„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 133
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 13/04/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/04/2023
ძალაში შესვლის თარიღი 17/04/2023
სარეგისტრაციო კოდი 190040000.22.033.017684
133
13/04/2023
ვებგვერდი, 13/04/2023
190040000.22.033.017684
„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №133

2023 წლის 13 აპრილი

ქ. თბილისი

„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებით (სსმ III, 29.11.2007 წ., №169, მუხლი 1871) დამტკიცებულ დანართ №3-ში შეტანილ იქნეს ცვლილება და ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდის - 3290 - „შემოსავალი შავი ლითონის წარმოების ნარჩენის ექსპორტის მომსახურების საფასურიდან“ შემდეგ დაემატოს შემდეგი ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდი:

„არააგლომერირებული კონცენტრირებული წიდის ექსპორტის პროცედურაში გაფორმება

3291“.“

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 17 აპრილიდან.

 


საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიმიხეილ დუნდუა