„გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ მიღებული ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 22 მარტის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 24
დოკუმენტის მიმღები გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 18/04/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/04/2023
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.148.016755
24
18/04/2023
ვებგვერდი, 20/04/2023
010250050.35.148.016755
„გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ მიღებული ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 22 მარტის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
გორის მუნიციპალიტეტი
 
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №24

2023 წლის 18 აპრილი

ქ. გორი

„გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ მიღებული ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 22 მარტის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 22 მარტის №14 დადგენილების (www.matsne.gov.ge, 23/03/2023, 010250050.35.148.016745) პრეამბულა შეიცვალოს და და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  61-ე მუხლის მე-2 პუნქტის,  „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2022 წლის 22 დეკემბრის N2484-Xრს-Xმპ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის და საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით რაზმაძე