“საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის 2004 წლის 28 მარტს ჩასტარებელი არჩევნების ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ”

  • Word
“საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის 2004 წლის 28 მარტს ჩასტარებელი არჩევნების ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ”
დოკუმენტის ნომერი 44/2004
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 29/03/2004
დოკუმენტის ტიპი ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 35, 31/03/2004
სარეგისტრაციო კოდი 010.090.000.13.007.006.430
  • Word
44/2004
29/03/2004
სსმ, 35, 31/03/2004
010.090.000.13.007.006.430
“საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის 2004 წლის 28 მარტს ჩასტარებელი არჩევნების ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ”
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.090.000.13.007.006.430

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო

კომისიის დადგენილება №44/2004

2004 წლის 29 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის 2004 წლის 28 მარტს ჩასატარებელი არჩევნების ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ზოგიერთ რეგიონში არსებული რთული მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებითა და საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობის კონსტიტუციური უფლების განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს ორგანული კანონის საქართ­ველოს საარჩევნო კოდექსი” 29-ე მუხლის პირველი პუნქტის გ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

    მუხლი 1

№59 ქუთაისის საარჩევნო ოლქის №101 აჟარის, №102 გენწვიშის, №103 ჩხალთას საარჩევნო უბნებში კენჭისყრის დღედ განისაზღვროს არა უგვიანეს 2004 წლის 6 აპრილისა, რომლის თარიღსაც უშუალოდ დაადგენს №59 ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისია.

    მუხლი 2

ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნულ საარჩევნო უბნებში ჩატარებული კენჭისყრის დასრულების შემდგომ დალუქული საარჩევნო დოკუმენტაცია დაუყოვნებლივ გადაეცემა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და, შესაბამისად, ცესკოს მიერ განხორციელდება აღნიშნულ საარჩევნო უბნებში ჩატარებული კენჭისყრის შედეგების დადგენა და მათი გათვალისწინება არჩევნების საბოლოო შედეგებში. თუ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ კენჭისყრის/არჩევნების შედეგების შეჯამებამდე ვერ მოესწრო ამ საარჩევნო უბნებიდან საარჩევნო დოკუმენტაციის მოწოდება, ცესკო არჩევნების შედეგებს ადგენს ამ უბნების გაუთვალისწინებლად.

    მუხლი 3

ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (მი­სა­მართი: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.

    მუხლი 4

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე ზ. ჭიაბერაშვილი

კომისიის მდივანი დ. ქიტოშვილი