„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანოს მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე” ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 29 მარტის №5/10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 6/13
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 12/04/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/04/2023
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.111.016565
6/13
12/04/2023
ვებგვერდი, 13/04/2023
010250050.35.111.016565
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანოს მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე” ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 29 მარტის №5/10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი

ქალაქ  ფოთის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს

დადგენილება №6/13

2023 წლის 12 აპრილი

ქ. ფოთი

„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანოს მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 29 მარტის №5/10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის  მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანოს მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე”  ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს 2023 წლის 29 მარტის  №5/10 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge,  30/03/2023, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.111.016562) შეტანილ იქნეს ცვლილება, კერძოდ:

ა)დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანოს მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესი“  მე-2 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო იწყებს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოებას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და გამოსცემს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს მშენებლობის შეჩერების თაობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შეუსრულებლობის შესახებ, რომელიც აღსასრულებლად მიექცევა კანონმდებლობით დადგენილი წესით.“;

ბ)დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანოს მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესი“  მე-2 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. იმ შემთხვევაში, თუ ობიექტის გადამოწმებით დადგინდა, რომ აღმოფხვრილია მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებული სამშენებლო სამუშაოების შეჩერების საფუძველი, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო გამოსცემს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს „მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ტყებუჩავა