დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების ქონების (ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების) განკარგვის (გასხვისების ან/და სარგებლობის უფლებით გადაცემის) და ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-100 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 24-22 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 11/04/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/04/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040110000.35.101.017089 |
|
„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების ქონების (ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების) განკარგვის (გასხვისების ან/და სარგებლობის უფლებით გადაცემის) და ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-100 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების ქონების (ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების) განკარგვის (გასხვისების ან/და სარგებლობის უფლებით გადაცემის) და ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-100 დადგენილებაში (ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, 05/01/2015წ., სარეგისტრაციო კოდი: 040110000.35.101.016095) და დადგენილებით დამტკიცებულ წესს:
ა) მე-8 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 მუხლი: „მუხლი 81. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების საკუთრებაში არსებულ ნარჩენებზე აუქციონის გამოცხადების წესი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების საკუთრებაში არსებულ საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსით“ გათვალისწინებული ერთგვაროვანი ნარჩენის განკარგვის მიზნით აუქციონის გამოცხადებისას გამოიყენება „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-72 დადგენილებით დამტკიცებული წესი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები