დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების მარეგულირებელი ეროვნული წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს უფროსის 2002 წლის 9 იანვრის №2 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 11/027 |
| დოკუმენტის მიმღები | ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო |
| მიღების თარიღი | 10/04/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/04/2023 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 10/04/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300380000.25.017.016018 |
|
„ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების მარეგულირებელი ეროვნული წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს უფროსის 2002 წლის 9 იანვრის №2 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
„ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-6 პუნქტის და 81 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის მე-2 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს უფროსის 2002 წლის 9 იანვრის №2 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე №5, 16.01.02, მუხლი 40) „ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების მარეგულირებელი ეროვნული წესების დამტკიცების შესახებ“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. დაემატოს შემდეგი შინაარსის კარი XIV1:
„კარი XIV1 ნავთობისა და გაზის შემცველი თავისუფალი წიაღით სარგებლობა თავი XXX1 ნავთობისა და გაზის შემცველი თავისუფალი წიაღით სარგებლობის უფლების მინიჭება მუხლი 2851. დანიშნულება და მოქმედების სფერო 1. ეს თავი განსაზღვრავს სააგენტოს გადაწყვეტილებით, ამ თავით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით, ნავთობისა და გაზის შემცველი თავისუფალი წიაღით სარგებლობის უფლების მინიჭების პროცედურას, ამ წესების XIV კარით გათვალისწინებული ტენდერის ან აუქციონის ჩატარების გარეშე. 2. ამ თავით დადგენილი წესები არ გამოიყენება, თუ დაწყებულია ამ წესების XIV კარით გათვალისწინებული ტენდერის ან აუქციონის პროცედურები. მუხლი 2852. ტენდერის ან აუქციონის ჩატარების გარეშე ნავთობისა და გაზის რესურსების ექსპლუატაციის ან/და სარგებლობის უფლების საფუძვლები 1. იმ ინვესტორს, რომლის ფართობიც უშუალოდ ესაზღვრება ნავთობისა და გაზის შემცველ იმ თავისუფალ წიაღს, რომელზეც ნავთობისა და გაზის ოპერაციების განხორციელების უფლება არცერთ ინვესტორს არ აქვს მინიჭებული, შეუძლია მიმართოს სააგენტოს ტენდერის ან აუქციონის ჩატარების გარეშე ნავთობისა და გაზის რესურსების ექსპლუატაციის ან/და აღნიშნული თავისუფალი წიაღით სარგებლობის უფლების მიღების მიზნით, თუ: ა) აღნიშნულ ფართობზე არსებული ბუნებრივი რეზერვუარის საზღვრები სცდება ფართობის საზღვრებს და თავისუფალი წიაღის შესაბამის ნაწილზე გადადის; ბ) აღნიშნულ ფართობზე ნავთობისა და გაზის კონკრეტული ოპერაციების განხორციელება შეუძლებელია ინვესტორისთვის თავისუფალი წიაღის შესაბამისი ნაწილით სარგებლობის უფლების გადაცემის გარეშე; გ) ინვესტორისთვის თავისუფალი წიაღის შესაბამისი ნაწილით სარგებლობის უფლების გადაცემა აუცილებელია სხვა საფუძვლიანი გეოლოგიური მოსაზრებიდან გამომდინარე. 2. სააგენტო უფლებამოსილია განიხილოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომართვა, თუ მას თან ახლავს დასკვნა, რომელიც კვალიფიციურად ასაბუთებს ამ მუხლის პირველ პუნქტში მოცემული საფუძვლებიდან სულ მცირე ერთ-ერთი საფუძვლის არსებობას და ა) მომზადებულია საერთაშორისო ნავთობმრეწველობის დარგში აღიარებული არანაკლებ ათწლიანი გამოცდილების მქონე კომპანიის მიერ, ან ბ) მომზადებულია ნავთობმრეწველობის დარგში მოღვაწე კომპანიის მიერ და მისი შინაარსის ნამდვილობა დადასტურებულია ნავთობის ეროვნული კომპანიის მიერ გაცემული დასკვნით. ამ პუნქტით გათვალისწინებული დასკვნა წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას. ინვესტორს უფლება აქვს თავისუფლად და უსასყიდლოდ ისარგებლოს ამ დასკვნით, იმ პირობით, რომ დაცული იქნება ინფორმაციის კონფიდენციალობა. 3. 3 სამუშაო დღის ვადაში, სააგენტო ამოწმებს წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობას ამ მუხლის მესამე პუნქტის მოთხოვნებთან. შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში, სააგენტო არ განიხილავს წარმოდგენილ დოკუმენტაციას და აღნიშნულის შესახებ აცნობებს მომართვის შემომტანს. 4. წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული მომართვის სააგენტოში რეგისტრაციის დღიდან 30 სამუშაო დღის ვადაში სააგენტო განიხილავს წარმოდგენილ დოკუმენტაციას და იღებს გადაწყვეტილებას, რომ: ა) უარს ეუბნება მომართვის წარმომდგენს ამ თავით გათვალისწინებული პროცედურების დაწყებაზე. სააგენტოს უარი უნდა იყოს დასაბუთებული, ან ბ) იწყებს ამ თავით გათვალისწინებულ პროცედურებს. 5. ამ მუხლის მეოთხე პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში გადაწყვეტილების შესახებ სააგენტო აცნობებს ინვესტორს. პროცედურის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გადაწყვეტილების შესახებ ასევე ეცნობება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წიაღის შემცველი ფართობის მომიჯნავე სალიცენზიო ფართობების ინვესტორებსაც. 6. ამ თავით გათვალისწინებული პროცედურის დაწყების შესახებ გადაწყვეტილებაში სააგენტო განსაზღვრავს ბონუსის ოდენობას, რომელიც გადაიხდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წიაღის შემცველი ფართობით სარგებლობისათვის. 7. ამ მუხლის მეხუთე პუნქტით გათვალისწინებულ ინვესტორებს სააგენტო განუსაზღვრავს არანაკლებ 45-დღიან ვადას დაინტერესების შემთხვევაში 2853 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარმოსადგენად. მუხლი 2853. ტენდერის ან აუქციონის ჩატარების გარეშე ნავთობისა და გაზის რესურსების ექსპლუატაციის ან/და სარგებლობის უფლებამოსილების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია 1. 2852 მუხლის მეხუთე პუნქტით გათვალისწინებულმა ინვესტორებმა სააგენტოს უნდა წარმოუდგინონ შემდეგი დოკუმენტაცია: ა) 2852 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წიაღის შემცველი ფართობის განვითარების გეგმა, რომელიც მომზადებულია საერთაშორისო ნავთობმრეწველობის დარგში აღიარებული არანაკლებ ათწლიანი გამოცდილების მქონე კომპანიის მიერ, ან მომზადებულია ნავთობმრეწველობის დარგში მოღვაწე კომპანიის მიერ და მისი შინაარსის ნამდვილობა დადასტურებულია ნავთობის ეროვნული კომპანიის დასკვნით; ბ) შეთავაზებას ხელმოწერის ბონუსის ოდენობის შესახებ, რომელსაც დაინტერესებული ინვესტორი გადაიხდის ტენდერის ან აუქციონის ჩატარების გარეშე ნავთობისა და გაზის რესურსების ექსპლუატაციის ან/და სარგებლობის უფლებამოსილების მინიჭებისათვის და რომელიც არ უნდა იყოს სააგენტოს მიერ დადგენილი ბონუსის ოდენობაზე ნაკლები; გ) უპირობო და ცალსახა თანხმობას, რომ ამ მუხლის „ა“ პუნქტით წარმოდგენილი გეგმა გახდება იმ გეგმის ნაწილი, რომლის საფუძველზეც ინვესტორი ახორციელებს თავის საქმიანობას მომიჯნავე ბლოკზე შესაბამისი პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების შესაბამისად. მუხლი 2854. ტენდერის ან აუქციონის ჩატარების გარეშე ნავთობისა და გაზის რესურსების ექსპლუატაციის ან/და სარგებლობის უფლებამოსილების მინიჭება 1. 2853 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაციის შესამოწმებლად სააგენტოში იქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც განიხილავს წარმოდგენილ დოკუმენტაციას, ამოწმებს მის შესაბამისობას ამ წესებითა და სააგენტოს მიერ დადგენილ მოთხოვნებთან. სამუშაო ჯგუფი ამზადებს დასკვნებს წარმოდგენილ განაცხადებთან დაკავშირებით. 2. 2852 მუხლის მეშვიდე პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლიდან არაუგვიანეს 60 დღისა სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული დასკვნების საფუძველზე სააგენტო მიიღებს გადაწყვეტილებას: ა) უფლებამოსილების კონკრეტული ინვესტორისათვის მინიჭების შესახებ, ან ბ) ტენდერის ან აუქციონის ჩატარების გარეშე ნავთობისა და გაზის რესურსების ექსპლუატაციის ან/და სარგებლობის უფლებამოსილების მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ. 3. ტენდერის ან აუქციონის ჩატარების გარეშე ნავთობისა და გაზის რესურსების ექსპლუატაციის ან/და სარგებლობის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე რამდენიმე დაინტერესებული ინვესტორის არსებობის შემთხვევაში საუკეთესო განაცხადის გამოვლენა ხდება 2853 მუხლით წარმოდგენილი დოკუმენტაციის ერთობლივად შეფასების საფუძველზე. 4. საუკეთესო შემოთავაზების მქონე ინვესტორს 2852 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წიაღის შემცველი ფართობით სარგებლობის უფლება ეძლევა არსებული ნავთობისა და გაზის ხელშეკრულების პირობებით და ვადით. 5. საუკეთესო შემოთავაზების მქონე ინვესტორზე მოდიფიცირებული სალიცენზიო მოწმობა გაიცემა 2853 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბონუსის სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში გადახდიდან არაუგვიანეს 30 დღისა. ბონუსის სახით ინვესტორის მიერ გადახდილი თანხა არ ექვემდებარება ანაზღაურებას. დადგენილ ვადაში ბონუსის გადაუხდელობის შემთხვევაში სააგენტოს უფროსის ბრძანებით გაუქმებულად ცხადდება გადაწყვეტილება საუკეთესო შემოთავაზების მქონე ინვესტორის გამოვლენის თაობაზე და ასეთი ინვესტორი კარგავს ამ თავით განსაზღვრულ პროცედურაში განმეორებით მონაწილეობის მიღების უფლებას. ასეთ შემთხვევაში გამარჯვებულად გამოცხადდება შემდეგი საუკეთესო შემოთავაზების მქონე ინვესტორი, თუ მის მიერ 2853 მუხლის შესაბამისად წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეესაბამება ამ თავის მოთხოვნებს. 6. 2853 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად წარმოდგენილი გეგმით გათვალისწინებული სამუშაოების შეუსრულებლობა წარმოადგენს ინვესტორთან გაფორმებული პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების დარღვევას და მისი შეწყვეტის საფუძველია ამავე ხელშეკრულებით დადგენილი პროცედურების გათვალისწინებით.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 10 აპრილიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები