„გორის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გორის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 17
დოკუმენტის მიმღები გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 18/04/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/04/2023
სარეგისტრაციო კოდი 010260000.35.148.016748
17
18/04/2023
ვებგვერდი, 19/04/2023
010260000.35.148.016748
„გორის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
გორის მუნიციპალიტეტი
 

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №17

2023 წლის 18 აპრილი

ქ. გორი

„გორის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების,  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„გორის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017  წლის 14 ნოემბრის   №9 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/11/2017; 010260000.35.148.016404) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-15 მუხლის:

 ა) 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ადმინისტრაციული და შესყიდვები სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მერიის სტრუქტურული ერთეულების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა; მერიის საქმისწარმოების, ადამიანური რესურსების მართვის, საზოგადოებასთან და საერთაშორისო ურთიერთობების, შესყიდვების, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის, მერის წარმომადგენლებისა და წარმომადგენლების ასისტენტების და იურიდიული საქმიანობის მონიტორინგის განხორციელება, „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით და ამ სფეროში მოქმედი სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული  ფუნქციების განხორციელება.

ბ) მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მერიის ადმინისტრაციულ საზღვრებში, ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური უზრუნველყოფის სფეროსთვის განკუთვნილი პროგრამების შემუშავება და განხორციელება; საქართველოს კანონით „ბავშვის უფლებათა კოდექსით“ გათვალისწინებული ბავშვის დაცვის და მხარდაჭერის მუნიციპალური სამსახურის უფლება-მოვალეობების განხორციელება.

დ) მე-8 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები:

„გ) ბავშვის დაცვის და მხარდაჭერის განყოფილება;

დ) სოციალური და ჯანდაცვის ორგანიზაციებთან ურთიერთობების განყოფილება.“.

ე) მე-14 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მონიტორინგის განყოფილება.“

ვ)  მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5.   ზედამხედველობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მოსაკრებლების, მშენებლობის კონტროლის და ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის განხორციელება.“

ზ) მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მშენებლობის კონტროლის განყოფილება;“ 

მუხლი 2
ა) დადგენილება, გარდა 1-ლი მუხლის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებისა,  ამოქმედდეს 2023 წლის 27 აპრილს.

ბ) დადგენილების 1-ლი მუხლის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივნისს.


გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით რაზმაძე