დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2795-XIმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 02/05/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/05/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 310150000.05.001.020856 |
|
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 03.01.2014, სარეგისტრაციო კოდი: 310150000.05.001.017312) №1 დანართის:
ა) პირველი პუნქტის („მაფრთხილებელი ნიშნები“) 1.32 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1.32. „გვირაბთან მიახლოება“ − იძლევა გაფრთხილებას საავტომობილო გვირაბთან მიახლოების (საავტომობილო გვირაბამდე ან/და საავტომობილო გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზამდე არსებული მონაკვეთის) თაობაზე.“; ბ) მე-5 პუნქტს („განსაკუთრებული მითითებების ნიშნები“) დაემატოს შემდეგი შინაარსის 5.37 და 5.38 პუნქტები: „5.37. „გვირაბი“ − მიუთითებს საავტომობილო გვირაბის დასაწყისს, საიდანაც საავტომობილო გვირაბთან დაკავშირებული სპეციალური წესები მოქმედებს. 5.37 საგზაო ნიშანი იდგმება საავტომობილო გვირაბის დასაწყისში ან მის სიახლოვეს 8.2.1 დამატებითი ინფორმაციის ნიშნით (დაფით) ან მის გარეშე. ამასთანავე, ამ ნიშნის ქვემოთა ნაწილში ან 8.2.1 დამატებითი ინფორმაციის ნიშანზე (დაფაზე) შეიძლება აღინიშნოს საავტომობილო გვირაბის სიგრძე. 5.38. „გვირაბის დასასრული“ – მიუთითებს საავტომობილო გვირაბის დასასრულს (საავტომობილო გზის იმ მონაკვეთის დასასრულს, სადაც საავტომობილო გვირაბთან დაკავშირებული სპეციალური წესები მოქმედებს). 5.38 საგზაო ნიშანი იდგმება საავტომობილო გვირაბის ბოლოში (საავტომობილო გზის იმ მონაკვეთის ბოლოში, სადაც საავტომობილო გვირაბთან დაკავშირებული სპეციალური წესები მოქმედებს).“; გ) მე-7 პუნქტის („საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნები“): გ.ა) 7.3.1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7.3.1. „მობრუნების ადგილი“ − მიუთითებს მობრუნების ადგილს. 7.3.1 საგზაო ნიშანი იდგმება მობრუნების ადგილის წინ ან მის ზემოთ, ან წინასწარ 8.1.1 დამატებითი ინფორმაციის ნიშნით (დაფით). ეს ნიშანი მარცხნივ მოხვევის ნებას არ რთავს.“; გ.ბ) 7.3.2 პუნქტი და 7.3.2 პუნქტის მომდევნო შენიშვნა ამოღებულ იქნეს; დ) „საგზაო ნიშნების“: დ.ა) პირველი პუნქტით („მაფრთხილებელი ნიშნები“) გათვალისწინებული 1.32 საგზაო ნიშნის სახელწოდება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გვირაბთან მიახლოება“; დ.ბ) მე-5 პუნქტს („განსაკუთრებული მითითებების ნიშნები“) დაემატოს განსაკუთრებული მითითებების შემდეგი ნიშნები: „
5.37 გვირაბი
5.38
გვირაბის დასასრული“; დ.გ) მე-7 პუნქტით („საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნები“) გათვალისწინებული: დ.გ.ა) 7.3.2 საგზაო ნიშანი ამოღებულ იქნეს; დ.გ.ბ) 7.10.1 საგზაო ნიშანი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „
7.10.1
მიმართულებების მაჩვენებელი“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 2 მაისი 2023 წ. N2795-XIმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები