადაში მთავრობის თავმჯდომარემ ხელი არ მოაწერა და არ გამოაქვეყნა კანონი და არც უმაღლეს საბჭოს არ დაუბრუნა კანონპროექტი, მომდევნო 5 დღის ვადაში კანონს ხელს აწერს და აქვეყნებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.“. 11. 86-ე მუხლის მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „13. საარჩევნო უფლების მქონე მოქალაქეთა ხელმოწერების ნამდვილობის შესახებ უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დადებითი დასკვნა და საარჩევნო უფლების მქონე არანაკლებ 20 000 მოქალაქის მიერ წარმოდგენილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტი წარედგინება უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს, რომელსაც უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დასკვნის საფუძველზე საკითხი შეაქვს უმაღლესი საბჭოს უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის მიზნით, ხოლო ხელმოწერების ფურცლები გადაეცემა უმაღლესი საბჭოს აპარატს. უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის იმავე სხდომაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტი რეგლამენტით დადგენილი წესით განსახილველად გადაეცემა კომიტეტებს.“. 12. 89-ე მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. ამომრჩეველთა ხელმოწერების ნამდვილობის შესახებ უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დადებითი დასკვნა და წარმოდგენილი კანონპროექტი წარედგინება უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს, ხოლო საარჩევნო უფლების მქონე მოქალაქეთა ხელმოწერების ფურცლები გადაეცემა უმაღლესი საბჭოს აპარატს.“. 13. 98-ე მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტი, მიმდინარე წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მთავრობის მოხსენება და პრიორიტეტების დოკუმენტი, ასევე მათი განხილვის განრიგი უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მიერ დამტკიცებიდან მომდევნო დღეს უმაღლესი საბჭოს აპარატის მიერ ეგზავნება კომიტეტებს, ფრაქციებს, უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ წევრებს, აგრეთვე სახელმწიფო აუდიტის სამსახურს. მთავრობას ეგზავნება მხოლოდ განხილვის განრიგი.“. ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი სხვა კომიტეტების, ფრაქციების, უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი წევრების, უმაღლესი საბჭოს აპარატისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნებს წარუდგენს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს არაუგვიანეს 20 ნოემბრისა. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წარმოდგენილი დასკვნების შესაბამის შენიშვნებსა და წინადადებებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ასევე წარუდგენს კრებსითი სახით.“. გ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. მთავრობის თავმჯდომარის მიერ უმაღლესი საბჭოსათვის წარმოდგენილი რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის და პრიორიტეტების დოკუმენტის გადამუშავებული ვარიანტები უმაღლეს საბჭოში შემოსვლიდან არაუგვიანეს მე-2 დღისა ეგზავნება კომიტეტებს, ფრაქციებს, უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ წევრებს, უმაღლესი საბჭოს აპარატს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.“. 14. 104-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში, უმაღლეს საბჭოში შემოსვლიდან 2 დღის ვადაში, უმაღლესი საბჭოს აპარატის მიერ გადაეცემა უმაღლესი საბჭოს კომიტეტებს, ფრაქციებს, უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ წევრებს და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს. ანგარიში განთავსდება უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე.“. 15. 116-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ანგარიშს უმაღლესი საბჭოს აპარატი წარუდგენს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის უახლოეს სხდომას.“. 16. 120-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი: „41. უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად წყვეტს უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის მოადგილისა და აპარატის საჯარო მოსამსახურეთა მივლინებაში წარგზავნის საკითხებს და ახორციელებს კანონმდებლობით მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს.“. |
| მუხლი 2 |
ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
18 აპრილი 2023 წ. ქ. თბილისი N10-ს
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები