ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე მოსკოვის ქუჩის სახელის ცვლილების თაობაზე

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე მოსკოვის ქუჩის სახელის ცვლილების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 30
დოკუმენტის მიმღები ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/04/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/04/2023
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.105.016025
30
07/04/2023
ვებგვერდი, 12/04/2023
000000000.00.105.016025
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე მოსკოვის ქუჩის სახელის ცვლილების თაობაზე
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №30

2023 წლის 7 აპრილი

ქ. ზუგდიდი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში  მდებარე მოსკოვის ქუჩის სახელის ცვლილების თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „პ“ პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ე“ პუნქტის, ,,მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის პირველი ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის მე-13 პუნქტის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქის ადმინისტრაციული ერთეულში მოსკოვის ქუჩის და მოსკოვის ქუჩის პირველ შესახვევში მცხოვრებთა 2022 წლის 5 სექტემბრის განცხადების  და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2023 წლის 20 თებერვლის №01/346 წერილის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო განკარგულება:

1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსკოვის ქუჩას და მოსკოვის ქუჩის პირველ შესახვევს ეწოდოს წმინდა ნიკოლოზის ქუჩა და წმინდა ნიკოლოზის ქუჩის პირველი შესახვევი. (ორთოფოტო თან ერთვის).

2. მიღებული განკარგულების შესახებ ეცნობოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას;

3. განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

4. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მისი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, (მისამართი ქ. ზუგდიდი რ. ლაღიძის ქ. №12).

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                                    გიგა ფარულავა