დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა საქართველოს სსრ სისხლის სამართლის და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში დამატებების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 0 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი |
მიღების თარიღი | 29/11/1973 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 11, 30/11/1973 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).00.000000 |
ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა
საქართველოს სსრ სისხლის სამართლის და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში დამატებების შეტანის შესახებ
„საჰაერო ტრანსპორტით ფეთქებადი ან ადვილაალებადი ნივთიერებების, სხვა საშიში ტრივრთის ან საგნების უკანონო გადაზიდვისათვის პასუხისმგებლობის გაძლიერების შესახებ“ სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1973 წლის 19 სექტემბერის ბრძანებულების შესაბამისად საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:
1. დაემატოს საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსს შემდეგი შინაარსის 2481 მუხლი:
„მუხლი 2481. საჰაერო ხომალდით ფეთქებადი ან ადვილაალებადი ნივთიერებების უკანონო გადაზიდვა
მგზავრის მიერ საჰაერო ხომალდით ფეთქებადი ან ადვილაალებადი ნივთიერებების გადაზიდვა –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე, ან ჯარიმით ას მანეთამდე.
იგივე ქმედობა, რომელსაც მძიმე შედეგები მოჰყვა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ათ წლამდე.
2. დაწესდეს, რომ საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 2481 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთა საქმეების წინასწარ გამოძიებას აწარმოებენ შინაგან საქმეთა ორგანოების გამომძიებლები.
ამასთან დაკავშირებით საქართველოს სსრ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 126-ე მუხლის მეოთხე ნაწილს ციფრს „248“ შემდეგ დაემატოს ციფრი „2481“.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე გ. ძოწენიძე.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი ზ. კვაჭაძე.
თბილისი, 1973 წლის 29 ნოემბერი.
დოკუმენტის კომენტარები