„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების საფასურისა და ვადების განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-74 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 24-23
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 11/04/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/04/2023
სარეგისტრაციო კოდი 300320000.35.101.017090
24-23
11/04/2023
ვებგვერდი, 12/04/2023
300320000.35.101.017090
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების საფასურისა და ვადების განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-74 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №24-23

2023 წლის 11 აპრილი

ქ. თბილისი

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების საფასურისა და ვადების განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-74 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1

შევიდეს ცვლილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების საფასურისა და ვადების განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-74 დადგენილებაში (ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, 23/12/2014წ., სარეგისტრაციო კოდი: 300320000.35.101.016062) და დადგენილებით დამტკიცებულის წესის:

ა) მე-9 მუხლი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-12 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააგენტოს მიერ აუქციონის ჩატარების მომსახურების საფასურის ოდენობა:

ა) უძრავი ქონების აუქციონში გამარჯვებულისთვის (ქონების საკუთრების ან/და სარგებლობის უფლებით შემძენისთვის) შეადგენს 350 ლარს;

ბ) მოძრავი ქონების ან/და აქციების/წილების აუქციონში გამარჯვებულისთვის შეადგენს 100 ლარს.“

გ) მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თუ ლოტში შედის რამდენიმე უძრავი ნივთი, უძრავ ქონებაზე საკუთრების და/ან სარგებლობის უფლების აუქციონში გამარჯვებული ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საფასურთან ერთად იხდის აუქციონის ჩატარების მომსახურების საფასურს – 200 ლარს,  ყოველ დამატებით უძრავ ნივთზე. უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების და/ან სარგებლობის უფლების აუქციონის ჩატარების მომსახურების საფასური ასევე მოიცავს საჯარო რეესტრში უფლების 4 სამუშაო დღის ვადაში რეგისტრაციის საფასურს.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე